"დათი მამიკოს საგულშემატკივროდ" - რა ფოტოებს აქვეყნებს ზურიკო დავითაშვილის მეუღლე - Marao

"დათი მამიკოს საგულშემატკივროდ" - რა ფოტოებს აქვეყნებს ზურიკო დავითაშვილის მეუღლე

2025-09-08 10:16:10+04:00

7 სექტემბერს, დინამო არენაზე, საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ბულგარეთი 3-0 დაამარცხა. მატჩს პირველად ხვიჩა კვარაცხელიამ უკაპიტნა.

თამაშს ფეხბურთელების ოჯახის წევრები ესწრებოდნენ. ზურიკო დავითაშვილს პატარა დათი ამხნევებდა. ამის ამსახველი კადრები, ზურიკოს მეუღლემ, მია გზირიშვილმა გამოაქვეყნა და გულშემატკივრების მხრიდან უამრავითბილი კომენტარი დაიმსახურა.

davitashvili

davitashvili

  • უსაყვარლესი დათი დავითაშვილი - რა ფოტოებს აქვეყნებს მია გზირიშვილი 

მია გზირიშვილი და ზურიკო დავითაშვილი

კითხვაზე, როგორ გაიცნო მომავალი მეუღლე, ზურიკო იხსენებდა: „რუბინში“ დავბრუნდი, ვიცოდი, რომ ერთი თვე ვრჩებოდი იქ და მერე სხვა გუნდში უნდა წავსულიყავი. მე და კვარა ერთ ოთახში ვიყავით. იმ პერიოდში მას უკვე ჰყავდა შეყვარებული. სულ ვუყურებდი, რომ ლაპარაკობდა და ჩვენ ისე აღარ ვკონტაქტობდით, როგორც ადრე, შეიძლება ითქვას, რომ ნიცამ „წამართვა“ კვარა. ნიცას ჰყავდა დაქალი მია. ფოტოები ვნახე და მომეწონა, მოვილაპარაკეთ, რომ უნდა გამეცნო. მაგრამ დაგეგმილად ხომ ვერაფერი მოხდებოდა. კვარას და ნიცას დახმარებით გავიცანი მია და პირველივე დღიდან ისე წავიდა ყველაფერი, რომ უკვე ეტყობოდა, როგორ განვითარდებოდა სიტუაცია. მია ბევრ რამეში დამეხმარა. ეგ პერიოდი მქონდა რთული“, – ამბობდა ზურიკო დავითაშვილი.

  • ზურიკო დავითაშვილი და ხვიჩა კვარაცხელია მეუღლეებთან ერთად მოგზაურობენ 

ზურიკოს და მიას პატარა დათი 2023 წლის ნოემბერში შეეძინათ. მამობა კი ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის ბევრი ცვლილების მომტანო აღმოჩნდა: 

"იმ დრო­ის­თვის, რო­დე­საც ბავ­შვი ჩნდე­ბო­და, არ ვი­ყა­ვი ოჯახ­თან ერ­თად. ვი­ყა­ვი შეკ­რე­ბა­ზე, ბი­ჭებ­თან ერ­თად. მე­უღ­ლე­მაც მი­თხრა, წა­დიო... მა­მო­ბა სა­ოც­რე­ბაა, ეს ყვე­ლამ იცის, მაგ­რამ ჩვე­ნი სპორ­ტი ასე­თია, პა­ტა­რა მსხვერ­პლის გა­ღე­ბაც გი­წევს. შე­მეძ­ლო, რომ დავ­რჩე­ნი­ლი­ყა­ვი კი­დეც, მაგ­რამ ზუს­ტა­დაც არ ვი­ცო­დით, რო­დის და­ი­ბა­დე­ბო­და. არა­ნა­ი­რი რთუ­ლი მო­მენ­ტი არ გვქო­ნია, რო­გორც გი­თხა­რით, მე­უღ­ლემ მირ­ჩია, რომ წა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი. მად­ლო­ბა მას, თო­რემ მე შე­იძ­ლე­ბა დავ­რჩე­ნი­ლი­ყა­ვი..."

  • ბავშვობის მეგობრები - ნიცა თავაძე და მია გზირიშვილი დუბაიში მოგზაურობენ