თეონა და სოფია: თეონა თავართქილაძე ბებიის ამპლუაში და ზაფხულის არდადეგები შვილიშვილთან ერთად - Marao

თეონა და სოფია: თეონა თავართქილაძე ბებიის ამპლუაში და ზაფხულის არდადეგები შვილიშვილთან ერთად

2025-09-09 10:37:33+04:00

ყველასთვის საყვარელი დიზაინერი, თეონა თავართქილაძე სოციალურ ქსელში პირველ შვილიშვილთან, უსაყვარლეს სოფიასთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს. თეონამ ზაფხულის არდადეგები ოჯახთან ერთად საკუთარ აგარაკზე, ქობულეთში გაატარა. როგორც თავად წერს, დასვენება დასრულდა: "ჩემი სულის ნაწილი ამ მზის ჩასვლასთან დავტოვე". 

teona_tavartkiladze

teona_tavartkiladze

teona_tavartkiladze

თეონა თავართქილაძისა და რეზი არველაძის ოჯახი

 რეზი არველაძის მეუღლე წარმატებული დიზაინერი თეონა თავართქილაძეა, წყვილი უკვე 30 წელია, რაც ერთადაა.

„ჯერ კიდევ ერთი სასწავლო წელი მქონდა დარჩენილი, როცა გავთხოვდი. მე და რეზი ძალიან დიდი ხანი ვიცნობდით ერთმანეთს, ვმეგობრობდით და როგორ გადაიზარდა ურთიერთობა სიყვარულში, ვერ მივხვდით. როცა აღმოვაჩინეთ, რომ გვიყვარდა ერთმანეთი, დავქორწინდით. რეზი მაშინ გერმანიაში თამაშობდა, მე საფრანგეთში ბოლო კურსზე ვსწავლობდი. თქვენ წარმოიდგინეთ, ის ერთი წელი ახალდაქორწინებულებმა ცალ-ცალკე გავატარეთ. გვენატრებოდა ერთმანეთი, მაგრამ ხშირად ვერ ვნახულობდით. მაშინ უვიზო მიმოსვლა არ არსებობდა და ერთმანეთის ქალაქებში წასასვლელად ვიზებს ველოდებოდით. მე ბევრი სამეცადინო მქონდა, რეზის უამრავი მატჩი, ვარჯიში“, - ამბობდა თეონა ერთ-ერთ ინტერვიუში.

  • "ულამაზესი ბებია და შვილიშვილი" - რეზი არველაძისა და თეონა თავართქილაძის რძალი უსაყვარლეს ოჯახურ ფოტოს აქვეყნებს

კრიზისული პერიოდი თითქმის ყველა წყვილის ცხოვრებაშია, თუმცა რეზისა და თეონას მსგავსი დაბრკოლებები ნაკლებად ჰქონდათ, რაც, დიდწილად, რეზის იუმორის დამსახურებაცაა: 

"მე მგონი, ჩვენ მშვიდად გადავიარეთ ყველა კრიზისული პერიოდი. ჩვენი მეგობრები იხდიან ქორწინების 25 წლისთავს, შეკრებილები ვიყავით და ამაზე ვსაუბრობდით, კრიზისებზე, შერიგებებზე, გაშორებებზე. ჩუმად ვიჯექი და მომერიდა ხმის ამოღება, რადგან მართლა არასდროს გვიჩხუბია. არ მქონდა არაფერი მოსაყოლი და ვიჯექი ჩუმად. ეს უფრო რეზიკოს ხასიათის დამსახურებაა, მისი იუმორის გრძნობის. ყოფილა შემთხვევა გავბრაზებულვარ რაღაცაზე, მაგრამ ისეთ რამეს გეტყვის; რომ გაბრაზება არ გამოდის, უცებ გადაგივლის", - იხსენებდა თეონა.

  • თეონა თავართქილაძე შვილიშვილის უსაყვარლეს კადრებს გვიზიარებს

„სიყვარული სიტყვებით არ იხსნება, ხომ ვერ მოჰყვები, როგორ და რანაირად არის. ვცდილობთ, მაგრამ ამაოდ. ზოგჯერ გამოხედვაში ჩანს, ზოგჯერ – შეხვედრაში, ზოგჯერ – კამათში, მონატრებაში, ყველაფერში. ერთად ვერ მომიყრია თავი და რა ჰქვია, არ ვიცი, მჭადივით არ ცხვება. მნიშვნელოვანია ოჯახში კომფორტის შექმნა და დისკომფორტის თავიდან აცილება. რაღაცები ხომ უნდა დათმო ადამიანმა. იმას არავინ გთხოვს, დათმო ის, რისი დათმობაც შეუძლებელია. ვერავისთან ვერ ვყოფ თეონას სიყვარულს…“ - ამბობდა რეზი არველაძე.

  • სამი ქართველი ქალი და ამბავი ერთი ფოტოს მიღმა: მაკა ასათიანი, ლელა წურწუმია და თეონა თავართქილაძე

ვატო არველაძე და მაკუნა ზედაშიძე  

ვატო არველაძე რეზი არველაძისა და თეონა თავართქილაძის შვილია, რომელიც წყვილს 1998 წელს გერმანიაში, ჰამბურგში შეეძინა. ვატომ მამის გზა გააგრძელა და თავადაც ფეხბურთელია. ვატომ სულ ცოტა ხნის წინ, ხანგრძლივი რომანის შემდეგ, უმშვენიერეს  მა­კუ­ნა ზე­და­ში­ძეზე იქორწინა. წყვილს ერთი შვილი, სოფია ჰყავთ.