ქართველი სილამაზის დედოფალი საბერძნეთში: ნინი გოგიჩაიშვილის საოცარი კადრები - Marao

ქართველი სილამაზის დედოფალი საბერძნეთში: ნინი გოგიჩაიშვილის საოცარი კადრები

2025-09-09 13:16:00+04:00

მის საქართველო ნინი გოგიჩაიშვილი სოციალურ ქსელებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ის გამომწერებს ხშირად უზიარებს ელეგანტურ კადრებს.

ამჟამად ნინიმ საბერძნეთის ქალაქ მიკონოსიდან ულამაზესი ფოტოები გამოაქვეყნა. მას ულამაზესი ვარდისფერი ორეული აცვია, რომელმაც უამრავი კომპლიმენტი დაიმსახურა.

nini

nini

nini

nini

  • ტიტული, რომელიც დროს უძლებს: TOP 7 ყველაზე ლამაზი ქალი „მის საქართველოს“ ისტორიაში 

ნინი გოგიჩაიშვილის ოჯახი და კარიერა 

ნინი გოგიჩაიშვილი1993 წლის 23 ნოემბერს დაიბადა. მან სამოდელო სფეროში პირველი ნაბიჯები ადრეულ ასაკშივე გადადგა, მოგვიანებით კი, 2018 წელს, გახდა "მის საქართველო". წარადგინა საქართველო კონკურსზე "მის მსოფლიო 2019".

"ძალიან ბედნიერი ბავშვობა მქონდა. ჩემმა მშობლებმა, მიუხედავად იმისა, რომ ორივე დაკავებული იყო და სახლში თითქმის არასდროს იყვნენ, საამისოდ ყველაფერი გააკეთეს. მე და ჩემი და, ნანუკა ვამბობთ ხოლმე, რომ ჩვენ ბებოების და ბაბუების გაზრდილები ვართ. მოგეხსენებათ 90-იანი წლები რთული პერიოდი იყო, დალხენილი სიტუაცია არ გვქონდა და მშობლები თავდაუზოგავად შრომობდნენ იმისთვის, რომ ყველაფერი მქონოდა. თუმცა მათ ისიც ჩაგვინერგეს, რომ ნივთებზე მეტად მნიშვნელოვანი ოჯახური სითბო და სხვა ფასეულობებია...

  • „ცაში კი არა, გულში ფრიალებ“ – გიორგი გოგიჩაიშვილის გარდაცვალებიდან 6 წელი გავიდა 

nini

  • "მთელი სამყაროს სიყვარულს რომ იტევს ის სიკეთის მზეა" - ნანუკა გოგიჩაიშვილის შვილი ორი წლის გახდა 

არასდროს მომიტყუებია მშობლები, ყველაზე მეტად მათში ის მომწონდა, რომ ყოველთვის მიტოვებდნენ არჩევანის თავისუფლებას. თავისუფლებაა, რომ არ გაჰყვე დედ-მამის კვალს, თუკი არ გაინტერესებს და აკეთო საქმე, რომელიც ძალიან გიყვარს", - ამბობდა ნინი წლების წინ.

დღეს ის დუბაიში ცხოვრობს. სამოდელო სფეროდან მან ჟურნალისტიკაში გადაინაცვლა და იქ საკუთარ გადაცემას "Nini's Diary" უძღვება. "Nini's Diary - "ნინის დღიური" არის სატელევიზიო პროექტი. დუბაიში ძვირადღირებული ცხოვრების შესახებ ჩვენი ზღაპრული ტელეწამყვანის, "მის საქართველოს" - ნინი გოგიჩაიშვილის თვალით" - ვკითხულობთ მის აღწერაში.