დუტა სხირტლაძის ქალიშვილი, ნინი სხირტლაძე დაქორწინდა. ქორწილი მცხეთასთან ახლოს, სხირტლაძეების აგარაკზე გაიმართა. ქორწილი მოკრძალებული იყო - მას წყვილის მეგობრები და ახლობლები ესწრებოდნენ. ნინიმ სადა, თუმცა გამორჩეული საქორწინო კაბა მოირგო, რომელსაც ფერადი აქსესუარები შეუხამა. ასევე ფერადი იყო წვეულების დეკორაციაც - სხვადასხვა ფერის, ფორმისა და ზომის რამდენიმე ტორტი, ყვავილები და სანთლები საღამოს კიდევ უფრო ლამაზს ხდიდა.
მშობლებთან და სტუმრებთან ერთად გადაღებული კადრები სოციალურ ქსელში ნინი სხირტლაძემ გაგვიზიარა.





დუტა სხირტლაძისა და მარინა ნაცვლიშვილის ოჯახი
დემეტრე ვალიცკი, რომელსაც საზოგადოება დუტა სხირტლაძის სახელით იცნობს, უკვე არაერთი წელია, ყველასთვის საყვარელი მსახიობი და ტელესახეა. მან შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი დაამთავრა და მას შემდეგ აქტიურად იღებს მონაწილეობს თეატრალურ დადგმებში, ფილმებსა თუ სერიალებში. ფართო საზოგადოებამ ის ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გადაცემიდან „ვის უნდა 20 000“ გაიცნო. წლების განმავლობაში იყო სხვადასხვა შოუს წამყვანი.
დუტა სხირტლაძის მეუღლე, ხელოვანი, დიზაინერ-იუველირი მარინა ნაცვლიშვილია. ის ვერცხლის, ოქროს და ფერადი ქვების მრავალფეროვან სამყაროს ქმნის. მისთვის ეს საქმე თავდაპირველად ჰობი იყო, თუმცა პირველი გამოფენის შემდეგ მიხვდა, რომ მისი ცხოვრების მთავარ საქმედ უნდა ექცია.
მარინასა და დუტას ორი შვილი, ლუკა და ნინი სხირტლაძეები ჰყავთ, რომლებიც მშობლების მსგავსად, ხელოვნების სფეროთი არიან დაინტერესებულები. დუტას პირველი ქორწინებიდან უფროსი ქალიშვილი, მარიამი ჰყავს, რომელიც გერმანიაში ცხოვრობს და მამის გზას აგრძელებს - მსახიობია.