"ჩემი ბედნიერება იწყება აქ, ჩემს შვილებთან, ჩემს ოჯახთან..." - მოდელი თამთა შედანია, როგორც სამი შვილის დედა და წარმატებული ქალი - Marao

"ჩემი ბედნიერება იწყება აქ, ჩემს შვილებთან, ჩემს ოჯახთან..." - მოდელი თამთა შედანია, როგორც სამი შვილის დედა და წარმატებული ქალი

2025-10-09 21:09:07+04:00

მოდელი თამთა შედანია ცოტახნის წინ მესამე შვილის დედა გახდა. მას ვაჟი, სახელად მიხეილი შეეძინა. 

თამთა სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს ოჯახურ კადრებს, ამასთან ზრუნავს ქალები მოტივაციის ამაღლებაზე. 

თამთამ ამჯერად პატარა მიხეილის ვიდეოს ემოციური პოსტით აქვეყნებს.

"ჩემთვის ბედნიერება არის სუფთა გრძნობა, რომელიც მოდის შინაგანად, მაშინ, როცა გული მშვიდია, სული ნათელია და ცხოვრებას მადლიერებით უყურებ. ბედნიერება არ ნიშნავს მხოლოდ ერთ მიმართულებაში წარმატებას.

ჩემი ბედნიერება იწყება აქ, ჩემს შვილებთან, ჩემს ოჯახთან, მეგობრებთან და იმ საქმესთან ერთად, რომელიც გულით მიყვარს. როცა ყველაფრის შეთავსებას ახერხებ და ყოველდღიურად გასცემ ენერგიას, სიყვარულს, ყურადღებას და ზრუნვას, სწორედ მაშინ ხარ სავსე ნამდვილი ბედნიერების ენერგიებით," - წერს თამთა.

  • "დაიბადა მიხეილ რატიანი" - მოდელი თამთა შედანია მესამე შვილის დედა გახდა 

თამთა შედანია

უმშვენიერესი თამთა პირველად ბიზნესმენ ერეკლე მანგოშვილზე იყო დაქორწინებული და მისგან ერთი გოგონა, მია ჰყავს. მია ძალიან ჰგავს დედას და თამთა ხშირად აღნიშნავს, რომ სწორედ ასეთ შვილზე ოცნებობდა.

tamta

თამთამ მეორედ  ინტერიერის დიზაინერ რატი რატიანზე იქორწინა: "ცხოვრებაში ძალიან ბევრ სხვადასხვა სტილის ადამიანს შევხვედრივარ, მათ შორის, უცხოელსაც და ამიტომ ადამიანების ამოცნობა მშვენივრად მეხერხება. ადამიანების, განსაკუთრებით, მამაკაცების უმრავლესობა, გაფასებს მხოლოდ სილამაზით, მაგრამ ბევრი იმას ვერ ხვდება, რომ ადამიანში მთავარი სულია და არა გარეგნობა. ადამიანში პიროვნება უნდა დაინახო და არა მისი ლამაზი ნატურა, რაც, ხშირ შემთხვევაში, საპირისპირო სქესის ადამიანებს ემართებათ. ის პიროვნება, რომელთანაც ახლა მაქვს ურთიერთობა, არის გაწონასწორებული, განათლებული, დაღვინებული და იცის, როგორ უნდა აგრძნობინოს მანდილოსანს თავი ქალად" - ამბობდა მოდელი. 

თამთასა და რატის სიყვარული უკვე რამდენიმე წელს ითვლის, მათ ორი საერთო შვილი, კირა და მიხეილი ჰყავთ. წყვილმა ჯვარი 2022 წელს დაიწერა.