ქართული ანბანი, ქართველი საქმრო და ფოტოები ამერიკის ღია პირველობიდან: ნიკოლოზ ბასილაშვილისა და კარლოტა ელენას ფოტოები - Marao

ქართული ანბანი, ქართველი საქმრო და ფოტოები ამერიკის ღია პირველობიდან: ნიკოლოზ ბასილაშვილისა და კარლოტა ელენას ფოტოები

2025-09-07 16:05:26+04:00

ქართველი ჩოგბურთელის ნიკოლოზ ბასილაშვილის გერმანელი შეყვარებული, კარლოტა ელენა ფოტოებს US Open (ამერიკის ღია პირველობა)-დან აქვეყნებს. 

basilashvili

helena_basilashvili

helena_basilashvili

ნიკოლოზ ბასილაშვილი და კარლოტა ელენა

ნიკოლოზ ბასილაშვილს საქართველოში არამხოლოდ მისი სპორტული კარიერის, არამედ ხმაურიანი პირადი ცხოვრების გამოც იცნობენ, რამდენიმე წლის წინ მისმა ყოფილმა მეუღლემ, მოდელმა ნეკა დოროყაშვილმა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ბრალდებით სარჩელი სასამართლოში შეიტანა. ხანგრძლივი და დაძაბული განხილვების შემდეგ, რომლებსაც მედიაც აქტიურად აშუქებდა, ნიკოლოზ ბასილაშვილი გამართლდა. 

  • განუმეორებელი სილამაზე: ულამაზესი წყვილის ზაფხულის არდადეგები და ახალი კადრები

მოწმის სახის დასაკითხად საქართველოში იმყოფებოდა ნიკოლოზ ბასილაშვილის შეყვარებული, წარმოშობით გერმანელი სპორტსმენი კარლოტა ელენაც. მას შემდეგ მის მიმართ ინტერესი კიდევ უფრო გაიზარდა. 

ნიკოლოზ ბასილაშვილის შეყვარებული კარლოტა ელენაა. ის გერმანელი სპორტსმენია. გერმანელმა გოგონამ ნიკოლოზის თაყვანისმცემლების ყურადღებაც მიიქცია. კარლოტა საქართველოს ხშირად სტუმრობს, იცნობს ნიკოლოზის ოჯახსაც და მეგობრობს ჩოგბურთელის ძმის ცოლთან, მაცო ჩოფიკაშვილთან.

  • ნიკოლოზ ბასილაშვილი და კარლოტა ელენა მსოფლიო ვარსკვლავებთან ერთად: რა ფოტოებს აქვეყნებს ჩოგბურთელი

გერმანული გამოცემები წერენ, რომ ჩოგბურთელობა კარლოტას ბავშვობის ოცნება იყო და ამ ოცნების ასახდენად ყველაფერს აკეთებდა. მიუხედავად ამისა, რამდენიმე ტრავმის გამო ის აქტიური სპორტსმენი ვერ გახდა, თუმცა დარჩა ამ სპორტში და წარმატებით ითავსებს ნიკოლოზ ბასილაშვილის ასისტენტობას. 

კარლოტა ელენა გერმანიაში ცნობილი მოდელია. მას ბოლო წლების მანძილზე არაერთ ცნობილ ბრენდთან უთანამშრომლია და ხშირად იღებს მონაწილეობას რეკლამებშიც. მისი ქონება დაახლოებით 1 მილიონ დოლარად არის შეფასებული.

  • "მისი მთავარი გულშემატკივარია..." - ნიკოლოზ ბასილაშვილის შეყვარებული ახალ ფოტოებს აქვეყნებს

კარლოტა ელენა მოგზაურობის მოყვარულია, რაც მისი სოციალური ქსელებიდან აშკარაა. გოგონა მეგობრებსა და მეგობარ მამაკაცთან ერთად ხშირად მოგზაურობს ტროპიკულ ქვეყნებში, აქვეყნებს ფოტოებს მზიანი სანაპიროებიდან და გატაცებულია სერფინგითაც.