ცნობილი ოჯახი, ბედნიერი ქორწინება და გზა პოდიუმიდან ბიზნესამდე: როგორია ნანუკა გოგიჩაიშვილის ამერიკული თავგადასავალი - Marao

ცნობილი ოჯახი, ბედნიერი ქორწინება და გზა პოდიუმიდან ბიზნესამდე: როგორია ნანუკა გოგიჩაიშვილის ამერიკული თავგადასავალი

2025-10-09 20:36:47+04:00

მოდელი ნანუკა გოგიჩაიშვილი ბავშვობიდან პოპულარობით სარგებლობდა, რაც მისი ოჯახით იყო გამოწვეული. ბებია და ბაბუა მსახიობები, იოსებ გოგიჩაიშვილი და ნანა დათუნაშვილი არიან, დედა და მამა კი - გიორგი გოგიჩაიშვილი და ნათია ბანძელაძე. 

nanuka

  • "სილამაზე, საოცრება" - ნანუკა გოგიჩაიშვილი შეუდარებლად გამოიყურება 

ნანუკა გოგიჩაიშვილის ოჯახი

ნანუკა წარმატებულ კარიერასთან ერთად აქვს ოჯახი და თანაბრად უთმობს დროს ოჯახსა და კარიერას.

ნანუკა გოგიჩაიშვილის მეუღლე ბიზნესმენი ნიკოლოზ ნაყოფიაა. წყვილს ორი ქალიშვილი, აივი-ნიკოლი და ავა ჰყავთ. 

2019 წელს 30 წლის მოდელი ბიზნესმენ ნიკოლოზ ნაყოფიაზე დაინიშნა. „ცოლობაზე დავთანხმდი ჩემი ოცნების მამაკაცს“, - წერდა ნანუკა. ნიკა ნაყოფია ცნობილი ბიზნესმენის, კობა ნაყოფიას ვაჟია. ნიკასთვის ეს მეორე ქორწინებაა. მისი პირველი მეუღლე „მის საქართველო 2008“ ხათუნა სხირტლაძე იყო. 

ნანუკამ და ნიკოლოზმა 2020 წლის 19 სექტემბერს კახეთში, ალავერდის მონასტერში დაიწერეს ჯვარი, ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე  დაწესებული მკაცრი რეგულაციების გამო ჯვრისწერას სულ რამდენიმე ადამიანი ესწრებოდა. წყვილი ლოს-ანჯელესში ცხოვრობს. 

nanuka

nanuka

  • ამერიკული ცხოვრება, ბიზნესმენი ქმარი და ულამაზესი ოჯახი - ნანუკა გოგიჩაიშვილის პორტრეტი 

ნანუკა გოგიჩაიშვილის კარიერა

1989 წლის 22 ივლისს დაიბადა მოდელი ნანუკა გოგიჩაიშვილი. ნანუკა 2015 წელს "ვიცე-მის საქართველო" გახდა.

ნანუკა დაოჯახების შემდეგ სამოდელო კარიერას ჩამოშორდა და ბიზნესში გადაინაცვა. მან შექმნა სამკაულების ბრენდი "aquabynanuka".

ნანუკამ ეს ამბავი სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელა.

""aquabynanuka ყოველთვის იყო ჩემთვის ღრმად პირადი მოგზაურობა და ამ კოლექციის თქვენთვის გაზიარება ამაღელვებელია. თითოეული მათგანი ასახავს ჩემი სულის ნაწილს და ვიმედოვნებ, რომ ის სასიამოვნოა კარგია თქვენთან, როგორც ჩემთვის", - წერდა ნანუკა.

2018 წლიდან დღემდე, ნანუკას გამოფენებმა ჩიკაგოში, ვაშინგტონსა და ლოს ანჯელესში მოწონება დაიმსახურა, რაც ასახავს მის განვითარებად მხატვრულ მოგზაურობას. შეუერთდით ნანუკას მის მხატვრულ ოდისეას, სადაც ფუნჯისა და დიზაინის ყოველი შტრიხი მოგვითხრობს შთაგონების, გამძლეობისა და უსაზღვრო ფანტაზიის ისტორიას" - ვკითხულობთ Aqua by Nanuka-ს ოფიციალურ გვერდზე. 

nanuka

  • „ცაში კი არა, გულში ფრიალებ“ – გიორგი გოგიჩაიშვილის გარდაცვალებიდან 6 წელი გავიდა 

ნანუკა გოგიშაიშვილის მშობლები

ნანუკას მშობლები გიორგი გოგიჩაიშვილი და ნათია ბანძელაძეა.

გიორგი გოგიჩაიშვილი 1968 წლის 28 აპრილს თბილისში დაიბადა. მარჯანიშვილის თეატრის მსახიობის, იოსებ გოგიჩაიშვილის და რუსთაველის თეატრის მსახიობის, ნანა დათუნაშვილის ოჯახში. საყოველთაო პოპულარობა მოიპოვა სატელევიზიო სივრცეში, უმეტესწილად შემეცნებით-გასართობ პროექტებში მოღვაწეობით. სხვადასხვა დროს იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის, ტელეკომპანია "იმედის", "რუსთავი 2"-ის და სხვა ტელერადიოკომპანიების თანამშრომელი. სხვადასხვა შოუს პარალელურად, რეგულარულად იყო ჩართული საბავშვო-საყმაწვილო სტუდია "ბასტი-ბუბუს" პროექტებში, როგორც სატელევიზიო სახე, ასევე, როგორც ერთ-ერთი ორგანიზატორი.

გიორგის მეუღლე ნათია ბანძელაძეს 2010-2012 წლებში პრეზიდენტის პრესსამსახურის უფროსის თანამდებობა ეკავა. ნანუკას ერთი და ნინი ჰყავს, რომელიც 2018 წელს "მის საქართველოს" ტიტულის მფლობელი გახდა.

gogicha