როგორც ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა ნინი ბადურაშვილი ვენეციის კინოფესტივალზე გამოჩნდება. ამის შესახებ ინფორმაცია მისმა მენეჯერმა კოკი ფერაზი ფანგანმა გაავრცელა.
"ქართული სილამაზე ვენეციის წითელ ხალიჩაზე!
ნინი ბადურაშვილი, რომლის სტილი, დახვეწილობა და შარმი ყოველთვის აღფრთოვანებას იწვევდა, ახლა უკვე მსოფლიო ასპარეზზე, ყველაზე პრესტიჟულ სცენაზე!
რამდენიმე დღის წინ მივიღეთ ოფიციალური მოწვევა ვენეციის კინოფესტივალის ორგანიზატორებისა და „Armani“-სგან. ბრენდისგან, რომელიც საუკუნეა ელეგანტურობისა და კლასის სიმბოლოა! წითელი ხალიჩისთვის, სწორედ „Armani“ იზრუნებს ნინის ჩაცმულობაზე, რაც კიდევ უფრო განსაკუთრებულს ხდის მის გამოსვლას.
ეს ის მომენტია, როცა ქართული სილამაზე, სტილი და ტალანტი მსოფლიო ყურადღების ცენტრში ექცევა და რა თქმა უნდა, მასთან ერთად ვიქნები მეც,როგორც მისი მენეჯერი და ამ ისტორიული მომენტის თანამონაწილე" - წერდა კოკი ფერაზი ფანგანი.
მოგვიანებით ნინიმ ვიდეო მიმართვა გაავრცელა და როგორც ირკვევა, ის უკვე მიფრინავს კინოფესტივალზე.
"დაიდო ინფორმაცია და უკვე მაქვს ამის თქმის უფლება. დღეს მივფრინავ ვენეციის კინოფესტივალზე და მაქვს პატივი ვიყო „Armani“-ის კოსმეტიკის ამბასადორი საქართველოდან. ვფიქრობ, ძალიან ლამაზი და ჯადოსნური დღეები მელოდება წინ" - ამბობს ნინი ვიდეომიმართვაში.
ნინი ბადურაშვილი 1985 წლის 27 დეკემბერს რეჟისორ ერეკლე ბადურაშვილისა და ქართველი მომღერლისა და მსახიობის, ეკა კახიანის ოჯახში დაიბადა. ექვსი წლიდან "ბასტი-ბუბუს" სოლისტი იყო. პირველი კლიპი ბავშვობაში დათო ევგენიძის სიმღერაზე, „ნანა ჩემო ბაია" გადაიღო. ასევე იყო ჯგუფ "სტეფანე და 3G"-ს წევრი.
ეკა კახიანს საზოგადოება კარგად იცნობს. ის ბევრისთვის საყვარელი მომღერალი და მუსიკოსია, თუმცა, გარდა კარიერისა, ეკა ხშირად იქცევს საზოგადოების ყურადღებას პირადი ცხოვრების გამოც. მიუხედავად არაერთი კითხვისა, ის საკუთარ ურთიერთობებზე ხმამაღლა არასდროს საუბრობს.
როგორც ცნობილია, ეკა ნაადრევ ასაკში რეჟისორ ერეკლე ბადურაშვილზე დაქორწინდა, რომელთანაც ქალიშვილი, ყველასთვის ცნობილი მომღერალი ნინი ბადურაშვილი ჰყავს. პირველი ქორწინება წარუმატებელი აღმოჩნდა და ერეკლესთან დაშორების შემდეგ ეკამ ნიკო თოფურიძეზე იქორწინა. მათ ორი შვილი, ანასტასია და ქეთო შეეძინათ.
"რამდენი ნიჭიერი და ლამაზი გოგოა ამ ქალაქში და მიკვირს, რატომ არის ნინის მიმართ ასეთი გაცხოველებული ინტერესი. ბავშვობიდან იყო განხილვის თემა. წერდნენ, რომ იყო ყველაზე სასურველი სარძლო. ეს თემა იყო ისეთი აქტუალური, ვფიქრობდი, რატომ ნინი? თბილისმა იცის ამოჩემება… რატომ არის ამდენი ხალხი დაკავებული ნინის ამბების განხილვით. ნინი სულ შეწუხებული იყო და ჩვენ ყველა, როდის გათხოვდებოდა. ეს ჩემზეც იყო, მაგრამ ვერ შევედრები ნინის…
არც გათხოვება უკითხავს ჩემთვის… მართლა თავისით გადაწყვიტა. სხვა ურთიერთობები ვიცოდით. ნინი ისეთი ტიპია, რომ არ მალავს. ყველაფერს ჰყვებოდა. ეს ბიჭი უცებ სად გაიცნო, არ ვიცი. მოვიდა და გვითხრა, ახლა უნდა გავთხოვდეო. ვინ არის, რა ჰქვია, რა გვარია-მეთქი. არა, გადავწყვიტე და უნდა გავთხოვდეო… არ მქონია იმის საშუალება, რომ მეთქვა ან კარგი, ან ცუდი. ჩავრთულვარ სხვა ურთიერთობებში, როცა ნინი განცდებში მინახავს და უბედური იყო, მაგრამ შემიძლია დავიფიცო, რომ ნინის და ირაკლის ურთიერთობაში არ ჩავრეულვარ… ნინიმ არასდროს არაფერში დამიჯერა და არც მიკვირდა, რადგან მასში ჩემს თავს ვხედავდი ზუსტად…“ - იხსენებდა ეკა კახიანი.
ნინის ქმარი რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი ირაკლი კუტალაძე იყო. 2012 წელს გრანდიოზული ქორწილის შემდეგ, ნინი რუსეთში გადავიდა საცხოვრებლად, თუმცა წყვილი მალევე დაშორდა ერთმანეთს. ქორწინება 4 თვეში დასრულდა. დღეს, ნინის და ირაკლის საერთო შვილი გოგონა, ელენე კუტალაძე ჰყავთ, რომელიც როგორც დედასთან, ასევე მამასთანაც ხშირად ატარებს დროს.