ირაკლი ნოზაძეს საზოგადოება წლებია კარგად იცნობს. ის "ქუჩის ბიჭების" მომღერალია.
ირაკლის ოჯახი დიდ სიყვარულს იმსახურებს საზოგადოების მხრიდან. მისი მეუღლე ია დუდაშვილი, რომელიც ხშირად აქვეყნებს ოჯახურ კადრებს. წყვილის უფროსი ქალიშვილი, ნია სოციალურქსელებში დიდი პოპულარობით სარგებლობს.
ამჟამად იამ შვილების უსაყვარლესი ფოტოები გამოაქვეყნა. უმცროსი ქალიშვილი 10 თვის გახდა და საოცარი ფოტოსესია მოუწყვეს.
"არ უყვარს ეს ტორტები და ყვავილები, მაგრამ და-ძმის ხათრით აიტანს კაცი", - წერს ია და გულთბილ კადრებს აქვეყნებს.



ია დუდაშვილი და ირაკლი ნოზაძე
ირაკლი ნოზაძე იამდე რამდენჯერმე იყო დაოჯახებული, მაგრამ მისმა ურთიაერთობებემა დიდხანს არ გასტანა. ამჟამად იას და ირაკლი ბედიერი ოჯახი აქვთ და ამის დასსტური მათი შვილებია. ია ამბობს მართალია წყვილმა კრიზისულ სიტუაციაშიც იყო, მაგრამ ერთად ყველაფერს გაუმკლავდენენ
"ჩვენ გვქონდა პრობლემები ურთიერთობაში და ამ კრიზისულ სიტუაციაში ძალიან ბევრი რამ ვისწავლეთ. გადაფასება მოხდა... ყველაზე მთავარი, რაც იმ ორწლიანმა პერიოდმა მასწავლა, არის ის, რომ ჩვენი ეგოიზმი ორივეს ხელს გვიშლიდა ურთიერთობების დალაგებაში. როდესაც ეს გვერდზე გავწიეთ და ერთმანეთზე ზრუნვა დავიწყეთ, მაშინ დაიწყო ურთიერთობების დალაგება.ამავდროულად, მეგობრებთან ვსაუბრობდი ძალიან ბევრს. ვეძებდი მრჩეველს ან იმას, ვინც დამეხმარებოდა ამ ურთიერთობების მოგვარებაში. ამ დროს დავრწმუნდი, რომ ეს გზა ჩემი გასავლელია. ასევე დავრწმუნდი, რომ ჩემი მთავარი მეგობარი არის ჩემი მეუღლე", - ამბობს ია.

ია დუდაშვილსა და ირაკლი ნოზაძეს ბედნიერი ოჯახი აქვთ. ზრდიან სამ უსაყვარლეს შვილს, ნია, დანიელ და სიდონია ნოზაძეებს და მათი ოჯახური კადრები სოციალურ ქსელში ყოველთვის დიდ მოწონებას იმსახურებს. ხშირად აღნიშნავენ, რომ ია შესანიშნავი დედაა, აქტიურადაა ჩართული ბავშვების აღზრდაში და მისი მიდგომა შვილებისადმი ბევრი დედისთვის სამაგალითოა.