"სუხიშვილების" მოცეკვავეების სიყვარულის ლამაზი ამბავი და ხელის თხოვნა: ვინ არის დავით ჭანიშვილის რჩეული - Marao

"სუხიშვილების" მოცეკვავეების სიყვარულის ლამაზი ამბავი და ხელის თხოვნა: ვინ არის დავით ჭანიშვილის რჩეული

2025-09-08 14:37:55+04:00

"სუხიშვილების" ახალი თაობის გამორჩეული სახე, დავით ჭანიშვილი "ჭანოს" სახელით მაყურებელმა რამდენიმე წლის წინ გაიცნო. გამორჩეული სტილისა და უზადო ნიჭის ახალგაზრდა მოცეკვავე თანამედროვე სცენის ერთ-ერთი გამორჩეული სახეა. მისი შესრულება ყოველთვის დიდ აღფრთოვანებას იწვევს, მისი ვიდეოები კი ვირუსულად ვრცელდება სოციალურ ქსელებში. 

  • "მაშინ ყველა გვაკრიტიკებდა - რატომ გამოუჩნდა ქალს კოჭი?" - „სუხიშვილების" გამორჩეული სოლისტის, ნინუკა შარაშიძის ამბავი სცენის მიღმა

სულ ცოტა ხნის წინ დავით ჭანიშვილმა რჩეულს, მაკო დვალიშვილს ხელი სთხოვა. მშვენიერი მაკო ასევე "სუხიშვილების" მოცეკვავეა. მაკო ყველასთვის საყვარელი მსახიობის, დავით დვალიშვილის შვილიშვილია.

davit_chanishvili

davit_chanishvili

დავით ჭანიშვილის ოჯახი და კარიერა

"წელიწადში დაახლოებით 130 კონცერტს ვცეკვავთ მსოფლიოს 30 ქვეყანაში. ჩემს ხასიათს განაპირობებს დარბაზის ენერგია ჩემი დისციპლინა და საქმისადმი დიდი სიყვარული.

  • "იმ დღიდან "სუხიშვილები“ ჩემი ოცნება გახდა, უფრო სწორედ, ოცნება არა, მიზანი" - გაიცანით"სუხიშვილების" ახალი თაობის გამორჩეული სახე, თამარ ხურცილავა

„შთაგონებას ვიღებ თანამედროვე ხელოვნებიდან, პერფორმანსებიდან, ვიდეო ინსტალაციებიდან... ვცდილობ, შემდეგ ეს გადმოვიტანო სცენაზე. ამავდროულად, ბავშვებსაც ვასწავლი ქართულ ცეკვას. მჯერა, რომ სუხიშვილები არის ჩვენი ქვეყნის საუკეთესო დასი“, - ამბობდა დავით ჭანიშვილი.

  • 24-წლიანი ამბის დასასრული და ლეგენდარული "სუხიშვილების" გამორჩეული სახე: ნინო ჯოხაძის პორტრეტი

დავით ჭანიშვილი პირველად დაქორწინებული იყო თამუნა თანდაშვილზე. თამუნა „ავიაკომუნიკატორის“ დამფუძნებელია და ტურიზმის სფეროში საქმიანობს. რამდენიმე წლის წინ, როცა თამუნამ პანდემიის დროს კორონავირუსი ორჯერ გადაიტანა, მათ შორის ერთხელ მძიმე ფორმით, ის განსაკუთრებულ მადლობას სწორედ დავით ჭანიშვილს უხდიდა. მოგვიანებით კი ცნობილი გახდა, რომ წყვილი ერთმანეთს დაშორდა.