"ძალიან მჯერა ავი თვალის, ბოლო პერიოდში – განსაკუთრებით და ვუფრთხილდები ყველაფერს" - მარიამ შენგელიას ახალი ამპლუა და ახდენილი ოცნება - Marao

"ძალიან მჯერა ავი თვალის, ბოლო პერიოდში – განსაკუთრებით და ვუფრთხილდები ყველაფერს" - მარიამ შენგელიას ახალი ამპლუა და ახდენილი ოცნება

2025-09-05 12:13:32+04:00

მარიამ შენგელიამ სულ ცოტა ხნის წინ საქართველო ევროვიზიის სიმღერის კონცერტზე წარადგინა, მას შემდეგ კი საზოგადოებისთვის კიდევ უფრო ნაცნობი და საინტერესო ფიგურა გახდა. 

მარიამი აქტიურია სოციალურ ქსელში და კადრებს საკუთარი ყოველდღიურობიდან ხშირად აქვეყნებს. გამომწერებსა და გულშემატკივრებს შეუძლიათ, მის კარიერულ და ცხოვრებისეულ სიახლეებს ინსტაგრამსა და ფეისბუკზე ადევნონ თვალი. ახალი სატელევიზიო სეზონიდან კი ის მაყურებელს ეკრანიდანაც მიესალმა - ახლახან მას „რუსთავი 2“-ზე პირველი ეთერი ჰქონდა „შუადღის“ წამყვანის ამპლუაში.

  • „ძალიან ახალგაზრდა დედ-მამა მყავს... დედად ბებოს უფრო აღვიქვამდი“ - მარიამ შენგელია ეკრანს მიღმა: ოჯახი, განვლილი გზა და კრიტიკა

როგორია მისი ახალი როლი და რა გამოცდილებაა ეს მისთვის, ამის შესახებ მარიამ შენგელიამ "რადიო ფორტუნასთან" ისაუბრა: 

shengelia

მარიამ შენგელია ტელეწამყვანის ამპლუაში 

"გარკვეული სატელევიზიო გამოცდილება კი მაქვს, მაგრამ როცა პირდაპირ ეთერში მუშაობ, ხუთმაგად საპასუხისმგებლოა. პირდაპირ ეთერში მცირე შეცდომის გამოსწორების შანსი ფიზიკურად არ გაქვს. მართლა ძალიან ვღელავდი, თუმცა პირველმა ეთერმა კარგად ჩაიარა. მეორე დღეს უფრო ნაკლებად ვღელავდი, თუმცა დღეს ორნი ვიყავით ეთერში, საკმაოდ დიდი ქრონომეტრაჟია, მაგრამ თავი გავართვით.

  • "მეგობრების დაბრუნება" - ნუცა თოფურია და მარიამ შენგელიას საზაფხულო ვოიაჟი თურქეთში

ჩემი ოცნება ყოველთვის იყო ტელეწამყვანობა. მარტივად მოვერგე ამ ამპლუას, ყველაფერი წინ არის და მგონია, რომ არ გამჭირდება. პასუხისმგებლობიანი და მაქსიმალისტი ვარ, ჩემთან ყველაფერი შრომით მოდის. რამდენსაც ვშრომობ, იმ წარმატებას ვიღებ საბოლოო ჯამში. ჩემი ოცნებები რომ რეალობად იქცა, თან, ასეთ პატარა ასაკში, ძალიან მიხარია.

ჯერ ვარ 23 წლის. მთელი ცხოვრება წინ მაქვს. ბევრი ოცნებაა, კარიერული წინსვლა. ყველაზე დიდი მიზანი ჩემს ცხოვრებაში იყო „ევროვიზია“, რაც ავიხდინე. წინასწარი საუბრები არ არის კარგი. ძალიან მჯერა ავი თვალის, ბოლო პერიოდში – განსაკუთრებით და ვუფრთხილდები ყველაფერს. მჯერა, რომ თუკი ჩემს გეგმებს წინასწარ გავამხელ, გავითვალები", - ამბობს მარიამ შენგელია "რადიო ფორტუნასთან" საუბრისას. 

shengelia

ვინ არის მარიამ შენგელია

მარიამ შენგელია 2002 წლის 14 მაისს დაიბადა. ბავშვობაში მსახიობობა უნდოდა, მაგრამ როდესაც პროფესიული არჩევანის წინაშე დადგა, მიხვდა, რომ ცხოვრება სიმღერის გარეშე არ შეეძლო და ამ მიმართულებით სწავლაზე უნდა ეფიქრა. 

"ევროვიზიის” კონკურსი ყველაზე ბანძ, უსარგებლო, უსამართლო კონკურსად იქცა" - ზაზა შენგელია მარიამ შენგელიას შესახებ

14 წლის იყო, როდესაც ფილარმონიის დიდ სცენაზე (კონკურსზე "X ფაქტორი") გავიდა. როგორც თავად იხსენებდა, ეს სასწაული წუთები იყო, ძალიან ინერვიულა, ლამის გადაიფიქრა კიდეც, მაგრამ როგორც კი სცენაზე გავიდა, მიხვდა, ის ადგილი იყო, სადაც უნდა ყოფილიყო და ნერვიულობაც მომენტალურად მოეხსნა.

მარიამ შენგელია ჯგუფი “მიქსტურის” სოლისტია. აღნიშნული ჯგუფი ხშირად იღებს მონაწილეობას სამთავრობო ღონისძიებებში.