"...და შემდეგ შევხვდით ლეოს" - როგორია მაკა ასათიანის ოჯახის ზაფხულის არდადეგები პატარა ლეოსთან და ლეასთან ერთად - Marao

"...და შემდეგ შევხვდით ლეოს" - როგორია მაკა ასათიანის ოჯახის ზაფხულის არდადეგები პატარა ლეოსთან და ლეასთან ერთად

2025-09-01 10:46:42+04:00

ნანიკოს მიმართ საზოგადოების ყურადღება მას შემდეგ გაიზარდა, რაც მან მაკა ასათიანის ვაჟზე, კახი ჟორდანიაზე იქორწინა. ნანიკო თავად ამბობს, რომ მისი ცხოვრება 2 ნაწილად გაიყო - კახიმდე და კახას შემდეგ.

ნანიკომ და კახიმ 2017 წელს იქორწინეს. პირველი შვილი კი 2020 წელს შვეიცარიაში გაუჩნდათ. წყვილს ამჟამად ორი შვილი, ლეო და ლეა ჟორდანიები ჰყავთ. ნანიკო კლდიაშვილი საზოგადოებამ მოდელის ამპლუაში გაიცნო, ახლა კი მისი საქმიანობის მთავარი სფერო, ოჯახის პარალელურად, ბიზნესია. 

ნანიკო ხშირად აზიარებს ოჯახურ კადრებს, ამჯერად კი ზაფხულის კადრები გამოაქვეყნა შვილებთან და მეუღლესთან ერთად, რომელმაც უამრავი თბილი კომენტარი დაიმსახურა.

 naniko

naniko

  • მაკა ასათიანს მეორე შვილიშვილი შეეძინა: ნანიკო კლდიაშვილის ახალი ფოტოები 

მაკა ასათიანი

მაკა ასათიანი თანამედროვე საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურაა, რომელმაც წარმატებებს სხვადასხვა სფეროში მიაღწია, თუმცა მისი სახელის ხსენებისას პირველი ასოციაცია მაინც მისი შთამბეჭდავი გარეგნობაა.

მაკა ასათიანი ცნობილი იყო, როგორც მოდელი და დიზაინერი. მისი სილამაზე და სტილი ხშირად გამხდარა საზოგადოების განხილვის საგანი. ის აქტიურად იყო ჩართული მოდის ინდუსტრიაში და ჰქონდა საკუთარი ბრენდი. მისი საქმიანობა იმ დროისთვის ხშირად შუქდება მედიაში, რაც მის მიმართ ინტერესს კიდევ უფრო ზრდიდა. 

  • რა დაარქვეს პატარას: მაკა ასათიანის ოჯახის ახალი წევრი და ახალი ფოტოები 

მაკა ასათიანი ასევე წარმატებული ბიზნესმენია. მისი ოჯახის კომპანია, "ბლექ სი პეტროლიუმი", ყულევის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის პროექტს ავითარებს. პროექტის პირველი ეტაპის ბიუჯეტი 110 მილიონ დოლარს შეადგენს, ხოლო მთლიანი საინვესტიციო მოცულობა 700 მილიონ აშშ დოლარს აღწევს. 

მაკა ასათიანის მამის, ცნობილი ფეხბურთელისა და ბიზნესმენის, კახი ასათიანის მკვლელობამ 2000-იანი წლების დასაწყისში მთელი თბილისი შეძრა. კახი ასათიანი უცნობმა პირმა მანქანაში ჩაცხრილა. ის ადგილზე გარდაიცვალა. 

მაკა ასათიანს ჰყავს უმშვენიერესი დედა, ლუიზა თავართქილაძე და და, სალომე ასათიანი. სალომეს ერთი ქალიშვილი ჰყავს - პიანისტ მარიანა აჩბას საზოგადოება კარგად იცნობს. 

მაკა ასათიანმა პირველად მერაბ ჟორდანიაზე იქორწინა. მათ ორი ვაჟი კახი და ლევანი შეეძინათ. მეუღლესთან განქორწინების შემდეგ მაკა საცხოვრებლად შვეიცარიაში გადავიდა, თუმცა საქართველოსთან საქმიანი ურთიერთობა არ გაუწყვეტია -  ის ტელეკომპანია „მაესტროს“ თანამფლობელი და დირექტორი იყო.

მაკას მეორე მეუღლე კოტე გეგელიაა. წლების მანძილზე ოჯახი ესპანეთში ცხოვრობდა, თუმცა მაკა დიდ დროს ატარებს შვეიცარიაში უფროს ვაჟთან, კახისთან ერთად, რომელიც რამდენიმე წლის წინ დაოჯახდა. მაკას და კოტეს ერთი საერთო შვილი, კონსტანტინე ჰყავთ. 

მაკას უფროსი ვაჟი, კახი ჟორდანია დაქორწინებულია ნანიკო კლდიაშვილზე, წყვილს ორი შვილი, ლეა და ლეო ჰყავს. 

მაკა ასათიანი ქართულ მედიასთან თითქმის აღარ ჩნდება.ის არც სოციალურ ქსელშია აქტიური.