საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა სულ ცოტა ხნის წინ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი ორი მატჩისთვის გუნდის შემადგენლობა დაასახელა. სექტემბრის მატჩებისთვის 24 ქართველი ფეხბურთელი ემზადება. პირველი თამაში ქართველ ფეხბურთელებს 4 სექტემბერს ელოდებათ, მათი მეტოქე მეზობელი თურქეთი იქნება. 7 სექტემბერს კი ეროვნული ნაკრები თამაშს ბულგარეთთან ჩაატარებს.
ქართველი ვარსკვლავები უკვე დაბრუნდნენ საქართველოში. მათი ფოტოები კი სოციალურ ქსელში ეროვნული ნაკრების ოფიციალურმა გვერდმა გაგვიზიარა. გარდა იმისა, რომ ახალგაზრდა ვარსკვლავებს უამრავი ქომაგი ჰყავთ, ბევრი იწონებს მათ სტილსაც. როგორც ჩანს, ისინი საკუთარ "ლუქებზე" განსაკუთრებულად ზრუნავენ.
ამჯერად ყურადღება ქართველი ფეხბურთელების ჩანთებმა მიიქცია - ისინი შეკრებაზე სხვადასხვა ცნობილი ბრენდის აქსესუარებით გამოჩნდნენ. აი, ისინიც:
ხვიჩა კვარაცხელია - Hermès

გიორგი მამარდაშვილი - LOUIS VUITTON

ლუკა ლოჩოშვილი - LOUIS VUITTON

გიორგი ქოჩორაშვილი - Burberry

გურამ კაშია - GOYARD

ფოტოები: ეროვნული ნაკრები