ოდრი ჰეპბერნის სამი რჩევა ქალებს: „ელეგანტურობა ერთადერთი სილამაზეა, რომელიც არასოდეს ქრება“ - Marao

ოდრი ჰეპბერნის სამი რჩევა ქალებს: „ელეგანტურობა ერთადერთი სილამაზეა, რომელიც არასოდეს ქრება“

2025-10-01 15:21:11+04:00

ძველი ჰოლივუდის დროიდან დიდი დრო გავიდა, თუმცა ოდრი ჰეპბერნის ხიბლი და ელეგანტურობა არასოდეს დავიწყებულა, პირიქით - დროთა განმავლობაში კიდევ უფრო გავლენიანი გახდა.

odri

  • “უნდა შეიყვარო დაბერება, ცხოვრება ძვირფასია და როცა ბევრ ადამიანს კარგავ, ხვდები, რომ ყოველი დღე საჩუქარია” - როგორ არღვევს მერილ სტრიპი ჰოლივუდის სტერეოტიპებს 

ოდრი ჰეპბერნის სამი რჩევა:

1. „ქალის სილამაზე არ არის მის სახის ნაკვთებში, არამედ ნამდვილი სილამაზე მისი სულიდან იღებს სათავეს. ეს არის მზრუნველობა, რომელსაც ის სიყვარულით გასცემს, ვნება, რომელსაც გამოხატავს. ქალის სილამაზე წლების მატებასთან ერთად იზრდება.“ - ოდრი ჰეპბერნი

ძალიან ადვილია, რომ ყურადღება მიაქციო მხოლოდ გარეგნობას და ვიფიქროთ, თითქოს ეს ჩვენი ერთადერთი ფასეულობაა. მაგრამ როგორც ოდრი ამბობს, ჩვენი ნამდვილი სილამაზე არ არის თმის ფორმაში, არც თვალების ფერში, და რაც მთავარია, ის წლებთან ერთად არ ქრება. მისი თქმით, ქალის ნამდვილი სილამაზე სულში აირეკლება - იქნება ეს მისთვის საყვარელი საქმეებისადმი ვნება თუ მზრუნველობა, რომელსაც ბუნებრივად გასცემს.

odri

  • სიბერეს ვერავინ შეაჩერებს, თვით სოფიც კი... - სოფი ლორენი 90 წლის ასაკში და მთავარი რჩევა ქალებს 

2. „ლამაზი თვალებისთვის ეძებეთ სიკეთე სხვებში; ლამაზი ტუჩებისთვის თქვით მხოლოდ კეთილი სიტყვები; ისე იარეთ, რომ ყოველთვის გახსოვდეთ – არასოდეს ხართ მარტო.“ - ოდრი ჰეპბერნი

ბევრს აქვს ზეწოლის შეგრძნება, რომ უნდა გამოვიყურებოდეთ გარკვეული სტანდარტის მიხედვით და შევინარჩუნოთ ახალგაზრდული გარეგნობა ასაკში შესვლის დროსაც. ამ დროს კი გვავიწყდება ის, რაც სინამდვილეში გვაქცევს ისეთებად, როგორებიც ვართ - ჩვენი შინაგანი სამყარო. ოდრის ხედვა სილამაზის ამ კონცეფციაზე საოცრად ამაღელვებელი და განსხვავებული გზაა, რომელიც ნამდვილ ღირებულებებს გვახსენებს.

3. „ელეგანტურობა ერთადერთი სილამაზეა, რომელიც არასოდეს ქრება.“ — ოდრი ჰეპბერნი

ცხოვრების უკანასკნელ წლებში ოდრი ისეთივე ელეგანტური იყო, როგორც ახალგაზრდობაში. იქნება ეს მისი საუბრის მანერა თუ ჟესტები, ის მუდმივად ინარჩუნებდა იმ ელეგანტურობას, რითაც გახდა ცნობილი.

დიახ, დროთა განმავლობაში ჩვენი ფიზიკური გარეგნობა შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ ჩვენი ქცევები და მანერები ყოველთვის ასახავს იმავე ადამიანს, რომელიც ყოველთვის ვიყავით.

odri

  • სოფი მარსოს სილამაზის 6 საიდუმლო - როგორ ინარჩუნებს ფრანგი ვარსკვლავი ახალგაზრდულ იერს 

ამრიგად, ოდრი ჰეპბერნის მთავარი ხედვა იყო, რომ სილამაზე გაცილებით უფრო მეტია, ვიდრე ფიზიკური – ნამდვილი სილამაზე სულიდან მოდის.