Dreame-ს თქვენთვის განსაკუთრებული სიურპრიზი აქვს. მხოლოდ 30 აგვისტოს, მხოლოდ სითი მოლი საბურთალოს Mistore -ის ფილიალში ბრენდი სილამაზის დღეს უმასპინძლებს.
სილამაზის დღე - ეს არ არის უბრალოდ დღე, როდესაც ფასდაკლებით ისარგებლებთ. მთელი დღის განმავლობაში „მისთორში“ იქნება მოწვეული სტილისტი, რომელიც ადგილზე მისულ ნებისმიერ მომხმარებელს დაატესტვინებს Dreame-ს თმის მოვლის პროდუქტებს და მათ სწორად გამოყენებას ასწავლის. თმის მოვლის შესწავლის შემდეგ კი პროდუქტების ფასდაკლებით შეძენის შესაძლებლობაც გექნებათ. ნებისმიერი მათგანის ყიდვა ამ დღეს 20% ფასდაკლებით იქნება შესაძლებელი.
ახლა კი გეტყვით, რატომ არ უნდა გამოტოვოთ ეს შესაძლებლობა. გარდა იმისა, რომ ისარგებლებთ ფასდაკლებით და ისწავლით თმის სწორად მოვლას, ადგილზე შეძლებთ დატესტოთ Dreame-ს ყველა მოდელი და მიხვდეთ, რომელი ერგება თქვენს საჭიროებებსა და მოთხოვნებს ყველაზე მეტად. მათ შორის იქნება Dreame Pocket, Dreame Aisrtyle Pro, Dreame Aisrtyle და Dreame Master green.

ბრენდის გაყიდვების ლიდერია Dreame Pocket, რომელიც თმის მოვლის კომპაქტური, მსუბუქი ნაკრებია. მისი გამოყენება არ ღლის ხელს ვარცხნილობის გაკეთების დროს, რაც საკუთარ თმაზე მუშაობას უფრო ამარტივებს. მოდელის კიდევ ერთი უპირატესობა კი მისი კომპაქტურობაა. ზომიდან გამომდინარე მისი ჩანთაში ჩადებაც მარტივია. მოდელს ნეგატიური იონიზაცია აქვს და შესაბამისად, თმას არ აზიანებს. მოჰყვება როგორც თმის ჩამოსასწორებელი, ისე დასახვევი თავაკი.
Dreame Aisrtyle Pro სრულიად ამსხვრევს მითს, რომ ნებისმიერი პროდუქტი მცირედით მაინც აზიანებს თმას. ის თმას კი არ აზიანებს, არამედ პირიქით, ბზინვარებასა და სიჯანსაღეს ანიჭებს. Dreame Aisrtyle Pro-ს მოჰყვება 7 თავაკი სხვადასხვა ვარცხნილობის გასაკეთებლად. მისი საშუალებით სრულყოფილი სალონური ეფექტის მიღება სახლის პირობებში ხდება შესაძლებელი.
Dreame Airstyle ამავე ხაზის პრო ვერსიის ბიუჯეტური ვერსიაა. მას 5 თავი მოჰყვება და ისევე მაღალ დონეზე ზრუნავს თქვენს თმაზე, როგორც მისი უფრო ძვირადღირებული მოდელი.

თუ სურნელი თქვენი სუსტი წერტილია, მაშინ Dreame Master green სწორედ თქვენზე იდეალურად მორგებული პროდუქტია. მას მოჰყვება სურნელოვანი დიფუზორი, რომლის წყალობითაც თმას მუდამ სასიამოვნო სურნელი ექნება. ორ თავაკის საშუალებით იდეალურია როგორც ჩამოსასწორებლად, ისე უბრალოდ გასაშრობად.
თუ თვლით, რომ თმა იმიჯის გამორჩეული ნაწილია და მასზე ზრუნვა სიამოვნებას განიჭებთ, ან უბრალოდ თუ გსურთ, რომ უფრო უკეთესად შეგეძლოთ თქვენი თმის მოვლა, პროფესიონალისგან მიიღოთ რჩევები და პარალელურად, ისარგებლოთ ფასდაკლებით, მაშინ 30 აგვისტო აუცილებლად მოინიშნეთ კალენდარზე. სითი მოლის საბურთალოს „მისთორის“ ფილიალში სილამაზის დღე გელოდებათ.
R