ქართველი კალათბურთელების მეორე ნახევრები - როგორია ცნობილი წყვილების ცხოვრება - Marao

ქართველი კალათბურთელების მეორე ნახევრები - როგორია ცნობილი წყვილების ცხოვრება

2025-10-09 17:33:45+04:00

სულ ცოტა ხნის წინ საკალათბურთო სამყაროს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებას, ევრობასკეტს ვადევნეთ თვალი. კვიპროსის ქალაქ ლიმასოლში ქართველი სპორტსმენების საგულშემატკივროდ არაერთი ქომაგი გაემგზავრა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ტურნირი ჩვენთვის დიდი გამარჯვებების გარეშე დასრულდა, პირველად საქართველოს ისტორიაში ევრობასკეტის მეოთხედფინალში საქართველოც ვიხილეთ. 

ამ სპორტულმა აჟიოტაჟმა უკვე გადაიარა, ახლა კი თვალი გადავავლოთ ჩვენი სპორტსმენების ცხოვრებას, მათ მშვენიერ მეუღლეებსა და ბედნიერ ოჯახებს. 

სანდრო მამუკელაშვილი

სანდრო დაოჯახებული არ არის, მაგრამ ჰყას შეყვარებული, მერსედეს ბრუკი. გოგონა ამერიკელია და სანდროს მსგავსად ისიც სპორტით, კერძოდ კალათბურთით არის დაკავებული. ის ამჟამად ქალთა კალათბურთის ასოცირებული მთავარი მწვრთნელია. სანდრო იშვიათად საუბრობს შეყვარებულზე, თუმცა ხშირად აქვეყნებს მასთან ერთად გადაღებულ ფოტოებს.

 sandro

თორნიკე შენგელია

თორნიკე შენგელიას მეუღლე მოდელი სა­ლო­მე ჯუ­ღე­ლია. წყვილი 2013 წელს დაოჯახდა და მალევე ამერიკაში გადავიდნენ საცხოვრებლად. სა­ლო­მე ზაზა ფა­ჩულიას დე­ი­დაშ­ვი­ლია. ამ დროს ის საფრანგეთში იწყობდა მოდელის კარიერას. მას დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ. აღსანიშნავია, რომ 2013 წელს სალომეს ფოტოები ჟურნალ Vogue-ის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. სა­ლო­მე ფრან­გი სტი­ლის­ტის, ლა­უ­რენტ ფი­ლი­პო­ნის ვარ­ცხნი­ლო­ბით პო­ზი­რებდა.

თორნიკე მომავალ მეუღლეს ზაზა ფაჩულიას შვილის ნათლობაში შეხვდა და როგორც მოგვიანებით რძალმა თიკა ალავიძე-ფაჩულიამ გაამხილა, კალათბურთელი მოდელით პირველივე დანახვისთანავე მოიხიბლა და გოგონას შესახებ ყველაფერი მისი დეიდაშვილისგან გაიგო. ურთიერთობა სოციალური ქსელით გაგრძელდა და მალე იქორ­წი­ნეს. წყვილს 3 ვაჟი ჰყავს.

 tornike

tornike

დუდა სანაძე

კალათბურთელ დუდა სანაძის მეუღლე მომღერალი ანუნა მდივნიშვილია. ანუნა მაყურებელმა პროექტ "ჯეოსტარით" გაიცნო.

დუდა ანუნასსთან შეხვედრას იხსენებს და ამბობს, რომ ის კალათბურთის ფედერაციაში გაიცნო.

"ანუნა კალათბურთის ფედერაციაში მუშაობდა და შემთხვევით დავინახე, როცა სამსახურიდან გამოდიოდა. მე კი ამ დროს ვარჯიშიდან გამოვდიოდი. დავინტერესდი, შემდეგ, ინფორმაციები მოვიძიე და გავიცანი. 

ჩემი წარმატება ანუნას წარმატებაა. თამამად ვამბობ, ჩემი ყველა წარმატებული ნაბიჯი ანუნას დამსახურებაა, ძალიან მიწყობს ხელს. შეიძლება, ვინც მას არ იცნობს და არ იცის, სპორტსმენის ცხოვრებაში მეუღლის როლი რამდენად დიდია, ამას ვერ ხვდებოდეს, მაგრამ ასეა.

ელემენტარული, სპორტულ რეჟიმში ხელშეწყობაც ძალიან მნიშვნელოვანია, აღარაფერს ვამბობ ფსიქოლოგიურ მხარდაჭერაზე.. ის ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ძალიან კარგ ფორმაში ვიყო და მოედანზე მაქსიმუმი გავაკეთო" - ამბობდა დუდა. 

ცოტა ხნის წინ წყვილი გოგონას მშობლები გახდნენ, მათ ორი შვილი ჰყავთ.

 duda

duda

გიორგი შერმადინი

გიორგი შერმადინის მეუღლე ანა ამაშუკელია. წყვილს 5 შვილი ჰყავს.

„მე და­ვით ტა­ტიშ­ვი­ლის სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრში ვმუ­შა­ობ­დი, რომ­ლის იუ­ბი­ლე­ზე ჯამ­ლეტ ხუ­ხაშ­ვი­ლი და გი­ორ­გი შერ­მა­დი­ნიც იყ­ვნენ და­პა­ტი­ჟე­ბუ­ლი. იქ გა­ვი­ცა­ნი, ალა-ფურ­შე­ტის დროს, რო­გორც ხდე­ბა ხოლ­მე, ბი­ჭე­ბი შე­უ­თა­მამ­დე­ბი­ან გო­გო­ნებს და გი­ორ­გი­საც ასე და­ე­მარ­თა, ტე­ლე­ფო­ნის ნო­მე­რი მთხო­ვა და ძა­ლი­ან მალე და­მი­რე­კა. მისი ან­თე­ბუ­ლი თვა­ლე­ბით თა­ვი­დან­ვე მივ­ხვდი, რომ რა­ღაც ხდე­ბო­და. 

გი­ორ­გი თა­ვი­დან ცოტა ვა­წუ­წუ­ნე, მაგ­რამ მერე შევ­ხვდით. არა იმი­ტომ, რომ ქალ­მა მა­მა­კა­ცი უნდა აწუ­წუ­ნოს, არა­მედ იმი­ტომ, რომ მე თვი­თონ ვარ საკ­მა­ოდ სე­რი­ო­ზუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში, არ მიყ­ვარს ურ­თი­ერ­თო­ბის ად­ვი­ლად წა­მო­წყე­ბა. მცი­რე წუ­წუ­ნის შემ­დეგ შევ­ხვდი და ნელ-ნელა, აგურ-აგურ ავა­შე­ნეთ ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა” - იხსენებდა ანა ამაშუკელი. 

თავად გიორგი კი ოჯახის შესახებ ასე საუბრობდა: 

„ უკვე 10 წელზე მეტია, რაც მე და ანი ერთად ვართ. თბილისში გავიცანი, ერთ-ერთი კლინიკის 10 წლის იუბილეზე, რომელზეც ჯამლეტ ხუხაშვილი იყო დაპატიჟებული და ის სადაც მიდიოდა, ყველგან თან დავყავდი. ჩამაცმევდა ხოლმე "მაკაბის" ფორმას და მივყავდი. ანი იქ გავიცანი. მერე მალე მომიწია საბერძნეთში წასვლა, მაგრამ ტელეფონით ვკონტაქტობდით და რაღაც დროის შემდეგ დავოჯახდით. პირველი გოგონა შეგვეძინა, მერე - ნიკოლოზი, ბოლოს კი ტყუპი გოგონა. ოთხი შვილის მამობა მაგარი რამაა... დარბიან და "მამიტო", "მამიტოს" მეძახიან, ძალიან ვუყვარვარ. ტელევიზორში რომ მხედავენ, ეკრანს ხელს ურტყამენ - "მამიტო". დიდი სიხარულია. ღმერთს მადლობა, რომ ასეთი დიდი ოჯახი ვართ”. 

 giorgi

giorgi