კირა, ელენე, მარიამი: თამრიკო ჭოხონელიძისა და გია როინიშვილის შვილიშვილები და დიდი ოჯახი - Marao

კირა, ელენე, მარიამი: თამრიკო ჭოხონელიძისა და გია როინიშვილის შვილიშვილები და დიდი ოჯახი

2025-09-04 11:18:44+04:00

თამრიკო ჭოხონელიძისა და გია როინიშვილის ოჯახს საზოგადოება კარგად იცნობს. ცნობილი სახეები არიან მათი შვილებიც, კოკო და მარიამი. მარიამი მომღერალია და ბოლო წლებში აქტიურად იღებს მონაწილეობას მიუზიკლებში. კოკო კი მსახიობი და რეჟისორია და ამ სფეროში არაერთი წარმატებაც აქვს. 

მარიამ როინიშვილს ორი შვილი, ელენე და კირა ჰყავს. ელენე მას მსახიობ გიორგი მახარაძესთან პირველ ქორწინებაში შეეძინა, კირა კი მისი და ვახო კანდელაკის პირველი საერთო შვილია. 

კოკო როინიშვილი უკვე არაერთი წელია, რაც დაოჯახებულია ანი იმნაძეზე. წყვილს ერთი შვილი, მარიამი ჰყავს. 

ამჯერად გია როინიშვილი სწორედ შვილიშვილების ფოტოებს გვიზიარებს. 

roinishvili

roinishvili

  • „შენ ხარ ცისარტყელა კიდევ უფრო მეტი ფერით, რომელსაც მარტო მე და შენ ვხედავთ“ - მარიამ როინიშვილი შვილს დაბადების დღეს ულოცავს 

თამრიკო ჭოხონელიძე

თამრიკო ჭოხონელიძე ქართველი მომღერალი, მუსიკათმცოდნე, ფოლკლორისტი, პიანისტია. დაიბადა მუსიკოსების — ეთნომუსიკოლოგის, პროფესორ ევსევი (კუკური) ჭოხონელიძისა და ელისაბედ (ლიზიკო) კალანდაძის ოჯახში.

1973–1978 წლებში იყო ანსამბლ „მზიურის“ ერთ-ერთი წევრი. 1981 წლიდან საქართველოს ფილარმონიის სოლისტია. განსაკუთრებით აღსანიშნავია ვოკალური ნამუშევარი კინოფილმში „იავნანა“. მიღებული აქვს სამი თაობის საუკეთესო შემსრულებლის (1996) და ფესტივალ „თბილისური გაზაფხულის“ წლის საუკეთესო შემსრულებლის წოდებები (1995). კონცერტებზე ასრულებს ხალხურ და საესტრადო სიმღერებს.

  • "კოკო და მარიამი" - მარიამ როინიშვილი ბავშვობის ვიდეოს აქვეყნებს 

 1998 წელს დაჯილდოებულია ღირსების ორდენით, აგრეთვე, იაკობ გოგებაშვილის სახელობის პრემიით და დები იშხნელების სახელობის პრემიით დებთან, სოფიკო და თინიკო ჭოხონელიძეებთან ერთად. 2016 წლის 15 დეკემბერს ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ გაიხსნა თამრიკო ჭოხონელიძის ვარსკვლავი. ჩატარებული აქვს სამი სოლო-კონცერტი - 1999, 2010 და 2016 წლებში. 

თამრიკო ჭოხონელიძისა და გია როინიშვილის ურთიერთობა განხილვის საგანი არაერთხელ გამხდარა. წყვილი გარკვეული პერიოდის განმავლობაში ერთმანეთს დაშორდა, თუმცა მოგვიანებით ურთიერთობების აღდგენა და თანაცხოვრება კვლავ შეძლეს. მათ ორი შვილი, კოკო და მარიამი ჰყავთ, რომლებიც ხელოვნების სფეროში საქმიანობენ და საზოგადოება, ცნობილი მშობლების მსგავსად, მათაც კარგად იცნობს.

 "მე და თამრიკოს ცხოვრებაში ბევრი კონფლიქტი გვქონია, მაგრამ ერთმანეთში ყოველთვის იმას ვეძებდით, რაც ან ვინც გვაერთიანებდა. ყოფილა წყენაც, მაგრამ მაინც ეს გაერთიანება გვშველოდა. თამრიკოს შემორიგება ადვილი არ არის, მაგრამ მას აქვს იმის ძალა, რომ იპოვოს მთავარი, სიმღერაშიც, ხელოვნებაშიც და გადაწყვეტილების მიღებაშიც. არც მე და არც ის არ ვართ მარტივი ადამიანები. ამიტომ ხშირად ყოფილა გაუგებრობა, მაგრამ დრო რომ გადის, ყველაფერი ლაგდება" - ამბობდა გია როინიშვილი.