რამდენიმე დღეა, სოციალურ ქსელში აქტიურად წერენ თეა წულუკიანის მეორედ დაოჯახების შესახებ. ამ ინფორმაციის საპასუხოდ, თეა წულუკიანმა ვრცელი წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც პოლიტიკოს ირინა სარიშვილსა და ტელეწამყვან ნანუკა ჟორჟოლიანს მიმართა.
თეა წულუკიანის წერილი
თეა წულუკიანი გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს და საქმეზე საჩივრის შეტანასაც აპირებს. გიზიარებთ თეა წულუკიანის წერილს:
"ქალბატონო ირინა, მიუხედავად იმისა, რომ ნაფტალინის ცუდი სუნი აგდით, და არ უნდა გპასუხობდეთ, გაცნობებთ, რომ არავის არ გავყოლივარ ცოლად ციხეში გარე ძალების დავალებით, არამედ - გერგეტის სამებაში დავიწერე ჯვარი ნუგზარ კაკულიაზე, სადაც ორივე მხარე მოძღვრის წინაშე ჩვენივე ნებით დავდექით. ჯვრის ერთგულება კი ჩემი ერთ-ერთი თვისებაა, რომელსაც ვერ მოვიშლი. სხვათა შორის, თავს თუ შეიარაღებული პირები დამესხნენ, თავს მანქანის "ბარდაჩოკში" კი არ შევმალავ (sic), ნუგზარ კაკულიას გადავეფარები, იქნებ გადავარჩინო-მეთქი, ვიფიქრებ. კი ვიყავი სრულიად ახალგაზრდა, მაგრამ ალბათ გამოგრჩათ, რომ "ბარდაჩოკში" თავის შეყოფის საქმემ ჩემს ხელში გაიარა, სტრასბურგში.
ამ ყველაფერს კოდუას ნანული (მეორედ ვუჩივლე და გამწარებულია ) ვერ გაიგებს, მაგრამ თქვენი აყროლებული სინდისი კარგად გაიგებს - ჭკუა გაქვთ მისგან განსხვავებით. ვერც ის ქალი გაიგებს, ფილარმონია ქმრის ზურგს უკან ცოლი რომ მოიყვანა ამას წინათ და კომენტარებს წერს თქვენს სიბინძურეებზე. ის ხომ ჯერ კიდევ ახალგაზრდობაში მუშაობდა კაცების კნუტად ვერა-ვაკის მაგისტრალზე და უკადრებელს იკადრებს, თუ დასჭირდა.
ყველა ის პირი, ვინც მეორე დღეა, სიბინძურეს ავრცელებთ (მეორე ქმარი შეირთოო და არღვევთ ათობით ადამიანის პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლებას), სასამართლოში შევხვდებით!ჯერ კიდევ გაქვთ დრო, რომ სიბინძურეები და სხვადასხვა უხამსობები წაშალოთ. ან არ წაშალოთ.
ნანულ, ტვინი არ გაქვს და ჯიქანი მაინც მოიშველიე ხანდახან, სანამ მორიგ სიბინძურეს დაწერ".

ნუგზარ კაკულიას წერილი
თეა წულუკიანის წერილი გააზიარა მისმა მეუღლემ, ნუგზარ კაკულიამაც, რომელიც წერს:
"ჩვენ სახლში ვართ, ქალბატონო ირინა, და თქვენ როგორ ხართ? "შლეგი ნანული" ყოფილა დღეს აღგზნებული და თქვენც ნუ ინერვიულებთ ზედმეტად ჩვენზე. ყველას გილოცავთ მარიამობას, გაგვახაროს, გაგვაძლიეროს და ბოროტი ადამიანებისგან დაიცვას ჩვენი ქვეყანა და საყვარელი ადამიანები მისმა მადლმა!"
