"ბიჭი, რომელიც მეფე გახდება" - როგორ ეხმიანება ბრიტანული მედია პრინც ჯორჯის გამოჩენას - Marao

"ბიჭი, რომელიც მეფე გახდება" - როგორ ეხმიანება ბრიტანული მედია პრინც ჯორჯის გამოჩენას

2025-09-03 14:59:39+04:00

პრინცი ჯორჯი სულ უფრო მეტად იჩენს თავს, როგორც მომავალი ლიდერი, თუმცა მშობლები – უილიამი და კეიტ მიდლტონი – მისთვის ბავშვობის შენარჩუნებას ცდილობენ.

5 მაისს, ბუკინგემის სასახლეში, ჯორჯი პირველად გამოჩნდა ახალი როლით: მშობლების, პრინცი უილიამისა და კემბრიჯის ჰერცოგინია კეიტის გვერდით, ასევე მეფე ჩარლზთან ერთად, II მსოფლიო ომის ვეტერანთა პატივსაცემი ჩაის საღამოზე. 12 წლის მემკვიდრე მკაცრ შავ კოსტიუმში და ლურჯი ჰალსტუხით წარსდგა, სვამდა კითხვებს ვეტერანებთან და დაამტკიცა, რომ თანდათანობით ყალიბდება თავდაჯერებულ და მშვიდ მომავალ მეფედ.

  • ქეით მიდლტონის დიდი დაბრუნება: Givenchy-ის საღამოს კაბა და შთამბეჭდავი კადრები პრინცთან ერთად 

george

როგორც „The Mirror“-ის ჟურნალისტი რასელ მაიერსი ამბობს, „ეს იყო პირველი ნიშანი იმისა, რომ ჯორჯი ნელ-ნელა იღებს იმ პასუხისმგებლობებს, რაც მომავალში ელოდება“.

george

  • პრინცესა ქეითის გაუსაძლისი ბრძოლა – რა ხდება სინამდვილეში? 

უილიამი და კეიტი მუდმივად ცდილობენ, რომ უფროსი შვილი მემკვიდრეობისთვის ეტაპობრივად მოამზადონ. როგორც სასახლის ერთ-ერთი წყარო აღნიშნავს: „ეს ნელი პროცესია. მშობლები თავად წყვეტენ, როდის და როგორ შეაჩვევენ მას ამ ყველაფერს.“

საზოგადოებაში ჯორჯი უფრო სერიოზული და მშვიდი ჩანს, თუმცა ახლობელთა თქმით, მას მხიარული ხასიათიც აქვს. ის ოჯახთან ერთად ესწრება ვიმბლდონის მატჩებს, ბუკინგემის აივნიდან საჯაროდ ესალმება ხალხს და ამავდროულად ჩვეულებრივი სკოლის მოსწავლეა, რომელსაც ფეხბურთის მამასთან ერთად გულშემატკივრობა უყვარს.

მისი მშობლები ბავშვების აღზრდაში „ჩვეულებრივობის“ პრინციპს მისდევენ. უილიამი და კეიტი უინძორში ახალ სახლში – Forest Lodge-ში – დასახლებას გეგმავენ, სადაც ყოველდღიურ ოჯახურ რუტინას შენარჩუნებენ: სკოლაში წასვლა-მოსვლა, სპორტული თამაშები და უბრალო ოჯახური მომენტები – ყოველგვარი მეფური პრივილეგიის გარეშე.

პრინცი უილიამი და ქეით მიდლტონი

ყველაფერი 2001 წელს, სენტ ჯეიმსის უნივერსიტეტში დაიწყო, სადაც ქეითი და უილიამი ერთად სწავლობდნენ. შეყვარებულები ცდილობდნენ ზედმეტად არ გაეხმაურებინათ თავიანთი რომანი. 2003 წელს, პაპარაცებმა ისინი ალპებში, სათხილამურო შვებულების დროს გადაიღეს და ფოტო მედიაში გავრცელდა. 

2007 წელს, მედიაში გავრცელდა ჭორები მომავალი ნიშნობის შესახებ. მაგრამ თავად უილიამი არ ჩქარობდა. უფრო მეტიც, პრინცი რამდენჯერმე გამოიჭირეს ღამის კლუბებში წვეულებებზე, სხვა გოგოების გარემოცვაში. წყვილი მალე დაშორდა.

2010 წლის შემოდგომაზე, კენიაში მოგზაურობისას უილიამმა ქეითს ცოლობა სთხოვა და დედის, პრინცესა დიანას ბეჭედი აჩუქა. ხოლო, 16 ნოემბერს, ბუკინგემის სასახლემ ნიშნობა ოფიციალურად გამოაცხადა.

kate

  • მეგან მარკლი და პრინცი ჰარი სამეფო ოჯახის ტრადიციების წინააღმდეგ - როგორ ცხოვრობს წყვილი დღეს 

უილიამსა და კეთრინს სამი შვილი ჰყავთ: პრინცი ჯორჯ, პრინცესა შარლოტი და პრინცი ლუი.