"ამის შემდეგ როგორ შეიძლება, რამეზე ვინერვიულო? 8 ცალია - 4 ცალი მე, 4 - დუდამ გიყიდაო", - წერს სალომე გოგიაშვილი სოციალურ ქსელში და ვიდეოს აქვეყნებს. ის შვილებთან ერთად დასასვენებლად დუბაიში იმყოფება. სწორედ შვილებისგან მიღებული თაიგულის კადრები გააზიარა მან სოციალურ ქსელში.
სალომე გოგიაშვილის ოჯახი
სულ ცოტა ხნის წინ საზოგადოებამ სალომე გოგიაშვილის მიერ გამოქვეყნებული ფარული ჩანაწერის მცირე მონაკვეთი იხილა. ტელეწამყვანმა მისი მეუღლის, ვახო ნიკოლაიშვილისა და ყოფილი მოდელის, ლიკა შენგელიას სატელეფონო საუბრის ფარული ჩანაწერი გაასაჯაროვა. მისი ეს გადაწყვეტილება კი, როგორც თავად განმარტა, ლიკა შენგელიას მხრიდან დაუსრულებელი ცილისწამებისა და შანტაჟის შესაჩერებლად გააკეთა. ასევე, როგორც სალომე გოგიაშვილი განმარტავს, ის ამ ჩანაწერით შენგელიას ამხელს ტყუილში და სურს, რომ ამ თემაზე საჯაროდ საუბარი აღარ გაგრძელდეს, რადგან მას საჩივარი პოლიციაში უკვე შეტანილი აქვს და ელოდება რეაგირებას.
სალომე გოგიაშვილის მიერ გამოქვეყნებულ ჩანაწერს ნახავთ აქ

"4 შვილი მყავს, რომლებსაც არაფერი დაუშავებიათ იმისთვის, რომ დეპრესიულს მიყურონ. მაგრამ გულში სხვა რამეა.
მე უკვე ბედნიერი ვარ, იმდენი ხართ. ჩემს შვილებს რაც შეეხება, თუ ჩემი ამდენი სირთულის გადალახვით ღმერთი მათ აარიდებს ცხოვრებისეულ პრობლემებს, მზად ვარ, ყველაფერი კიდევ მილიონჯერ გავიარო, ოღონდ ესენი იყვნენ ბედნიერები.
ალბათ, მამა რომ მყოლოდა, ასეთი არ ვიქნებოდი. ყველა ქალი ღირსია, ჰყავდეს კაცი, რომელსაც თვალდახუჭული დაადებს თავს და მიხვდება, რომ არ არსებობს პრობლემა, რომელსაც ის ვერ მოაგვარებს. მაგრამ, ეტყობა, ზემოდან მაძლევს მამა ძალას.
ხალხს უნდა მოსმენა, თუ როგორ ვლანძღავ ვახოს, მაგრამ... სწორად გამიგეთ, მე ბიჭები მყავს, რომლებსაც ის ძალიან უყვართ და ვახოსაც - ასევე. ისიც საკმარისია, რომ ჩვენ დავიშალეთ", - წერდა სალომე გოგიაშვილი ცოტა ხნის წინ.
სალომე გოგიაშვილის მეუღლე ბიზნესმენი ვახო ნიკოლაიშვილი იყო.
ლიკა შენგელიას პასუხი სალომე გოგიაშვილს
სალომე გოგიაშვილის მიერ ფარული ჩანაწერის გამოქვეყნებას ლიკა შენგელიას პასუხიც მოჰყვა. შენგელიამ დაწერა, რომ საუბარი დანაშაული არ არის, ჩანაწერების გამოქვეყნება - კი.
"საუბარი დანაშაული არ არის, აი, ფარული ჩანაწერი და მისი გავრცელება სისხლის სამართლის 158-ე მუხლია. ფაქტია, რომ ადამიანთან, საუბრის გარდა, არაფერი მაკავშირებს. მეორე დღეს მნახა, არც ეგ არის საიდუმლო, ჩაიწერეს საუბარი და მოაწყვეს თავდასხმა, გადაიღეს სურათები. დანარჩენს სასამართლო გადაწყვეტს, ხომ მიჩივის, რომ არ შემხებია არაფრით. ჩემი საუბარი შენს საქციელს არ ცვლის და არც შენი ცირკის ეშინია ვინმეს.
ნახეთ სრულად