თეონა ბებიის ამპლუაში: უსაყვარლესია სოფია არველაძისა და თეონა თავართქილაძის ზაფხულის არდადეგები - Marao

თეონა ბებიის ამპლუაში: უსაყვარლესია სოფია არველაძისა და თეონა თავართქილაძის ზაფხულის არდადეგები

2025-08-26 15:56:35+04:00

დიზაინერი თეონა თავართქილაძე და ფეხბურთელი რეზი არველაძე უკვე ბებიისა და ბაბუის ამპლუაში არიან. წყვილს ერთი შვილიშვილი, სოფია ჰყავს. სოფია ვატო არველაძის და მაკუნა ზედაშიძეს პირველი ქალიშვილია. 

თეონა აქტიურადაა ჩართული პატარა სოფიას აღზრდაში. ის ხშირად გვიზიარებს პატარა სოფიას კადრებს, რომელიც უამრავ დადებით კომენტარს იმსახურებს.

teona

teona

teona

teona

teona

  • სოფია არველაძის ზაფხულის არდადაგები: თეონა თავართქილაძისა და რეზი არველაძის შვილიშვილის ახალი კადრები 

ვატო არველაძე და მაკუნა ზედაშიძე  

ვატო არველაძე რეზი არველაძისა და თეონა თავართქილაძის შვილია, რომელიც წყვილს 1998 წელს გერმანიაში, ჰამბურგში შეეძინა. ვატომ მამის გზა გააგრძელა და თავადაც ფეხბურთელია. ვატომ სულ ცოტა ხნის წინ, ხანგრძლივი რომანის შემდეგ, უმშვენიერეს  მა­კუ­ნა ზე­და­ში­ძეზე იქორწინა. წყვილს ერთი შვილი სოფია ჰყავთ.

  • სოფია უკვე დიდი გოგოა: თეონა თავართქილაძის უსაყვარლესი შვილიშვილი და ბებიის ამპლუა 

თეონა თავართქილაძე და რეზი არველაძე 

რეზი არველაძის მეუღლე წარმატებული დიზაინერი თეონა თავართქილაძეა, წყვილი უკვე 30 წელია, რაც ერთადაა.

„ჯერ კიდევ ერთი სასწავლო წელი მქონდა დარჩენილი, როცა გავთხოვდი. მე და რეზი ძალიან დიდი ხანი ვიცნობდით ერთმანეთს, ვმეგობრობდით და როგორ გადაიზარდა ურთიერთობა სიყვარულში, ვერ მივხვდით. როცა აღმოვაჩინეთ, რომ გვიყვარდა ერთმანეთი, დავქორწინდით. რეზი მაშინ გერმანიაში თამაშობდა, მე საფრანგეთში ბოლო კურსზე ვსწავლობდი. თქვენ წარმოიდგინეთ, ის ერთი წელი ახალდაქორწინებულებმა ცალ-ცალკე გავატარეთ. გვენატრებოდა ერთმანეთი, მაგრამ ხშირად ვერ ვნახულობდით. მაშინ უვიზო მიმოსვლა არ არსებობდა და ერთმანეთის ქალაქებში წასასვლელად ვიზებს ველოდებოდით. მე ბევრი სამეცადინო მქონდა, რეზის უამრავი მატჩი, ვარჯიში“, - ამბობდა თეონა ერთ-ერთ ინტერვიუში.

teona

კრიზისული პერიოდი თითქმის ყველა წყვილის ცხოვრებაშია, თუმცა რეზისა და თეონას მსგავსი დაბრკოლებები ნაკლებად ჰქონდათ, რაც, დიდწილად, რეზის იუმორის დამსახურებაცაა: 

"მე მგონი, ჩვენ მშვიდად გადავიარეთ ყველა კრიზისული პერიოდი. ჩვენი მეგობრები იხდიან ქორწინების 25 წლისთავს, შეკრებილები ვიყავით და ამაზე ვსაუბრობდით, კრიზისებზე, შერიგებებზე, გაშორებებზე. ჩუმად ვიჯექი და მომერიდა ხმის ამოღება, რადგან მართლა არასდროს გვიჩხუბია. არ მქონდა არაფერი მოსაყოლი და ვიჯექი ჩუმად. ეს უფრო რეზიკოს ხასიათის დამსახურებაა, მისი იუმორის გრძნობის. ყოფილა შემთხვევა გავბრაზებულვარ რაღაცაზე, მაგრამ ისეთ რამეს გეტყვის; რომ გაბრაზება არ გამოდის, უცებ გადაგივლის", - იხსენებდა თეონა.