ქეით მიდლტონი თამამ ცვლილებებს არ ერიდება: "41 კილოგრამს იწონის, მას პარიკის მორგება დასჭირდა..." - Marao

ქეით მიდლტონი თამამ ცვლილებებს არ ერიდება: "41 კილოგრამს იწონის, მას პარიკის მორგება დასჭირდა..."

2025-09-04 16:31:38+04:00

გასულ თვეს გავრცელდა უელსის პრინცესას ფოტოები, რომლებშიც მისი თმა აშკარად უფრო ღიად ჩანდა. თუმცა, რადგან სურათები მანქანის ფანჯრიდან იყო გადაღებული, დანამდვილებით იმის თქმა, რამდენად იყო თმის ფერი შეცვლილი, რთული იყო. და დღეს დადასტურდა: ის ოფიციალურად ქერაა. 

წყაროები აღნიშნავენ, რომ მძიმე სენთან ბრძოლის გამო ქეით მიდლტონი 41 კილოგრამს იწონის. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო კი მას პარიკის მორგება დასჭირდა. 

midlton

პრინცი უილიამის გვერდით, ეროვნული ისტორიის მუზეუმში ვიზიტის დროს, მიდლტონის კარგად ცნობილი შოკოლადისფერი თმა დღეს უკვე ქერა გახდა. . მისი ძველი, მუქი ტალღოვანი სტილისა და გვერდზე გადანაწილებული ვარცხნილობისგან განსხვავებით, ახალი იმიჯი სრულიად სხვაა: უფრო ღია ფერი, ოდნავ ცენტრისკენ გადანაწილებული და ბოლოებში მკვეთრი დახვევით.

midlton

midlton

  • პრინცესა ქეითის გაუსაძლისი ბრძოლა – რა ხდება სინამდვილეში? 

მას შემდეგ, რაც მიდლტონი წარმატებული ქიმიოთერაპიის შემდეგ ოფიციალურად დაუბრუნდა სამეფო მოვალეობებს, სამ შვილზე ზრუნვასთან ერთად, ნელ-ნელა ანათებდა თმას — ღრმა შოკოლადისფერიდან გადავიდა უფრო ღია, ფერფლისებრ ქერა ტონალობაში. ეს შეიძლება ჩაითვალოს როგორც „სკოლაში დაბრუნების განახლება“ ან ტენდენციის საპირისპირო ნაბიჯი, რადგან შემოდგომაზე ჩვეულებრივ მუქ ფერებს ირჩევენ. ქეითმა კი გადაწყვიტა ახალი სეზონი ახალი სტილით შეეგებოს.

kate

  • "ბიჭი, რომელიც მეფე გახდება" - როგორ ეხმიანება ბრიტანული მედია პრინც ჯორჯის გამოჩენას 

პრინცი უილიამი და ქეით მიდლტონი

ყველაფერი 2001 წელს, სენტ ჯეიმსის უნივერსიტეტში დაიწყო, სადაც ქეითი და უილიამი ერთად სწავლობდნენ. შეყვარებულები ცდილობდნენ ზედმეტად არ გაეხმაურებინათ თავიანთი რომანი. 2003 წელს, პაპარაცებმა ისინი ალპებში, სათხილამურო შვებულების დროს გადაიღეს და ფოტო მედიაში გავრცელდა. 

2007 წელს, მედიაში გავრცელდა ჭორები მომავალი ნიშნობის შესახებ. მაგრამ თავად უილიამი არ ჩქარობდა. უფრო მეტიც, პრინცი რამდენჯერმე გამოიჭირეს ღამის კლუბებში წვეულებებზე, სხვა გოგოების გარემოცვაში.

  • მეგან მარკლი და პრინცი ჰარი სამეფო ოჯახის ტრადიციების წინააღმდეგ - როგორ ცხოვრობს წყვილი დღეს 

2010 წლის შემოდგომაზე, კენიაში მოგზაურობისას უილიამმა ქეითს ცოლობა სთხოვა და დედის, პრინცესა დიანას ბეჭედი აჩუქა. ხოლო, 16 ნოემბერს, ბუკინგემის სასახლემ ნიშნობა ოფიციალურად გამოაცხადა.

უილიამსა და კეთრინს სამი შვილი ჰყავთ: პრინცი ჯორჯ, პრინცესა შარლოტი და პრინცი ლუი.