თურქული შოუბიზნესის ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი წყვილი – ჰანდე ერჩელი და ჰაკან საბანჯი – ოფიციალურად დაშორდნენ. მათი სამი წლის ურთიერთობა, რომელიც ხშირად ხვდებოდა მედიისა და საზოგადოების ყურადღების ცენტრში, საბოლოოდ ქორწინების თემამ დაასრულა.
თურქულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, ჰანდე ერჩელი უკვე სერიოზულად ფიქრობდა ოჯახის შექმნაზე და ჰაკანთან ქორწინებას გეგმავდა. თუმცა ჰაკანის დედა, არზუ საბანჯი, ამ ნაბიჯის წინააღმდეგი აღმოჩნდა და ამ ფაქტორმა წყვილის ურთიერთობაში მნიშვნელოვანი ბზარი გააჩინა.
გადაცემაში „Gel Konuşalım“ ეჯე ერკენმა მათი ურთიერთობის დასრულების მიზეზი ახსნა. „აგვისტოს დასაწყისიდან ცუდ ურთიერთობაში იყვნენ. ისინი უკვე დაშორებულები იყვნენ, როდესაც ჰანდე დისშვილთან და დასთან ერთად დასასვენებლად წავიდა. უბრალოდ, ოფიციალურ განცხადებას ელოდნენ. მიზეზი ქორწინებაა – ჰანდე ქორწინებაზე საუბარს ცდილობდა, ჰაკანიც მზად იყო ამ ნაბიჯისთვის, თუმცა არზუ საბანჯიმ (ჰაკანის დედა) მათი ქორწინება აღარ მოისურვა.“ - ამბობდა ერკენი.
ჰანდე ერჩელი, რომელიც თურქეთში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მსახიობია, უკვე წლებია მედიის ყურადღების ცენტრშია. მისი პირადი ცხოვრება თითქმის ყოველთვის იწვევს დიდ ინტერესს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ისეთ გავლენიან ოჯახს ეხება, როგორიც საბანჯების დინასტიაა. ჰაკან საბანჯი, როგორც ცნობილი ბიზნესმენის ვაჟი, საზოგადოებაში თავისი ოჯახის გავლენითაც არის ცნობილი.
წყვილი ერთ-ერთ ყველაზე ჰარმონიულ კავშირს ქმნიდა და მათი გამოჩენა სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურებით სარგებლობდა. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, სიყვარული ყოველთვის საკმარისი არ არის – ოჯახური წრეებისა და სოციალური სტატუსის გავლენამ, საბოლოოდ ურთიერთობის მომავალზე გადამწყვეტი როლი ითამაშა.
დაშორების შემდეგ ჰანდე ერჩელი სოციალურ ქსელში აქტიურობს და კარიერულ საქმიანობაზე მეტად კონცენტრირდა. ჰაკან საბანჯი კი, როგორც მედია წერს, ცდილობს პირადი ცხოვრება საჯარო ყურადღების მიღმა დატოვოს.
ეს ამბავი კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ თურქულ შოუბიზნესში ვარსკვლავების პირადი ურთიერთობები ხშირად ისეთივე ინტერესს იწვევს, როგორც მათი კარიერული ნაბიჯები.
ჰანდე ერჩელი დაიბადა 1993 წლის 24 ნოემბერს, თურქეთის ქალაქ ბანდირმაში. ბავშვობიდანვე გამოირჩეოდა მხატვრული ნიჭით და თავდაპირველად თეატრისა და მოდის მიმართ ამჟღავნებდა ინტერესს.
მისი კარიერის პარალელურად, ერჩელი სწავლობდა მიმართვის ხელოვნებასა და ტრადიციულ თურქულ ხელოვნებას მიმარის უნივერსიტეტში, თუმცა სრული განათლების დასრულება კარიერულმა წარმატებებმა შეაფერხა.
ჰანდე ერჩელმა კარიერა მოდელობით დაიწყო და 2012 წელს მონაწილეობა მიიღო სილამაზის კონკურსში „Miss Civilization of the World“, სადაც გამარჯვებაც მოიპოვა. ეს წარმატება მისი კარიერის პირველი დიდი ნაბიჯი გახდა.
მალევე ჰანდე ტელესერიალებშიც გამოჩნდა, თუმცა ფართო პოპულარობა მოუტანა 2015 წლის სერიალმა „მზის ქალიშვილები“, სადაც სელინის როლი შეასრულა.