ეს არის ბოლო ვიდეო ამ თემაზე, მეც დავიღალე და თქვენც დაგღალეთ. რადგან ამ ადამიანმა გადაწყვიტა, რომ ჩემ მიმართ ცილისწამება დაუსრულებელი უნდა იყოს, მინდა, წერტილი მე დავსვა.
წარმოიდგინეთ, მე რა მდგომარეობაში ვარ ორი თვის მანძილზე. გარდა იმისა, რომ ქალმა ოჯახი დამინგრია, არ ამთავრებს ტყუილს, შანტაჟს, ჩემზე წერას. ვის არ შევუთვალე, რომ გაჩერდეს, მომიხადო ბოდიში და ხმას აღარ ამოვიღებ-მეთქი, მაგრამ ეს ქალი არის შეუჩერებელი. თავისი ერთი უჯრედით აზროვნებს და ფიქრობს, რომ მე ეს ჩანაწერები არ მქონდა, რადგან თავად რომ ჰქონოდა ხომ მაშინვე გამოაქვეყნებდა. მე ეს აქამდე არ გავაკეთე, რადგან რაღაცებს ანგარიშს ვუწევდი. ახლა ვხვდები, რომ ჩემი ჯანმრთელობა უფრო მნიშვნელოვანია.
საჩივარი შევიტანე, მაგრამ რეაგირება ჯერ არ აქვთ. იმიტომ შევიტანე საჩივარი, რომ მისი პოსტები მოქმედებს ჩემი შვილების ფსიქიკაზე. საჩივრის შეტანის შემდეგ ისევ გააგრძელა ამ ქალმა ჩემ მიმართ პოსტების წერა. რადგან პოლიციას ჯერ არაფერი გაუკეთებია, ამიტომ მე თავად დავიცავ ჩემს თავსა და შვილებს.
ბოდიშს გიხდით, ძალიან სახლის თემები გამომაქვს, მაგრამ მინდა, რომ ჩემი გულისტკივილი გაიზიაროთ და გაიგოთ, რატომ ვდებ ამ ვიდეოს.
მოისმინეთ ეს ჩანაწერი, რომელიც სამსაათიანია, თუმცა სრულად არ დავდებ, რა თქმა უნდა. ესეც საკმარისი იქნება, რომ გაიგოთ, რას ვითმენ ორი თვეა.
არაერთ გოგოს მოუწერია შენი მსგავსი საქციელის შესახებ, უბრალოდ გვეშინოდა და ვერაფერი გავაკეთეთო, ამბობენ. არა მხოლოდ ამ გოგოების მაგივრად, მსოფლიოს ყველა გამწარებული ქალის მაგივრად გიხდი მე შენ სამაგიეროს. ჩემი ოთხი შვილის უკან კი, რომლებიც შენ უმამოდ დატოვე, დგას დედა, რომელსაც ხასიათი აქვს ომში შესვლისა და იქიდან მოგებული გამოსვლის.
ახლა, იმედია, შენს ამჟამინდელ თუ ყოფილ ქმარს (ვერ გავიგე, გყავს თუ არა ქმარი), რომელიც დადის და ყველას ეუბნება რომ შენ მართალი ხარ, აქვს საშუალება, რომ ბილეთი აგიღოს და ამ ქალაქიდან გაგიშვას, იმიტომ, რომ ამ ვიდეოს შემდეგ, დამიჯერე, ძალიან გაგიჭირდება აქ ცხოვრება", - ამბობს სალომე გოგიაშვილი ვიდეოში და მიმართავს ლიკა შენგელიას, რომელთანაც, უკვე ორი თვეა, ოჯახური კონფლიქტი აქვს.