ჩვენი "კაპიტნის" ბედნიერი ოჯახი, მოდელი მეუღლე და ცხოვრების საინტერესო ამბები: უფრო მეტი თორნიკე შენგელიას შესახებ - Marao

ჩვენი "კაპიტნის" ბედნიერი ოჯახი, მოდელი მეუღლე და ცხოვრების საინტერესო ამბები: უფრო მეტი თორნიკე შენგელიას შესახებ

2025-09-03 14:18:32+04:00

თორნიკე შენგელიას სახელი და გვარი იმ ადამიანებმაც კარგად იციან, ვინც კალათბურთის გულშემატკივარი არ არის - ქართული სპორტის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული, შრომისმოყვარე, ერთგული და წარმატებული ახალგაზრდა ვარსკვლავი ჩვენს გაოცებას არ წყვეტს. მის მიმართ ინტერესი კი ერთი ორად გაიზარდა ახლა, როცა საკალათბურთო სამყარო ამ სპორტის მთავარ ტურნირს - ევრობასკეტს ადევნებს თვალს. 

ამ სტატიაში გვინდა, უფრო ახლოს გაგაცნოთ საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია, რომელიც ღირსეულად იცავს ნაკრების ღირსებას.

tornike

  • „ყურადღებიანი მამაა, ბავშვები მასზე გიჟდებიან... როგორც მეუღლე, თბილი და მხიარულია...“ - თორნიკე შენგელიას ოჯახი, მეუღლე და გზა დიდი წარმატებისკენ 

თორნიკე შენგელიას ოჯახი

თორნიკე შენგელიას მამა, კახა შენგელია კალათბურთელი იყო და 1990-იან წლებში საქართველოს ნაკრების ღირსებას იცავდა.

„მამაჩემი კალათბურთელი იყო, ჩემი იდეალი. მისი თამაშების ყურებით ვისწავლე და შემიყვარდა კალათბურთი. ავიღე მისგან ხასიათი და მენტალიტეტი. ყოველთვის ძლიერად, ენერგიულად თამაშობდა. მტკიცე ხასიათით გამოირჩეოდა“, - ამბობდა თორნიკე. თორნიკეს ერთი და ჰყავს.

tornike

თორნიკე შენგელიას მეუღლე მოდელი სა­ლო­მე ჯუ­ღე­ლია. წყვილი 2013 წელს დაოჯახდა და მალევე ამერიკაში გადავიდნენ საცხოვრებლად. სა­ლო­მე ზაზა ფა­ჩულიას დე­ი­დაშ­ვი­ლია. ამ დროს ის საფრანგეთში იწყობდა მოდელის კარიერას. მას დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ. აღსანიშნავია, რომ 2013 წელს სალომეს ფოტოები ჟურნალ Vogue-ის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. სა­ლო­მე ფრან­გი სტი­ლის­ტის, ლა­უ­რენტ ფი­ლი­პო­ნის ვარ­ცხნი­ლო­ბით პო­ზი­რებდა.

salome jugeli

თორნიკე მო­მა­ვალ მე­უღ­ლეს ზაზა ფა­ჩუ­ლი­ას შვი­ლის ნათ­ლო­ბა­ში შეხ­ვდა და რო­გორც მოგ­ვი­ა­ნე­ბით თიკა ალა­ვი­ძე-ფა­ჩუ­ი­ლი­ამ გა­ამ­ხი­ლა, კა­ლათ­ბურ­თე­ლი მო­დე­ლით პირ­ვე­ლი­ვე და­ნახ­ვის­თა­ნა­ვე მო­ი­ხიბ­ლა და გო­გო­ნას შე­სა­ხებ ყვე­ლა­ფე­რი მისი დე­ი­დაშ­ვი­ლის­გან გა­ი­გო. ურ­თი­ერ­თო­ბა სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლით გაგ­რძელ­და და მალე იქორ­წი­ნეს. წყვილს 3 ვაჟი ჰყავს.

tornike

tornike

"თორნიკე ძალიან ყურადღებიანია, ფანტასტიკური მამაა. ბავშვები გიჟდებიან, ისე უყვართ. როგორც მეუღლე, თბილია და მხიარული. მოედანზე რომ ჩანს, ისეთი სერიოზული არ არის", - ამბობს თორნიკეს მეუღლე.

  • „საქართველოს საამაყო ადამიანები“ - ზაზა ფაჩულია და თორნიკე შენგელია მეუღლეებთან ერთად 

თორნიკე შენგელიას კარიერა

თორნიკე შენგელია 1991 წლის 5 ოქტომბერს დაიბადა.

2012 წლის 28 ივნისს, თორნიკე არჩეულ იქნა 54 ნომრად ფილადელფია სიქსერსის მიერ. შემდეგ ფილადელფია სიქსერსმა იგი გაცვალა ბრუკლინ ნეტსის სხვა კალათბურთელში. 18 ივლისს შენგელიამ ხელი მოაწერა კონტრაქტს ბრუკლინ ნეტსთან.

2014 წლის 21 ივნისს შეუერთდა „ბასკონიას“ რომელთან ერთადაც ესპანეთის ჩემპიონობა მოიპოვა.

2020 წლის 9 ივლისს გადავიდა რუსულ მოსკოვის „ცსკა“-ში, რასაც მოჰყვა კრიტიკა საზოგადოების მხრიდან, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა:

 „ჩემთვის სამწუხაროა და როგორც საქართველოს პრეზიდენტისთვის მიუღებელია, საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტნის გადაწყვეტილება მოსკოვის „ცსკა“-ში გადასვლასთან დაკავშირებით“.

შენ­გე­ლია 2022 წლი­დან "ვირ­ტუს ბო­ლო­ნი­ას" ღირ­სე­ბას იცავ­და.

tornike

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ თორნიკემ 2022 წელს მაგისტრის ხარისხი მოიპოვა სპორტის მენეჯმენტის მიმართულებით.

"ჩემ­თვის ეს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლია! მი­ვი­ღე მა­გის­ტრის ხა­რის­ხი სპორ­ტის მე­ნე­ჯმენ­ტსა და იუ­რი­დი­ულ უნა­რებ­ში. ვიქ­ნე­ბი გულ­წრფე­ლი და ვი­ტყვი, ეს არ იყო მარ­ტი­ვი, მაგ­რამ მარ­ტი­ვი არა­ფე­რი არ არის. მინ­და ამით ახალ­გაზ­რდა თა­ო­ბას შევ­ძი­ნო მო­ტი­ვა­ცია და იმის რწმე­ნა, რომ სტე­რე­ო­ტი­პი - სწავ­ლა და სპორ­ტი ერ­თმა­ნეთს არ უთავ­სდე­ბა, დამ­სხვრე­ვა­დია. 

სა­ბო­ლო­ოდ, ყვე­ლა­ფე­რი ნე­ბის­ყო­ფა­ზე, მონ­დო­მე­ბა­სა და დრო­ის სწო­რად გა­და­ნა­წი­ლე­ბა­ზე გა­დის. არას­დროს არის ადრე, ან გვი­ან, რომ იფიქ­რო მო­მავ­ლის გეგ­მებ­ზე. და­ი­მახ­სოვ­რე, ყო­ველ­თვის ირ­წმუ­ნე შენს თავ­ში და ყო­ველ­თვის ილი­დე­რე მა­გა­ლი­თით. მინ­და, მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო elpa-ს ამ შე­სა­ნიშ­ნა­ვი შე­საძ­ლებ­ლო­ბის­თვის და იმის­თვის, რომ ზრუ­ნავს მო­თა­მა­შე­ებ­ზე პარ­კეტ­სა და პარ­კეტს მიღ­მა. ასე­ვე, მად­ლო­ბა ISDE უნი­ვერ­სი­ტეტს ამ არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი, მრა­ვალ­მხრი­ვი პროგ­რა­მის­თვის, მოქ­ნი­ლი გრა­ფი­კი­სა და ხელ­შე­წყო­ბის­თვის", - წერდა სპორ­ტსმე­ნი.