დაშორდა თუ არა სალომე გოგიაშვილი ქმარს - რას წერს ტელეწამყვანი: "ხალხს უნდა მოსმენა, თუ როგორ ვლანძღავ ვახოს, მაგრამ... " - Marao

დაშორდა თუ არა სალომე გოგიაშვილი ქმარს - რას წერს ტელეწამყვანი: "ხალხს უნდა მოსმენა, თუ როგორ ვლანძღავ ვახოს, მაგრამ... "

2025-09-04 13:07:18+04:00

სულ ცოტა ხნის წინ საზოგადოებამ სალომე გოგიაშვილის მიერ გამოქვეყნებული ფარული ჩანაწერის მცირე მონაკვეთი იხილა. ტელეწამყვანმა მისი მეუღლის, ვახო ნიკოლაიშვილისა და ყოფილი მოდელის, ლიკა შენგელიას სატელეფონო საუბრის ფარული ჩანაწერი გაასაჯაროვა. მისი ეს გადაწყვეტილება კი, როგორც თავად განმარტა, ლიკა შენგელიას მხრიდან დაუსრულებელი ცილისწამებისა და შანტაჟის შესაჩერებლად გააკეთა. ასევე, როგორც სალომე გოგიაშვილი განმარტავს, ის ამ ჩანაწერით შენგელიას ამხელს ტყუილში და სურს, რომ ამ თემაზე საჯაროდ საუბარი აღარ გაგრძელდეს, რადგან მას საჩივარი პოლიციაში უკვე შეტანილი აქვს და ელოდება რეაგირებას. 

სალომე გოგიაშვილის მიერ გამოქვეყნებულ ჩანაწერს ნახავთ აქ

ამჯერად სალომე გოგიაშვილი სოციალური ქსელის მეშვეობით ამ თემასთან დაკავშირებით დასმულ კითხვებს პასუხობს. 

salome_gogiashvili_kmari

სალომე წერს, რომ ვახო ნიკოლაიშვილთან ერთად 15 წლის მანძილზე ცხოვრობდა. კითხვაზე, როგორ გაიგო ქმრის ღალატის შესახებ, პასუხს ხუმრობით წერს: "მაგას ჯერ თვითონ არ არის მიხვედრილი, დაბნეულია კაცი". 

salome_gogiashvili_kmari

კითხვაზე, როგორ უმკლავდება ამ პრობლემას, სალომე წერს, რომ მისი მოტივაცია შვილები არიან: "4 შვილი მყავს, რომლებსაც არაფერი დაუშავებიათ იმისთვის, რომ დეპრესიულს მიყურონ. მაგრამ გულში სხვა რამეა. 

მე უკვე ბედნიერი ვარ, იმდენი ხართ. ჩემს შვილებს რაც შეეხება, თუ ჩემი ამდენი სირთულის გადალახვით ღმერთი მათ აარიდებს ცხოვრებისეულ პრობლემებს, მზად ვარ, ყველაფერი კიდევ მილიონჯერ გავიარო, ოღონდ ესენი იყვნენ ბედნიერები".

salome_gogiashvili_kmari

"ალბათ, მამა რომ მყოლოდა, ასეთი არ ვიქნებოდი. ყველა ქალი ღირსია, ჰყავდეს კაცი, რომელსაც თვალდახუჭული დაადებს თავს და მიხვდება, რომ არ არსებობს პრობლემა, რომელსაც ის ვერ მოაგვარებს. მაგრამ, ეტყობა, ზემოდან მაძლევს მამა ძალას. 

  • "ვასაჯაროებ იმ ჩანაწერებს, რომლებიც ყოველ მოსმენაზე გულს მიხეთქავს" - ცნობილი სკანდალის ახალი გაგრძელება 

ხალხს უნდა მოსმენა, თუ როგორ ვლანძღავ ვახოს, მაგრამ... სწორად გამიგეთ, მე ბიჭები მყავს, რომლებსაც ის ძალიან უყვართ და ვახოსაც - ასევე. ისიც საკმარისია, რომ ჩვენ დავიშალეთ". 

ლიკა შენგელიას პასუხი სალომე გოგიაშვილ

სალომე გოგიაშვილის მიერ ფარული ჩანაწერის გამოქვეყნებას ლიკა შენგელიას პასუხიც მოჰყვა. შენგელიამ დაწერა, რომ საუბარი დანაშაული არ არის, ჩანაწერების გამოქვეყნება - კი. 

  • ვინ არის სალომე გოგიაშვილის მეუღლე და რას ამბობს მის შესახებ გავრცელებულ ვიდეოში 

"საუბარი დანაშაული არ არის, აი, ფარული ჩანაწერი და მისი გავრცელება სისხლის სამართლის 158-ე მუხლია. ფაქტია, რომ ადამიანთან, საუბრის გარდა, არაფერი მაკავშირებს. მეორე დღეს მნახა, არც ეგ არის საიდუმლო, ჩაიწერეს საუბარი და მოაწყვეს თავდასხმა, გადაიღეს სურათები. დანარჩენს სასამართლო გადაწყვეტს, ხომ მიჩივის, რომ არ შემხებია არაფრით. ჩემი საუბარი შენს საქციელს არ ცვლის და არც შენი ცირკის ეშინია ვინმეს. 

ძალიან მიხარია, რომ დამთავრდა ამ ვიდეოთი ჩემი შანტაჟი და ბოდიშის მოთხოვნა. შენ, რაც შეგეძლო, დამიშავე საუბრის გამო. მე არ დამირეკავს და არც თოკით მომითრევია სასაუბროდ. ახლა ჩემი პასუხის დროა. 

ყველას მადლობა და ნახვამდის. მაგ ქალის სიმართლის გაგიმარჯოთ, ვისაც მისი პატიოსანი ქალობისა და ამ ცირკის გჯერათ! რა რა და ცხოვრებაში არავისთვის მიღალატია. ჩემი პირადი ცხოვრება და ის, ვის დაველაპარაკები ტელეფონზე, თქვენი საქმე არ არის", - წერს ლიანა შენგელია საკუთარ გვერდზე.