ნინა სუბლატი საზოგადოება 2013 წელს გაიცნო, მას შემდეგ, რაც მან მონაწილეობა პროექტ "საქართველოს ვარსკვლავში" მიიღო. ნინა მომდევნო წლებში მონაწილეობას კიდევ არაერთ მუსიკალურ პროექტში იღებდა - როგორც მონაწილის, ისე მენტორის ამპლუაში. მან საქართველო ევროვიზიის სიმღერის კონკურსზეც წარადგინა.
ცოტამ თუ იცის, რომ ნინა დაქორწინებული იყო და მას ერთი შვილი ჰყავს. ალექსანდრე ძალიან ჰგავს დედას და ის დღეს 5 წლის გახდა.
"ჩემი შვილი 5 წლის გახდა. მიყვარხარ სამუდამოდ, გილოცავ დაბადების დღეს", - წერს ნინა სოციალურ ქსელში.

ნინა სუბლატი
ნინამ დაამთავრა თბილისის 51-ე საშუალო სკოლა და ჩააბარა თბილისის სამხატვრო აკადემიაში ინტერიერისა და დიზაინის ფაკულტეტზე.ფართო აუდიტორიის წინაშე 2013 წელს წარდგა, მუსიკალურ პროექტ „საქართველოს ვარსკვლავში“. პოპულარობა მალე მოიპოვა და პროექტის გამარჯვებულიც გახდა. მთავარი ჯილდოს სახით მიიღო მოწვევა ლონდონის მუსიკალური ინსტიტუტიდან - ვოკალის კურსზე.
ნინა სუბლატი 2010-2011 წლებში მოღვაწეობდა სხვადასხვა ჯგუფთან ერთად და საქართველოს მასშტაბით ატარებდა კონცერტებს. 2011 წელს დაიწყო თანამშრომლობა Georgian Dream Studio-სთან, სადაც მუშაობდა როგორც მომღერალ ბერასთან, ასევე ნიუ-იორკიდან, ლოს-ანჯელესიდან და ლონდონიდან სპეციალურად მოწვეულ ვოკალის პედაგოგებსა და ქორეოგრაფებთან. აქ იგი უფრო საფუძვლიანად ეუფლებოდა მუსიკის ისტორიას, თეორიას, ვოკალის ტექნიკას, ქორეოგრაფიას, ფსიქოლოგიას და ა.შ.

„საქართველოს ვარსკვლავში“ მონაწილეობისას კარიერის უცხოეთში გაგრძელებაზე ოცნებობდა, თუმცა, ყველასთვის მოულოდნელად, მან დაქორწინება გადაწყვიტა და 2013 წელს რჩეულთან, გიორგი შამანაურთან ერთად ფოტოები იუსტიციის სახლიდან გამოაქვეყნა, სადაც წყვილმა ხელი მოაწერა. გიორგი თავადაც მუსიკოსია და მომავალი მეუღლე სწორედ მუსიკალურ პროექტში გაიცნო. მათ ერთი შვილი, ალექსანდრე ჰყავთ.
2015 წელს ნინა სუბლატი საქართველოს სახელით ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე გამოვიდა სიმღერით „Warrior“, სადაც ორი ნახევარფინალი გადალახა და ფინალში მოხვდა. მან მე-11 ადგილი დაიკავა.
ნინა სუბლატის მუსიკალური სტილი ხასიათდება კლასიკური ტრენინგის, პოპ-სენსიტიურების შერწყმით და თანამედროვე ჟანრების სიყვარულით, როგორიცაა ჯაზი და როკი. მისი კლასიკური ფესვები აშკარად ჩანს მის კომპოზიციებში, ხშირად შეიცავს რთულ მელოდიებსა და ჰარმონიებს.