კადრებში ხატია წერეთელი ფიგურირებს; შსს აქვეყნებს ფარულად გადაღებულ ვიდეოს ასაჯაროებს - Marao

კადრებში ხატია წერეთელი ფიგურირებს; შსს აქვეყნებს ფარულად გადაღებულ ვიდეოს ასაჯაროებს

2025-08-27 13:23:25+04:00

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ თბი­ლის­ში, პროსტიტუციის ხელშეწყობის და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით 12 პირი დააკავა. ამბავი კიდევ უფრო რეზონანსული გახადა საქმეში საზოგადოებისთვის ცნობილი სახის, ხატია წერეთლის მონაწილეობამ.

მომღერალ ხატია წერეთელს, რომლის ნამდვილი სახელი და გვარი ირმა კურტანიძეა,  პროს­ტი­ტუ­ცი­ა­ში ჩარ­თული ქა­ლებისთვის სის­ტე­მა­ტუ­რად დახმარება  და გარ­კვე­უ­ლი თან­ხის სა­ნაც­ვლოდ ფართების გადაცემა ედება ბრალად. 

შსს-მ დღეს ფარულად გადაღებული კადრები გაავრცელა, რომელშიც ხატია წერეთელი იგივე ი.კ ფიგურირებს. 

ხატია წერეთლის ახლო მეგობარი, გურამ არუთინაშვილი AMBEBI.GE-ის ესაუბრა: 

"მე და ხა­ტია სა­უ­კე­თე­სო მე­გობ­რე­ბი ვართ. თავ­ზა­რი მაქვს და­ცე­მუ­ლი, ჩემ­თვის ეს ყვე­ლა­ფე­რი წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია. მე იმ სა­ლონ­ში, თბი­ლის­ში ბევ­რჯერ ვარ ნამ­ყო­ფი და მსგავ­სი არა­ფე­რი ყო­ფი­ლა. ის არა­ფერს მი­მა­ლავს, ჩვენ ყვე­ლა­ნა­ირ თე­მა­ზე გახ­სნი­ლად ვსა­უბ­რობ­დით. მგო­ნია, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი მო­წყო­ბი­ლია კონ­კუ­რენ­ტე­ბის მხრი­დან. ხა­ტია დიდი ხა­ნია ამ სფე­რო­შია, სამ­კურ­ნა­ლო, სა­რე­ლაქ­სა­ციო მა­სა­ჟებს აკე­თებს და მგო­ნია, რომ ამ ყვე­ლა­ფერს რო­გორც მო­წყო­ბილს ისე და­ვარ­ქმევ­დი. მისი შვი­ლიც არ გა­მო­დის კონ­ტაქ­ტზე. ძა­ლი­ან კარ­გი შვი­ლი ჰყავს, პროგ­რა­მის­ტია, სა­ი­ტე­ბი აქვს და რეკ­ლა­მებს ჰყი­დის სხვა­დას­ხვა სტო­მა­ტო­ლო­გი­ურ კლი­ნი­კებ­ზე", - ამბობს არუთინაშვილი AMBEBI.GE-სთან.