ლოლი ბაჰია თანამედროვე მოდის სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული ახალგაზრდა ვარსკვლავია. ის 2002 წლის 19 სექტემბერს საფრანგეთში, ქალაქ ლიონში დაიბადა. მისი ოჯახი წარმოშობით ალჟირიდანაა, სწორედ ამიტომ მოდელი ხშირად საუბრობს კულტურების შერწყმის მნიშვნელობაზე და იმაზე, თუ როგორ ახდენს მისი ფესვები გავლენას მის სტილსა და ხედვაზე.
ბავშვობიდანვე გამოირჩეოდა ინტერესით ხელოვნებისა და მოდის მიმართ. ოჯახის მხარდაჭერამ და ბუნებრივმა ქარიზმამ გზა გაუხსნა მოდის სამყაროში. ჯერ ადგილობრივ სააგენტოებთან დაიწყო თანამშრომლობა, თუმცა მალე დიზაინერებისა და ბრენდების ყურადღება მიიქცია.


დიდი წარმატება მოდელს მაშინ ეწვია, როცა Yves Saint Laurent-ის შოუებში გამოჩნდა. ბაჰიას ენერგიული ნაბიჯები და დახვეწილი იერი ერთდროულად მოდური და ბუნებრივი აღმოჩნდა, რამაც კრიტიკოსებისა და საზოგადოების აღფრთოვანება დაიმსახურა. მალევე იგი Chanel-ის, Louis Vuitton-ის, Valentino-სა და Versace-ს ჩვენებებშიც ვიხილეთ.
2021 წელს ლოლი ბაჰია გახდა Chanel Beauty-ის კამპანიის სახე, ხოლო 2022 წელს Vogue France-ის გარეკანზეც გამოჩნდა, რაც ახალგაზრდა მოდელისთვის უდიდესი აღიარება იყო. მისი კარიერა სულ უფრო სწრაფად ვითარდება და ითვლება ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად სახედ საერთაშორისო მოდის ინდუსტრიაში.
ბაჰიას გარეგნობას ხშირად ადარებენ 1990-იანი წლების სუპერმოდელებს, რადგან მასში იგრძნობა ბუნებრივი ხიბლი, სიმტკიცე და თავდაჯერებულობა. თავად ამბობს, რომ სურს ინსპირაციის წყარო იყოს ახალგაზრდა გოგონებისთვის და ყველას აჩვენოს, რომ სილამაზე მრავალფეროვნებაშია. თავისუფალ დროს მუსიკითა და ცეკვითაა გატაცებული, რაც მის სცენურ მოძრაობებშიც ჩანს.


ლოლი ბაჰია დღეს ითვლება იმ სახედ, რომელსაც შეუძლია მსოფლიო მოდის სცენაზე ყველაზე დიდ ვარსკვლავებთან ერთად იბრწყინოს. მისი უნიკალური სტილი, თავდაჯერებულობა და სილამაზე აძლიერებს განცდას, რომ ის მომავალში ისეთივე გავლენიანი სუპერმოდელი გახდება, როგორიც თავის დროზე ნაომი კემპბელი ან ქეით მოსი იყვნენ.
Vogue Arabia-სთან საუბარში ლოლიმ აღნიშნა, რომ მოდელის კარიერაში თავდაპირველად ადაპტაცია რთული იყო:
„სამ წელიწადნახევარი დამჭირდა იმისათვის, რომ მოდელობა მართლა შემყვარებოდა,“ – ამბობს ის.
იგივე ინტერვიუში ლოლი საუბრობს იმაზე, თუ როგორ შეცვალა მოდამ მისი დამოკიდებულება ქალურობის მიმართ:
„მოდამ მთლიანად შეცვალა ჩემი წარმოდგენა ქალობაზე… ჯერ კიდევ ვსწავლობ ჩემს სხეულს. მოდა დამეხმარა ვიგრძნო სიმშვიდე, როგორც ქალმა და ვყოფილიყავი თავისუფალი.“