ესპანეთში მცხოვრები ქართველი პრინცის შესახებ შეიძლება ბევრმა არ იცოდეთ, მაგრამ ფაქტია, რომ საქართველოში ის პოპულარული და აქტუალური ფიგურაა.

ქართველი პრინცი, რომელიც დავით ბაგრატიონ-მუხრანელისა და ანა ბაგრატიონ გრუზინსკის ქორწინების დროს გაიცნო საზოგადოებამ, მალევე გახდა პოპულარული პერსონა.

უგო ესპანეთში ცხოვრობს, მუშაობს უძრავი ქონების სააგენტოში და მისი საქმიანობა, ძირითადად, რამდენიმე ათეულ მილიონად შეფასებული ვილების გაყიდვასთან არის დაკავშირებული. ამასთან, ის sothebysrealty აღმოსავლეთ ანდალუზიის რეგიონული დირექტორია. მის შესახებ ხშირად წერს ესპანური მედია.
"წარმომავლობით ქართველი, გამოცდილი პროფესიონალი, რომელსაც ათწლეულებია გამოცდილება აქვს გლობალური ბიზნესის განვითარების სფეროში, გაყიდვებისა და ურთიერთობების მენეჯმენტში“, - ვკითხულობთ უგოს შესახებ კომპანიის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
როგორც ცნობილია, უყვარს გართობა, მოგზაურობა, გატაცებულია ტექნო მუსიკით.

უგო ბაგრატიონს განათლება მიღებული აქვს მადრიდის, პარიზისა და ლონდონის ბიზნეს სკოლებში, სადაც ეუფლებოდა საერთაშორისო ბიზნეს მენეჯმენტს.
ხშირად სტუმრობს საქართველოს და ბევრი ქართველი მეგობარიც ყავს. მას განსაკუთრებული ურთიერთობა აქვს უფროს ძმა დავითთან. ძმები ხშირად ჩნდებიან ერთად სხვადასხვა მნიშვნელოვან შეხვედრებზე. მათ შორის დავითი და უგო სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციაზეც იმყოფებოდნენ.

უგოს ოჯახი
უგოს პირადი ცხოვრება გასაიდუმლოებულია, ის არ კონტაქტობს ქართულ მედიასთან, თუმცა კი საყვარელ ქალთან ერთად გადაღებული ფოტოები სოციალური ქსელიდან წაშალა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა რომ მასზე იქორწინა. 2022 წელს წყვილის ქორწილი შედგა. მათ ქორწილი ესპანეთში, მარბიელაზე გადაიხადეს. გოგონაზე ვიცით ის, რომ უყვარს ჩოგბურთის თამაში და მუშაობს ბაჰრეინში. ფლობს ინგლისურ, იტალიურ და ესპანურ ენებს. ქალი უგოზე 5 წლით უმცროსია.


უგო ბაგრატიონ-მუხრანელთა საგვარეულოს უფროსის, უფლისწულ ხორხე ბაგრატიონისა და მისი მეორე მეუღლის, ნურია ლოპესის ვაჟია. ქართველი პრინცი დედის მხრიდან ნათესაურ კავშირშია ესპანელ დიდგვაროვნებთან.