"მეორე დღეს მნახა, არ არის საიდუმლო... ვის დაველაპარაკები ტელეფონზე, თქვენი საქმე არ არის" - რას წერს ლიკა შენგელია გავრცელებული ჩანაწერის შემდეგ - Marao

"მეორე დღეს მნახა, არ არის საიდუმლო... ვის დაველაპარაკები ტელეფონზე, თქვენი საქმე არ არის" - რას წერს ლიკა შენგელია გავრცელებული ჩანაწერის შემდეგ

2025-09-03 11:32:33+04:00

სულ ცოტა ხნის წინ ტელეწამყვანმა სალომე გოგიაშვილმა მისი მეუღლის, ვახო ნიკოლაიშვილისა და ყოფილი მოდელის, ლიკა შენგელიას საუბრის ფარული ჩანაწერი გამოაქვეყნა, სადაც ისმის, როგორ თანხმდებიან ისინი შეხვედრაზე და საუბრობენ სხვა ინტიმურ საკითხებზე. ჩანაწერის ნახვა შეგიძლიათ აქ.

ამის საპასუხოდ, ლიკა შენგელიამ დაწერა, რომ საუბარი დანაშაული არ არის, ჩანაწერების გამოქვეყნება - კი. 

SHENGELIA

SHENGELIA

SHENGELIA

SHENGELIA

"საუბარი დანაშაული არ არის, აი, ფარული ჩანაწერი და მისი გავრცელება სისხლის სამართლის 158-ე მუხლია. ფაქტია, რომ ადამიანთან, საუბრის გარდა, არაფერი მაკავშირებს. მეორე დღეს მნახა, არც ეგ არის საიდუმლო, ჩაიწერეს საუბარი და მოაწყვეს თავდასხმა, გადაიღეს სურათები. დანარჩენს სასამართლო გადაწყვეტს, ხომ მიჩივის, რომ არ შემხებია არაფრით. ჩემი საუბარი შენს საქციელს არ ცვლის და არც შენი ცირკის ეშინია ვინმეს. 

ძალიან მიხარია, რომ დამთავრდა ამ ვიდეოთი ჩემი შანტაჟი და ბოდიშის მოთხოვნა. შენ, რაც შეგეძლო, დამიშავე საუბრის გამო. მე არ დამირეკავს და არც თოკით მომითრევია სასაუბროდ. ახლა ჩემი პასუხის დროა. 

ყველას მადლობა და ნახვამდის. მაგ ქალის სიმართლის გაგიმარჯოთ, ვისაც მისი პატიოსანი ქალობისა და ამ ცირკის გჯერათ! რა რა და ცხოვრებაში არავისთვის მიღალატია. ჩემი პირადი ცხოვრება და ის, ვის დაველაპარაკები ტელეფონზე, თქვენი საქმე არ არის", - წერს ლიანა შენგელია საკუთარ გვერდზე. 

ვინ არის ლიკა შენგელია?  

ლიკა შენგელია ძველი თაობის მოდელებს მიეკუთვნება. მას წარსულში წარმატებული სამოდელო კარიერა ჰქონდა და მეგობრობდა ისეთ ცნობილ სახეებთან, როგორებიც არიან: თაკო ჩხეიძე, ლიკა კვარაცხელია, ლალი ტოტიკაშვილი, თიკა ფაცაცია, სალომე ღვინიაშვილი, რუსა ჩაჩუა და სხვ. აღსანიშნავია, რომ თაკო ჩხე­ი­ძე, ლიკა კვა­რა­ცხე­ლია და ნინო ცქი­ტიშ­ვი­ლის მე­უღ­ლე, ვატო ნაცვლიშვილი ქეთი ჟღენტის ნათლიები არიან. 

"დედა წარ­მა­ტე­ბუ­ლი მო­დე­ლი იყო, მაგ­რამ იმ დროს უცხო­ეთ­ში წას­ვლა არ გახ­ლდათ ად­ვი­ლი. "ფორ­დის" სა­ა­გენ­ტო­და­ნაც ჰქონ­და მოწ­ვე­ვა, მაგ­რამ ვი­ზე­ბის გამო ვერ წა­ვი­და. მერე გა­თხოვ­და, ჩვენ გავჩნდით და მო­დე­ლო­ბას თავი და­ა­ნე­ბა", - იხსენებდა ერთ-ერთ ინტერვიუში ლიკა შენგელიას ქალიშვილი, ქეთი ჟღენტი. 

ბევრისთვის დაუჯერებელია, თუმცა ლიკა შენგელიას ხუთი შვილი ჰყავს – ორი – ბიჭი და გოგონა, პირველი ქორწინებიდან, სამი ბიჭუნა – მეორე ქორწინებიდან.

ქეთი ასევე მრავალშვილიანი დედაა - ის მეუღლესთან, ბიზნესმენ თოშა ქებურიასთან ერთად სამ შვილს, ბუბას, კატერინასა და ლიანას ზრდის. დაოჯახებულია ლიკა შენგელიას უფროსი ვაჟი, ბუბუც. ბუბუმ რჩეულზე, თაკო აბრამიძეზე ცოტა ხნის წინ იქორწინა და მათ ერთი გოგონა, ლივია ჰყავთ. 

  • ვინ არის სალომე გოგიაშვილის მეუღლე და რას ამბობს მის შესახებ გავრცელებულ ვიდეოში

ლიკა შენგელიას უმცროსი შვილები არასრულწლოვანები არიან. 

ლიკა შენგელია გამოირჩევა სოციალურ ქსელში აქტიურობით - ხშირად აქვეყნებს ოჯახურ კადრებს, ასევე ბევრს მოგზაურობს და მეგობრებს ეგზოტიკურ ფოტოებსაც უზიარებს. 

ლიკა შენგელიას პირველი ქორწინება  

ლიანა შენგელიას პირველი მეუღლე, არჩილ ჟღენტი, კალათბურთელი იყო. ის 1975 წელს თბილისში დაიბადა. თამაშობდა საქართველოს თითქმის ყველა წამყვან გუნდში. 1996-97 წლებში რუსეთის ერთ-ერთ წამყვან გუნდ მოსკოვის “სპარტაკში” გამოდიოდა. რამდენიმე წელი თამაშობდა საქართველოს ეროვნულ ნაკრებშიც.

აქტიური სპორტიდან წასვლის შემდეგ მწვრთნელად დაიწყო მუშაობა. არის მწვრთნელთა 4 საერთაშორისო სემინარის მონაწილე. იყო “დინამოს” მთავარ მწვრთნელ ზაზა ცაგარეიშვილის თანაშემწე. “დინამოდან” წასვლის შემდეგ კარიერა “შსს აკადემიაში” გააგრძელა. იყო ამ გუნდის როგორც მთავარი მწვრთნელი, ასევე თანაშემწე.

წყვილს თანაცხოვრებაში ორი შვილი, ქეთი და ბუბუ ჟღენტები შეეძინა. 

ლიკა შენგელიას მეორე ქორწინება

 ლიკა შენ­გე­ლი­ას მე­ო­რე მე­უღ­ლე შპს კავ­კა­სუს კონ­სტრაქ­შენ გრუ­პის დი­რექ­ტო­რი ბი­ძი­ნა ჯიხ­ვა­ძე იყო. წყვილს ქორწინებაში სამი ვაჟი შეეძინა, თუმცა მათი თანაცხოვრება დიდხანს არ გაგრძელებულა. როგორც ლიკა შენგელია წერს, უკვე ოთხი წელია, რაც სამ მცირეწლოვან შვილს მარტო ზრდის. 

  • "5 შვილის დედა და არანაირი პლასტიკური ოპერაცია" - ლიკა შენგელია იდეალურ ფორმაშია

"თავს ვერავინ ვერასდროს დამახრევინებს და მუდამ ამაყი ვიქნები! მე, ლიკა შენგელიას, 5 არაჩვეულებრივი და სანიმუშო შვილის დედას! 4 ვაჟკაცის დედას! დედას, რომელიც, აგერ უკვე 4 წელია, მარტო ზრდის თავის პატარა სამ კაცუნას! ვერავინ იტყვის, რომ სადმე ვინმესთან, თუნდაც, გამივლია ! იმიტომ კი არა, რომ უფრთო ანგელოზი ვარ, სულაც არა, უბრალოდ მე მეტი მინდა! მე ჩემი ადამიანი მინდა  და ყველა ადამიანი ვინც კი ყოფილა ჩემს ცხოვრებაში, მიყვარდა მთელი გულით და დღესაც ყველს უხარია ჩემი დანახვა", - წერს ლიკა შენგელია ვრცელ წერილში.