ლეგენდარული დიზინერი და მოდის სამყაროს ლეგენდა ჯორჯო არმანი გარდაიცვალა. მას უმარავ მოდელთან და ვარსკვლავთან უმუშავია და მათ შორი იყო თაკო ნაცვლიშვილიც. თაკო მოდის ლეგენდას ემოციური პოსტით ემშვიდობება.
"გულდასაწყვეტია გამოვეთხოვო ლეგენდარულ ჯორჯო არმანის. პატივი მქონდა მემუშავა მასთან, და ყოველი შეხვედრა შთამაგონებელი იყო მისი ელეგანტურობით, ხედვითა და კეთილშობილებით. მადლიერებით და სიამაყით ვიხსენებ იმ ეპოქის ნაწილად ყოფნას - ეპოქისა, რომელმაც არამხოლოდ ჩემი კარიერა, არამედ მთელი მოდის სამყარო შეცვალა. მისი მემკვიდრეობა გაგრძელდება თითოეულ ქმნილებაში და მათ გულებში, ვისაც ბედნიერება ჰქონდა ემუშავა მასთან. მშვიდობით, მაესტრო," - წერს თაკო ნაცვლიშვილი.
ჯორჯო არმანი 1934 წლის 11 ივლისს დაიბადა იტალიის ქალაქ პიაჩენცაში. თავდაპირველად ექიმობაზე ოცნებობდა და მილანის უნივერსიტეტში მედიცინასაც სწავლობდა, თუმცა მალევე მიხვდა, რომ მისი ნამდვილი ვნება ხელოვნებაში და სილამაზეში იყო. სამხედრო სამსახურის შემდეგ, კარიერა მოდის სამყაროში დაიწყო მილანის უნივერსალურ მაღაზიაში La Rinascente, სადაც ფანჯრის დეკორატორად მუშაობდა. სწორედ აქედან დაიწყო მისი გზა მსოფლიო მოდისკენ.
1975 წელს არმანიმ საკუთარი მოდის სახლი Armani დააარსა, პარტნიორთან სერჯიო გალეოტთან ერთად. სულ რაღაც რამდენიმე წელში მან რევოლუცია მოახდინა მოდის სამყაროში: მისი „რბილი სამოსი“ (soft tailoring) კლასიკური, მკაცრი კოსტუმების ნაცვლად უფრო თავისუფალი, მაგრამ დახვეწილი სტილით გამოირჩეოდა.
ნაცვლიშვილი ერთ-ერთი პირველი ქართველი მოდელია, რომელმაც მსოფლიოს წამყვან ბრენდებთან ითანამშრომლა. მოდელობა 14 წლის ასაკში დაიწყო ქართულ სამოდელო სააგენტო „ლუქმოდელს მენეჯმენტში“. მისი ბრწყინვალე სამოდელო კარიერა ბევრი გოგონასთვის საოცნებო და იმედისმომცემია. როგორც თავად ამბობს, არასდროს არავის აზრს ყურადღება არ უნდა მიაქციო, რადგან თუ რამე გულით გინდა, აუცილებლად გამოგივა. თაკო პირველი ქართველი მოდელია, რომელმაც მაღალი მოდის პოდიუმზე გზა გაიკვალა და ითანამშრომლა ყველა იმ პრემიუმ ბრენდთან, რომლებიც მსოფლიო მოდის ინდუსტრიაში ერთგვარ „ამინდს ქმნიან“.
კარიერის დასაწყისში მისით ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საერთაშორისო სამოდელო სააგენტო Next Models-ი დაინტერესდა, რომელთანაც მალევე გააფორმა კონტრაქტი. სწორედ ამ კონტრაქტის გაფორმებას მოჰყვა მისი თანამშრომლობა ისეთ დიდ ბრენდებთან, როგორებიცაა: "ვერსაჩე", "არმანი", "ელი სააბი", "რალფ & რუსო", "ზუჰაირ მურადი", "დიორი", "ჩალაიანი", "იამამოტო" და სხვ.მიუხედავად მსოფლიო ბრენდებთან თანამშრომლობისა და არაერთი წარმატებისა, სირთულეებიც მისი პროფესიის ნაწილია. „მოდა რთული სფეროა, წინააღმდეგობებით სავსე. თუ ყველგან ჩანხარ, აქტუალურობას არ კარგავ, ყველას ახსოვხარ. საკმარისია, წარმატებამ მოგადუნოს, რომ მეორე დღეს აღარავის ემახსოვრები. პოდიუმზე ტრიუმფი და ფიასკო ერთნაირი დოზითაა მოსალოდნელი. ამიტომ მოდა დაუნდობელი ინდუსტრიაა. ბევრი მოდელი ვიცი, ვინც "ჩაქრა". საკმაოდ დიდი სტრესია მოდელისთვის, რომელიც მაღალი მოდის კვირეულებზე გამოდიოდა, მასზე მოთხოვნა იყო და უცებ მისით არავინ ინტერესდება. ამ ფაქტორს ყოველთვის ვითვალისწინებ“ - ამბობს მოდელი ერთ-ერთ ინტერვიუში.
თაკოს წარმატების საიდუმლო მისი აღნაგობა, გარეგნობა და, რა თქმა უნდა, ბუნებრივი სილამაზეა, რომლითაც ყველაზე გულგრილ ადამიანსაც კი მოხიბლავს. იტალიაში, საფრანგეთსა და საქართველოში პოპულარულ დიზაინერებთან თანამშრომლობს. მისი წარმატების ფორმულა მიზანდასახულობაა. როგორც თავად ჰყვება, ვარჯიშს დროს კვირაში რამდენჯერმე უთმობს და