რუსა ჩაჩუა ბედნიერი ოჯახის 12 წელს აღნიშნავს: "მის გვერდით აღარ ვმალავ ასაკს - პირიქით, მშვიდად ველოდები სიბერეს..." - Marao

რუსა ჩაჩუა ბედნიერი ოჯახის 12 წელს აღნიშნავს: "მის გვერდით აღარ ვმალავ ასაკს - პირიქით, მშვიდად ველოდები სიბერეს..."

2025-09-07 16:29:51+04:00

"ერთხელ მითხრა: 40 წელი შენს ლოდინში მოსესავით დავიარებოდიო.

მის გვერდით აღარ ვმალავ ასაკს (ჩემი მეგობრები გაიგებენ) - პირიქით, მშვიდად ველოდები სიბერეს, რადგან ვიცი, ეს იქნება ყველაზე საინტერესო მოგზაურობა მომავალში, სადაც ყოველი წელი მხოლოდ უფრო ღრმად აძლიერებს ჩემს სიყვარულს. 7 სექტემბერი და ეს საყვარელი 12 წელი..." - წერს სოციალურ ქსელში უმშვენიერესი მოდელი, რუსა ჩაჩუა და მეუღლესთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს.

chachua_rusa

rusa_chachua

რუსა ჩაჩუას ბედნიერი ოჯახი და შვილები 

რუსა ჩაჩუამ პირველი ოჯახი 17 წლის ასაკში შექმნა.  3 წელი კომპანია "მაგთიში" მუშაობდა, ნასტიას დაბადებიდან მალევე კი მოდელი არჩილს გაშორდა. რამდენიმე წლის წინ ულამაზეს რუსა ჩაჩუას ვანიკო თარხნიშვილთან ერთად პროექტი „ბრავო“ მიჰყავდა. მას შემდეგ რუსა ეკრანზე აღარ გამოჩენილა და მხოლოდ რეკლამებში მონაწილეობს. მის პირად ცხოვრებაზე კი პრესაში ხშირად წერენ.

  • ორი ქორწინება, 4 შვილი და ულამაზესი გარეგნობა - გამორჩეული ქართველი ქალის, რუსა ჩაჩუას ცხოვრების საინტერესო ამბები 

როგორც ამბობენ, რუსა მკაცრი და"გიჟი" დედაა, შვილებისგან მაქსიმუმს მოითხოვს და არც თვითონ იშურებს ენერგიასა და დროს. მოდელის პირველი შვილი, თაზო სახვაძე, თინეიჯერებსა და დედის გამომწერებში დიდი პოპულარობით სარგებლობს.

  • 90-იანების გამორჩეული სახეები: ქართული სილამაზის მაგალითი - თეონა თავართქილაძე, ნინა ცქიტიშვილი და რუსა ჩაჩუა 

რუსა ჩაჩუას თანამედროვე კონკიას უწოდებენ. „შემიძლია ვთქვა, რომ მის გვერდით პრინცესა ვარ“, – თქვა რუსამ დიმა ნაფეტვარიძესთან ქორწინების შემდეგ ერთ-ერთ ინტერვიუში. მიუხედავად იმისა, რომ რუსა პროფესიით მოდელი არ არის და პოდიუმზე არც ისე ხშირად ჩნდება, მას ფოტოსესიებში ხშირად იწვევენ, ვინაიდან მისი სილამაზე ეკრანსა და ჟურნალების გარეკანებს ძალიან უხდება.