2025 წლის სასკოლო ჩანთების ტრენდები - ფერები, პრინტი და სტილი - Marao

2025 წლის სასკოლო ჩანთების ტრენდები - ფერები, პრინტი და სტილი

2025-08-29 15:21:14+04:00

ზაფხულის დასასრულს  იწყება სკოლისთვის მზადება და მშობლებთან ერთად, ბავშვებიც განსაკუთრებულ ინტერესს იჩენენ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ატრიბუტის – ჩანთის არჩევისას.

წელს, 2025 წლის ტენდენციები რამდენიმე მთავარ მიმართულებას აერთიანებს

თვალშისაცემი პრინტები, სრულად შედგენილი კომპლექტები და ხარისხზე მაქსიმალური აქცენტი. 

ფერები და პრინტები –   მხიარული დაბრუნება! 

biblusi

ახალი სასკოლო სეზონის მოდური სკოლის ჩანთების ფერები ნამდვილად თვალშისაცემია.  მოდაშია როგორც მბზინავი, გარდამავალი ფერები, ასევე მკვეთრი, ხასხასა ფერადი პრინტები. მაგალითად, მუქ ფონზე გამოსახული გრაფიკული ფიგურები და სპორტული ილუსტრაციები  ბიჭებისთვის იდეალური არჩევანი იქნება. 

biblusi  

დაწყებითი კლასელებისთვის აქტუალურია მხიარული ფიგურების პრინტები: ცისარტყელა,  სხვადასხვა თემატური პრინტები, ყვავილები და სხვ. თუ გასულ წლებში მოდაში ანიმაციური პერსონაჟების გამოსახულებები იყო, ახლა აქტუალურია პატარა ფიგურების პრინტი.

biblusi  

გოგონებისთვის ასევე ტრენდულია პასტელის ნაზი ფერები. ჩანთის  დიზაინი ბავშვის პიროვნულ სტილს უნდა გამოხატავდეს – იქნება ეს არტისტული, თემატური თუ ნაზი პრინტი. შეიძლება პრინტის ისე შერჩევა, რომ ის ბავშვის ინტერესს გამოხატავდეს.

ფორმა, ფუნქციურობა და   პრაქტიკულობა 

სკოლის ტრენდული ჩანთები წელს არა მხოლოდ ლამაზია, არამედ ტექნიკურად გამართული: რბილი ორთოპედიული ზურგი და მოსახერხებელი სახელურები; მრავალჯერადი განყოფილება ლეპტოპის, რვეულებისა და აქსესუარებისთვის; გვერდითი ბოთლის ჯიბეები – პრაქტიკულია ყოველდღიური გამოყენებისთვის.

უკანა მხარეს რბილი ბადისებრი მატერიის ჩანართი,  ჰაერის ვენტილაციას უწყობს ხელს.

ერთი სტილის კომპლექტები 2025-ის ტრენდია 

2025 წლის ერთ-ერთი მთავარი ტრენდი სწორედ კომპლექტებია. ჩანთას ხშირად მოყვება:

  • პენალი იგივე პრინტით;
  • ლანჩბოქსი ან თერმოსი;
  • საწერი აქსესუარები და ხშირად ფერადი კალმებიც კი;
  • ზოგი კომპლექტი მოიცავს ჩანთის ფორმის ბლოკნოტებს, რაც ბავშვებისთვის საოცრად მიმზიდველია.

 ერთნაირად აწყობილი ნივთების კრებული  შესაძლოა  “მინიკოლექციის” ფლობის ახალ და საყვარელ ჰობად იქცეს სკოლის მოსწავლისთვის.

GFF - ჩანთები ქართული ფეხბურთის თემატიკაზე

2025-ის გამორჩეული ტრენდია GFF-სთან კოლაბორაციით შექმნილი  სასკოლო ჩანთები, რომელიც რამდენიმე ფერსა და სტილშია წარმოდგენილი და  ჩანთასთან ერთად, შესაძლებელია იგივე პრინტის პენლის შეძენაც.

 biblusi

ეს ჩანთები გახლავთ Ponto-ს ბრენდის, რომელიც საკმაოდ გამძლე და ხარისხიანია. 

 biblusi

biblusi

MILAN – პრემიუმ ხარისხის ესპანური ბრენდი 

გამორჩეულ პოზიციას ტენდენციებში იკავებს ესპანური ბრენდი MILAN-ი, რომელიც უკვე წლებია, რაც საქართველოში პოპულარობით სარგებლობს.

ბრენდის უპირატესობებია:

  • ძალიან გამძლე მასალა – ყოველდღიური დატვირთვისთვის განკუთვნილი;
  • უნიკალური, ლიცენზირებული პრინტები, რომლებიც სხვაგან არ შეგხვდებათ;
  • კომფორტული შიდა განყოფილებები და გონივრული დიზაინი;
  • აქცენტი ბავშვის ფიზიკურ კომფორტსა და ერგონომიაზე.

 biblusi

MILAN-ის ჩანთები საქართველოში ექსკლუზიურად წარმოდგენილია „ბიბლუსის“ ქსელში – მაღაზიებსა და ონლაინ პლატფორმაზე, სადაც შეგიძლიათ იხილოთ მრავალფეროვანი არჩევანი როგორც გოგონებისთვის, ასევე ბიჭებისთვის.

ბიბლუსის მაღაზიებში უკვე წარმოდგენილია სკოლის ჩანთების ახალი კოლექცია.

გარდა ამისა, ერთ სივრცეში სკოლისთვის საჭირო ყველა ნივთს მარტივად შეარჩევთ — ნებისმიერი გემოვნებისა და ბიუჯეტისთვის. პროდუქცია წარმოდგენილია სხვადასხვა საფასო კატეგორიაში, რაც ყველას აძლევს საშუალებას, საკუთარი საჭიროებისთვის იდეალური არჩევანი გააკეთოს. 

„ბიბლუსში“ ხშირად დაგხვდებათ ფასდაკლებები არჩეულ კატეგორიებზე, რაც სკოლისთვის მომზადებას კიდევ უფრო ხელსაყრელს ხდის.

შეგახსენებთ, რომ სკოლის ჩანთების ფასი „ბიბლუსში“ 14.99 ლარიდან იწყება.