ულამაზესი წყვილის ნიშნობა ზღვის სანაპიროზე: ვინ არის ძიუდოისტი გიორგი სარდალაშვილის რჩეული - Marao

ულამაზესი წყვილის ნიშნობა ზღვის სანაპიროზე: ვინ არის ძიუდოისტი გიორგი სარდალაშვილის რჩეული

2025-08-28 10:54:52+04:00

ძიუდოისტი გიორგი სარდალაშვილი დაინიშნა. მისი რჩეული უმშვენიერესი მომღერალი ანანო სამხარაძე გახდა. ნიშნობა ზღვის სანაპიროზე შედგა. ულამაზესი კადრები წყვილმა სოციალურ ქსელშიც გამოაქვეყნა, მეგობრებისა და გულშემატკივრებისგან კი უამრავი მილოცვა მიიღო. 

sardalashvili

გიორგი სარდალაშვილი და ანანო სამხარაძე

ახალგაზრდა მომღერალს მაყურებელი უკვე კარგად იცნობს - ანანო მუსიკალურად აფორმებს ზურა მანჯავიძის შოუს და უკვე უამრავი გულშემატკივარიც ჰყავს. ამასთან ანანო დიდი პოპულარობით სარგებლობს tik-tok-ის პლატფორმაზე, სადაც მუსიკალური გვერდი აქვს. მის გვერდს 120 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს და მილიონზე მეტი მოწონება.

sardalashvili

გიორგი სარდალაშვილი

გიორგი სარდალაშვილი 2003 წლის 26 მაისს დაიბადა. 2020 წელს ანტალიაში ჭაბუკებს შორის გამართულ ევროპის თასზე პირველი ადგილი დაიკავა 50 კგ წონით კატეგორიაში. ერთი წლის შემდეგ პრაღაში გამართულ ევროპის თასზე (ახალგაზრდული) 60 კგ წონით კატეგორიაში პირველი ადგილის მოპოვება მოახერხა.

2022 წელს პირველი ადგილის დაკავება მოახერხა ესპანეთის ქალაქ მალაგაში გამართულ ევროპის თასზე (ახალგაზრდული). სარდალაშვილმა ტურნირზე ალეხანდრო პრიეტო სიმანკასს, რიკარდო პირესს, ფლორიან ბოეკერსა  და ლუის ბაროსო ლოპესს იპონებით სძლია.

2022 წლის ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც გუაიაკილში, ეკვადორში ჩატარდა, სარდალაშვილმა მეორე ადგილი დაიკავა.

2023 წელს დოჰაში გამართულ ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე სარდალაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. პირველ შეხვედრაში ზამბიელი მეტოქე სიმონ ზულუ იპონით დაამარცხა. მერვედფინალში დაუპირისპირდა ავსტრიელ მარკუს აუერს, რომელიც აგრეთვე იპონით დაამარცხა. 

sardalashvili

2024 წელს, 20 წლის ასაკში გიორგი სარდალაშვილი მსოფლიო ჩემპიონი გახდა. სარდალაშვილი 1/32 ფინალში დაამარცხა ჩრდილოეთ კორეის წარმომადგენელი ჩაე კვანგ-ჯინი. 1/16 ფინალში სარდალაშვილმა ტაიპეის წარმომადგენელი ლინ ჩონგ-იოუ იპონით დაამარცხა. მეოთხედფინალში სარდალაშვილმა აზერბაიჯანელი თურან ბაირამოვი დაამარცხა. ნახევარფინალში იაპონელ ტაიკი ნაკამურას სძლია, რის შემდეგაც ფინალში ტაიპეის წარმომადგენელს, იან იუნგ-ვეის დაუპირსპირდა. 2024 წლის ტაშკენტის გრანდ-სლემზე სარდალაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა. 1/16 ფინალში დაამარცხა უზბეკი კამოლიდინ ბახთიოროვი. 1/8 ფინალში დაამარცხა ტაჯიკი ჰაქდოდ გულოვი. 1/4 ფინალში დაამარცხა ყაზახი იელდოს სმეტოვი. 1/2 ფინალში დაამარცხა ფრანგი რომენ ვალადიე-პიკარი. ფინალში უზბეკ დოსთონ რუზიევთან დამარცხდა.