"ერთი შვილი მყავს, თუმცა არ მაქვს ფარ-ხმალი დაყრილი..." - ნინო ჩხეიძე ოჯახსა და დედობაზე - Marao

"ერთი შვილი მყავს, თუმცა არ მაქვს ფარ-ხმალი დაყრილი..." - ნინო ჩხეიძე ოჯახსა და დედობაზე

2025-09-10 13:13:59+04:00

"თავიდან რომ დავიწყო ცხოვრება, არაფერს შევცვლიდი, გარდა ერთისა – ბევრ შვილს გავაჩენდი. როცა ასაკით პატარა ხარ, ვერ ხვდები, საქმეს, კარიერას დიდი დრო და ენერგია მიაქვს და ფიქრობ, მერე და მერე ყველაფერს მოასწრებ. მოკლედ, ამ გადმოსახედიდან, ამას შევცვლიდი და ბევრ შვილს გავაჩენდი. ერთი შვილი მყავს, თუმცა არ მაქვს ფარ-ხმალი დაყრილი და არ არის გვიან", - ამბობს მომღერალი ნინო ჩხეიძე ჟურნალ "თბილისელებთან" საუბრისას. 

  • ნინო ჩხეიძის ოჯახური კადრები და მილოცვა იუბილარ ქალიშვილს: როგორ ცხოვრობს ცნობილი მომღერლის ოჯახი კამერებს მიღმა 

ნინო ჩხეიძე ყველასთვის კარგად ნაცნობი და საყვარელი მომღერალია. მან ადრეულ ასაკში იქორწინა გიორგი კორახაშვილზე და წყვილს ერთი შვილი, მარიამი შეეძინა. მარიამს მედიასთან ურთიერთობა არ უყვარს და ცნობილი დედის გვერდითაც საჯაროდ იშვიათად ჩნდება. 

chkheidze

ნინო ჩხეიძის კარიერა და ოჯახი 

ნინო ჩხეიძე დაიბადა 1981 წლის 6 ივნისს, ქალაქ თბილისში, პროფესიით ეკონომისტის — გია ჩხეიძისა და მათემატიკოსის — ქეთინო ქოჩიაშვილის ოჯახში. ბავშვობიდან დადიოდა პიონერთა სასახლეში. 1999 წელს დაამთავრა მეხუთე მუსიკალური სკოლა. 1999-2002 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ტელე-ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე, რის შემდეგაც სწავლა გააგრძელა მაგისტრატურაში იგივე განხრით. მისი პირველი სიმღერაა მაცაცო სებისკვერაძის „ჩემი გული შენია“. 2005 წელს ნინო ჩხეიძემ დაიწყო ქალაქური სიმღერების ჩაწერა, სადაც ჩაწერა ძველი ქალაქური სიმღერა „ჩემი გმირი გიწოდე“. შემდეგ ჩაწერა მარეხ გოძიაშვილის „წაღვერი და თბილისი“, რამაც განსაკუთრებული პოპულარობა მოუტანა. მას შემდეგ ნინო ჩხეიძე აქტიურად აგრძელებს კარიერას, აქვს საკუთარი პროექტები, მართავს კონცერტებს და მონაწილეობას იღებს არაერთ ღონისძიებაში. მისი სიმღერები აქტუალურია ახალ თაობაშიც, განსაკუთრებით კი ტიკტოკის პლატფორმაზე.

  • როგორ მოვუაროთ თავს სალის პირობებში - ნინო ჩხეიძის გამოცდილება: "არც ძვირი ჯდება, მთავარია, მონდომება, თორემ სახლის პირობებშიც გადასარევად შეგიძლია, თავს მიხედო, გამოიმუშაო რუტინა, არ დაგეზაროს და ლამაზად გამოიყურებოდე..." 

ნინო ჩხეიძე ოჯახზე იშვიათად საუბრობს, თუმცა გათხოვების ისტორია არაერთხელ მოუყოლია. ამ ამბავს მომღერალი ყოველთვის იუმორით იხსენებდა, რადგან მაშინ დაოჯახება მის გეგმებში არ შედიოდა. ნინო 21 წლის იყო, როცა გათხოვდა, მისი მეუღლე კი - 22-ის. 

"ყველაფერი იწყება და მთავრდება! მადლობა, კორახ" - წერდა ნინო ჩხეიძე სოციალურ ქსელში ცოტა ხნის წინ და მეუღლესთან, გიორგი კორახაშვილთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებდა.

მიუხედავად არაერთი კითხვისა, მომღერალს არ დაუკონკრეტებია, რის დასრულებაზე წერს პოსტში.