ერთი კვირაა, მედია აქტიურად წერს ქართველი წყვილის ქორწილზე, რომელიც საბერძნეთში, ტბა ვულიაგმენიზე გაიმართა. დახვეწილი დეკორაციებითა და განსაკუთრებული ესთეტიკით გამორჩეულ ქორწილს არაერთი ცნობილი სახე დაესწრო, მათ შორის იყვნენ მოდელი თაკო ნაცვლიშვილი მეუღლესთან, ოთო ხუროძესთან ერთად და ბიზნესმენი თოშა ქებურია ასევე მეუღლესთან, ქეთი ჟღენტთან ერთად.
ულამაზესი ქორწილის მთავარი გმირები ბიზნესმენი გივიკო ჩხარტიშვილი და მისი მშვენიერი მეუღლე, მარიამი იყვნენ. პატარძალმა განსხვავებული სტილის საქორწინო კაბა მოირგო, რომელიც იტალიურ ბრენდს, Elisabetta Franchi -ს ეკუთვნის და რომლის ღირებულება, დაახლოებით 5 000 ევროა.
განსაკუთრებულ გარემოში გამართულ ამ წვეულებას ცოცხალი მუსიკა კიდევ უფრო დაუვიწყარს ხდიდა. სტუმრებმა სოციალურ ქსელში არაერთი ლამაზი კარდი გააზიარეს:




\
ვინ არის გივიკო ჩხარტიშვილი?
გივიკო ჩხარტიშვილი გახლავთ ტექნოლოგიური კომპანია Noxtton-ის თანადამფუძნებელი. ეს ამბავი 2016 წელს დიდ ბრიტანეთში დაიწყო, როდესაც მან და მისმა პარტნიორმა, გიორგი ჯავახიძემ, გადაწყვიტეს დაეარსებინათ პირველი ქართული ტექნოლოგიური და საკონსულტაციო კომპანია, რომელიც ევროპულ ბაზარზე იქნებოდა ორიენტირებული. დღეს Noxtton სამ ქვეყანაშია წარმოდგენილი და 10-ზე მეტი ქვეყნის ბაზარს ემსახურება.
წაიკითხეთ სრულად