"ჩემი ბავშვობის ოცნება იყო დისნეილენდის ნახვა, საოცარი ემოციები იყო, საკუთარ ბავშვობასთან შეხვედრას ჰგავდა... ჩემს დაკარგულ ფეხსაცმელსაც მოვაგენი. ხშირად შემხვედრია კომენტარები, როცა კონკიას მადარებენ. ზოგი განიცდის და მიცავს, ჰგონიათ, რომ ეს დამამცირებელია. ჩემთვის კი კონკია სიძლიერესთან, მოშურნეობის პატიებასთან, სიკეთით ბოროტების დამარცხებასთან ასოცირდება, ამიტომ, იცოდეთ, რომ არ მწყინს, როცა მადარებთ, პირიქით...
"უნდა გვჯეროდეს ზღაპრებისა და სასწაულების და ასე უნდა ვასაზრდოოთ ჩვენი შინაგანი ბავშვი. მერე აღარც მომავლის შეგვეშინდება და აწმყოთი ტკბობაც უკეთ გამოგვივა. დისნეილენდი ჩემთვის იყოს ყველაზე ყველაზე ლაღი და ბედნიერი გამოცდილება ბავშვობის შემდეგ..."
მარიამ შარმანაშვილი სოციალურ ქსელში ფოტოებს დისნეილენდიდან აქვეყნებს, მან ამ ზღაპრულ სამყაროში მეუღლესთან, კარლო პონტი უმცროსთან და შვილთან ერთად იმოგზაურა. მარიამმა საკუთარი ემოციები და ოჯახური კადრები მეგობრებსაც გაუზიარა.
მარიამისა და კარლოს სიყვარულის შესახებ საქართველოში ცოტა ხნის წინ შეიტყვეს, მას შემდეგ კი წყვილის გარშემო მუდმივად არსებობდა კითხვები - როგორ გაიცნეს ერთმანეთი, როგორია სოფი ლორენის დამოკიდებულება ქართველი გოგონას მიმართ...
საკუთარი სიყვარულის ისტორიის შესახებ მარიამ შარმანაშვილმა და კარლო პონტიმ ერთ-ერთ გასართობ შოუშიც ისაუბრეს.
"საქართველოში ძალიან რთულია იყო გამხდარი, რადგან სულ გეუბნებიან – ჭამე, ჭამე. აუცილებლად უნდა ჭამო, თორემ შემდეგ ძალიან სწყინთ. ამით იტალიელებს ჰგავხართ.
როცა საქართველოში ვარ, თავს სახლში ვგრძნობ, კულტურული ჭრილით ძალიან ჰგავს ეს ქვეყანა იტალიას, ურთიერთობებს, სტუმარმასპინძლობას ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ. ქართული ენა ძალიან მომწონს, თქვენი კალიგრაფია არაჩვეულებრივია..." - ამბობდა კარლო პონტი საქართველოს შესახებ.
26 ივლისს მარიამ შარმანაშვილისა და კარლო პონტი უმცროსის ქართული ქორწილი გაიმართა.
წყვილმა ქორწილი ქართული ტრადიციების დაცვით ჩაატარა. ჯვრისწერა სამთავროს მონასტერში გაიმართა, სადაც იტალიელმა სიძემ ჩოხა მოირგო, ხოლო მარიამი ქართული ტრადიციული ნაციონალური სამოსით იყო წარმოდგენილი. და რა თქმა უნდა, წყვილმა ქართული ცეკვა, დაისიც შეასრულა.
ვაჟის ქორწილს სამწუხაროდ ვერ დაესწრო სოფი ლორენი, თუმცა მან ვიდეო მიმართვა გამოუგზავნა წყვილს, რის შემდეგაც მარიამმა და კარლომ კიდევ ერთი ცეკვა შესთავაზეს სტუმრებს. მარიამმა ცეკვის დროს ლაშა ჯოხაძის შექმნილი ულამაზესი თეთრი კაბა მოირგო.
სოციალურ ქსელში კარლომ მარიამის ქორწილის ფოტოები გამოაქვეყნა და ემოციურად მიმართა მეუღლეს:
"დასამახსოვრებელი დღეა - 2025 წლის 26 ივლისი, ჩვენს საყვარელ თბილისში, საქართველოში! ჩემი ემოციები სიმფონიის ნოტებს ჰგავს - ჰარმონიაში მოცეკვავეს და სიხარულით სავსეს, იმ ცხოვრების მოლოდინში, რომელიც წინ გველოდება! მიყვარხარ,მარიამ უსასრულოდ!
გპირდები, პატივს გცემ და მოგეფერები ყოველ დღე - ერთგულებითა და თავდადებით.
მე შენ აგირჩია, მარიამ, იყო ჩემი ცოლი, ჩემი პარტნიორი, ჩემი მეგობარი, ჩემი სიყვარული და ჩემი შუქი." - წერს კარლო პონტი.
როგორც ცნობილია, წყვილი მეორე ქორწილის გადახდას ჟენევაში აპირებს, რომელსაც კარლო პონტი უმცროსის დედა, ლეგენდარული სოფი ლორენიც დაესწრება.