ადგილი, სადაც დიდი ხნის უნახავი მეგობრების შეკრება უნდა დაგეგმოთ - Marao

ადგილი, სადაც დიდი ხნის უნახავი მეგობრების შეკრება უნდა დაგეგმოთ

2025-09-05 15:45:51+04:00

თუ ზაფხულის დასრულება თქვენთვისაც გართობის დასრულებასთან ასოცირდება, მაშინ იცოდეთ, რომ ცდებით. დიახ, მართალია, ზაფხულს მეტი თავისუფლება მოაქვს. ის დასვენებისა და გართობის პერიოდია, როდესაც ყველა გასულია ქალაქიდან და ახალ თავგადასავლებს ეძებს, მაგრამ, სამაგიეროდ,  შემოდგომა უფრო დიდი შეკრებების დროა. სამეგობროს ყველა წევრი საცხოვრებელ ადგილს და ყოველდღიურ რუტინას უბრუნდება და დიდი ხნის უნახავი მეგობრების შეკრებისთვის იდეალური დრო დგება. 

მეგობრული შეკრება მხოლოდ გართობა არ არის. მეგობრებთან ერთად გატარებული დრო ამყარებს ურთიერთობებს, აღადგენს დაკარგულ ენერგიას და ადამიანს სტრესისა და რუტინისგან გათავისუფლებაში ეხმარება. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია სწორად შეარჩიოთ ის სივრცეც, სადაც დიდი ხნის უნახავი მეგობრების შეკრებას დაგეგმავთ. 

ამისთვის იდეალური ადგილი „ჯინოა“, რომელიც აკვაპარკსა და ველნესს, გართობასა და დასვენებას, ექსტრემსა და კომფორტს აერთიანებს. ეს არის სივრცე, რომელიც დროებით დაგავიწყებთ, რომ თბილისში ხართ. „ჯინოში“ მისულმა მეგობრებმა ერთ დღეში შეიძლება მოასწროთ: სპა პროცედურების ჩატარება, ცურვა და მზეზე გარუჯვა, ქაფი ფართიზე გართობა, ექსტრემალურ ტობოგანზე სრიალი, ექსკლუზიური ლუდისა და კერძების დაგემოვნება და რაც მთავარია, ბევრი მხიარულება. 

„ჯინოს“ სპა და ველნესი მოიცავს: 6 ტიპის საუნას, 24 კარატიანი ოქროთი მოპირკეთებულ, გამთბარ სავარძელს, ⁠ცივ აუზს, ცხელ ვირპულს, ტეპიდარიუმს, ყინულის ბორცვსა და ფეხის აბაზანებს, ⁠საშხაპეები სხვადასხვა ატრაქციით, ⁠აკვაპარკის ღია და დახურულ სივრცეებს. მას ამშვენებს ბაღი და გარე სივრცეში განთავსებულია მტკნარი და მარილიანი წყლის ვირპულები, ჰაერისა და წყლის ჭავლის მასაჟორებით.

jino

ასევე სპა სივრცეშია: სენსორული ვირპული ჟანგბადით გამდიდრებული ჰაერისა და წყლის ჭავლის მასაჟორებით, ტეპიდარიუმი ანუ სარელაქსაციო ოთახი გამთბარი ქვის სავარძლებით, კონტრასული ფეხის აბაზანები ოკეანის ქვებით, თბილი ოქროს თერაპია და სხვადასხვა საუნაში არომა და ფიტო თერაპიის შესაძლებლობა. ყველა საუნას აერთიანებს დეტოქსის ფუნქცია. თითოეულ საუნაში პროცედურა ხელს უწყობს ორგანიზმიდან შლაკებისა და ტოქსინების გამოყოფას. თითოეული მათგანი საკუთარი უნიკალური შესაძლებლობებით გამოირჩევა.

აკვაპარკის ტერიტორიაზე დაგხვდებათ: ტალღოვანი აუზი, აუზი - ველური მდინარე, გარე საბავშვო სივრცე საბავშვო ტობოგანითა და სასრიალოებით, პანორამა აუზი- ბარით, ბავშვთა წყლის პარკი სხვადასხვა სახის გასართობი ატრაქციით, სარელაქსაციო აუზი სხვადასხვა ჰიდრომასაჟორით აღჭურვილი, აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე მაღალი 31 მეტრიანი ტობოგანი, 6 სლაიდითა და 5 სხვადასხვა სიჩქარით. ყოველ ხუთშაბათსა და კვირას კი 16:00 საათიდან შეგიძლიათ მონაწილეობა მიიღოთ ქაფის შოუში, რომლის მსგავსიც, ალბათ, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროებსა და კრუიზის გემებზე გაქვთ ნანახი. ქაფი, რომელიც არასდროს თავდება, ფონად კი DJ-ის რიტმული მუსიკა, ეს მართლაც დიდი მხიარულებაა, რომელიც რამდენიმე საათით თბილისური რეალობის მიღმა აღმოგაჩენთ.

jino

აკვაპარკში ბარი აუზიც გელოდებათ, სადაც  წყალში განთავსებული ბარის ფანჯარაში ადგილზე მოხარშული ლუდი შეგიძლიათ შეუკვეთოთ. აღნიშნული ლუდი მასობრივად არ იწარმოება და მაღაზიებში არ იყიდება, რაც სტუმრებს ექსკლუზიურობის კიდევ უფრო მეტ განცდას ანიჭებს. თუმცა ეს ყველაფერი არ არის. „ჯინოში“ რამდენიმე კვების სივრცე დაგხვდებათ განსხვავებული მენიუთი და შეთავაზებით. 

არ დაგავიწყდეთ, რომ „ჯინო“ ოთხივე სეზონზე მუშაობს და  დახრულული სივრცეები, როგორც აუზები, ისე სპა და 31 მეტრიანი ტობოგანი მთელი წლის განმავლობაში ხელმისაწვდომია. თან, „ჯინო აკვაპარკს“ ვიზიტორებისთვის ახალი შეთავაზება Gino’s Friends აქვს. ეს არის თბილისის ერთადერთი აკვაპარკის არსებობის ისტორიაში პირველი ექსკლუზიური შანსი, 6 თვის განმავლობაში ისარგებლოთ ულიმიტო წვდომით თითქმის ყველა სივრცესა და მომსახურებაზე, მათ შორის რეგიონის ყველაზე მაღალ ტობოგანზე. შეთავაზება მოქმედებს შემოდგომა-ზამთრის სეზონზე და მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, სულ რაღაც 6 ვიზიტის ფასად 6 თვის განმავლობაში ყოველდღიურად ეწვიონ აკვაპარკს, მონაწილეობა მიიღონ აქტივობებში და ისარგებლონ ყველა ატრაქციონით, აუზითა თუ შოუთი, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე.

აღარ გადადოთ, დაგეგმეთ დიდი ხნის უნახავი მეგობრების შეკრება „ჯინოში“, რომ პოზიტივითა და დადებით ენერგიით აივსოთ.

 

(R)