24 წლის კალათბურთელს, რატი ანდრონიკაშვილს ამომავალ ვარსკვლავად მოიხსენიებენ. 1.93 მეტრის სიმაღლის კალათბურთელი გამთამაშებლისა და მსროლელის პოზიციებზე თამაშობს. რატი ამერიკის კოლეჯთა ლიგის კრეიტონ ბლუჯეისში ირიცხებოდა. შემდეგ კი სამშობლოში დაბრუნდა.
რატი 2001 წლის 19 მარტს თბილისში დაიბადა. ცოტამ თუ იცის, რომ რატის წინაპრები ცნობილი ოჯახის წარმომადგენლები იყვნენ - რატის მამა, სანდრო ანდრონიკაშვილი ცნობილი მსახიობისა და მწერლის, ბორის ანდრონიკაშვილის შვილია. გარდა ამისა, რატის ოჯახი დაკავშირებულია ყველასთვის კარგად ცნობილ თურმანიძეებთან, "თურმანიძის მალამოსთან".
რატის დედა ანანო ჩარკვიანია, რომელიც, ოჯახის სხვა წევრებთან ერთად, მისი ყველაზე დიდი და ერთგული გულშემატკივარია. რამდენიმე წლის წინ ანანო "პრაიმ ტაიმთან" ინტერვიუში შვილის შესახებ საუბრობდა:
"რატი თამაშის მოახლოებისას განსაკუთრებულად მობილიზებულია, ყურადღება არაფერზე არ გადააქვს. ის ჯანსაღი ცხოვრების წესებით ცხოვრობს, არ სვამს, არ ეწევა, ადრე იძინებს. ეს მისთვის პრიორიტეტულია. ჩვენ, ოჯახი რატის თამაშის წინ ზედმეტ შეკითხვებს არასოდეს ვუსვამთ," - ამბობს რატის დედა.
რაც შეეხება მის სიყვარულთან დამოკიდებულებას, დედა ამ საკითხზეც საუბრობს:
"რატი პირად ცხოვრებასაც ზუსტად იგივე პასუხისმგებლობით უდგება, როგორც - კარიერას. ის საკმაოდ ფრთხილია და ადამიანებს ფრთხილად ირჩევს. ვიცი, რომ ამ მხრივ, სანერვიულო არ მაქვს. არც აქამდე მინერვიულია რატის პირადზე, რადგან დარწმუნებული ვარ, ის ნამდვილ გრძნობებზე დამყარებულ ურთიერთობაში იქნება.
არასოდეს გაუსვამს ხაზი, რომ გოგონებს მოსწონთ. მას ამისთვის არ სცალია, ამერიკაში ძალიან დაკავებულია. სპორტის გარდა, კომუნიკაციებს სწავლობს და ის ლექციებზე ისეთივე ჩართულია, როგორც ყველა ამერიკელი," - ამბობდა ანანო პრაიმტაიმთან საუბრისას.
ანდრონიკაშვილი საქართველოს სუპერლიგის გუნდ ენერჯი ინვესტს 2020 წელს შეუერთდა, სადაც საშუალოდ 7.0 ქულას, 1.0 მოხსნასა და 1.0 გადაცემას ასრულებდა.
2020 წლის მაისში ანდრონიკაშვილმა ხელშეკრულება გააფორმა ამერიკის შეერთებული შტატების კოლეჯთა ლიგის გუნდთან, კრეიტონ ბლუჯეისთან.
2020 წლის 6 ნოემბერს ანდრონიკაშვილმა წინა ჯვარედინი იოგის დაზიანება მიიღო, რის გამოც იძულებული გახდა მთელი სეზონი გამოეტოვებინა.
2022 წლის აგვისტოში ცნობილი გახდა, რომ სანაკრებო შეკრების შემდეგ ქართველი კალათბურთელი კრეიტონში, ამერიკის შეერთებულ შტატებში აღარ დაბრუნდებოდა და თამაშს ევროპის კლუბში გააგრძელებდა.
რატი ანდრონიკაშვილი 2019 წლიდან საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების წევრია. წარსულში ის ასევე წარმოადგენდა საქართველოს 19 წლამდე კალათბურთელთა ნაკრებსა და საქართველოს 17 წლამდე კალათბურთელთა ნაკრებებს.
რამდენიმე წლის წინ რატის შეყვარებული ფეხბურთელ მურთაზ შელიასა და მოდელ ლიკა კვარაცხელიას უმცროსი ქალიშვილი ელენე შელია გახლდათ. ისინი ხშირად აქვეყნებდნენ საერთო ფოტოებს და ელენე რატის მატჩებსაც ესწრებოდა. წყვილი დაშორდა, სოციალური ქსელის პირად გვერდებზე მათი საერთო ფოტოები აღარ იძებნება.
ამ რომანის შემდეგ იყო ნუცა უგულავა. ის ცნობილი ბიზნესმენის თემურ უგულავას ქალიშვილია. ნუცა ამერიკაში ცხოვრობს და ხშირად აქვეყნებდა რატისთან ერთად გადაღებულ ფოტოებს, თუმცა ამჟამად ნუცას გვერდზე ეს ფოტოები აღარ იძებნება და შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ წყვილი დაშორდა.