"თქვენი აზრით, ეს იმიტომ დამემართა, რომ ისე ვიცხოვრე, ეს დავიმსახურე?" - რას წერს თიკა ჯამბურია სოციალურ ქსელში - Marao

"თქვენი აზრით, ეს იმიტომ დამემართა, რომ ისე ვიცხოვრე, ეს დავიმსახურე?" - რას წერს თიკა ჯამბურია სოციალურ ქსელში

2025-09-10 14:31:51+04:00

"სიბრძნის კბილი ამოვიღე და, თქვენი აზრით, ეს იმიტომ დამემართა და გამისივდა, რომ "აურა" ვიმღერე და ისე ვიცხოვრე, რომ ეს დავიმსახურე?" - დაწერა მომღერალმა თიკა ჯამბურიამ სოციალურ ქსელში და ფოტო გამოაქვეყნა. მოგვიანებით კი გააზიარა ამ ფოტოზე დაწერილი კომენტარები, სადაც მას პოლიტიკური არჩევანის გამო აკრიტიკებდნენ. თიკამ ასევე გააზიარა ის წერილებიც, სადაც მის მიმართ სიყვარულსა და პატივისცემას გამოხატავენ. 

tika_jamburiatika_jamburiAtika_jamburia

"მეც იმ სამყაროში ვცხოვრობ, სადაც ადამიანები საკუთარ თავებს უფლებას აძლევენ და ასეთ რაღაცებს მწერენ. ადამიანები, რომლებსაც არ ვიცნობ ფა არაფერი დამიშავებია... 

  • "თიკა ჯამბურიას პასუხი მისი სიმღერის კრიტიკოსებს: " მე ბო­რო­ტე­ბა არავისთვის მი­სურ­ვე­ბია, და­მა­ნე­ბონ მეც თავი, მა­ცხოვ­რონ ჩემი ცხოვ­რე­ბით"

2 პარალელურ სამყაროში ვცხოვრობ. მადლობა ღმერთს, რომ აქუფრო მეტი და კეთილი ადამიანია", - დაწერა თიკა ჯამბურიამ. 

გაგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ თიკა ჯამ­ბუ­რი­ა­სა და თედო გო­გო­ლა­ძის მუსიკალურ დუ­ეტს "აურა", რომელიც ფართოდ ტიკტოკის საშუალებით გავრცელდა, დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

სიმღერა საზოგადოების ნაწილმა დადებითად შეაფასა, ნაწილმა კი - გააკრიტიკა. კრიტიკის მიზეზი სიმღერის ერთ-ერთი ფრაზა გახდა - "ყველა ისე ცხოვრობს, როგორც დაიმსახურა". ტიკტოკის მომხმარებლები აღნიშნავენ, რომ ჩვენს ქვეყანაში და, ზოგადად, სამყაროში, ადამიანები ხშირად დაუმსახურებლად იღებენ ტკივილსა და სირთულეებს, ეს ტექსტი კი მათთვის მიუღებელია. აღნიშნავენ იმასაც, რომ თავად თიკას რთული წარსული აქვს - დეპრესიითა თუ სხვა პრობლემით სავსე და მისგან ამ "მესიჯის" გავრცელება არასწორია.

  • თიკა ჯამბურია განსხვავებული რაკურსით: "ახლა ვარ ყველაზე ლამაზი, ყველაზე ჩამოყალიბებული, ჩემი თავის ყველაზე კარგი ვერსია" 

"ეს ტექ­სტი ჩემი არ არის, თე­დო­სია სიმ­ღე­რა და ტექ­სტიც მას ეკუთ­ვნის. ამას წინ უძღო­და პოდ­კას­ტი, სა­დაც მე ვი­ყა­ვი თე­დოს­თან სტუმ­რად და ვი­სა­უბ­რეთ ჩვენს გან­ვლილ წლებ­ზე, ცხოვ­რე­ბა­ზე. ადა­მი­ა­ნი რო­გორც ცხოვ­რობს, რო­გორ ენერ­გი­ა­საც უშ­ვებს სამ­ყა­რო­ში, რო­გორც ცდი­ლობს რომ წა­იყ­ვა­ნოს თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბა, ისე შე­უძ­ლია წა­იყ­ვა­ნოს, მაგ­რამ გან­გე­ბა ღმერ­თი მო­მა­ვა­ლი რას უწი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლებს, ამას ჩვენ ვერ ვგეგ­მავთ.

ამის გამო ისე მლან­ძღავ­დნენ და ისეთ რა­მე­ებს მი­ქე­ქავ­დნენ. არა­ვის საქ­მე არ არის ჩემი წარ­სუ­ლი, მე რამ­დე­ნი ხანი ვი­ყა­ვი დეპ­რე­სი­ა­ში ან რა და­ა­ვა­დე­ბა და­ვა­მარ­ცხე და ვიმ­სა­ხუ­რებ თუ არა ამას. მე ხომ არა­სო­დეს არა­ვის­თან შევ­ვარ­დნილ­ვარ და ბო­რო­ტე­ბა არ მი­სურ­ვე­ბია. და­მა­ნე­ბონ მეც თავი, მა­ცხოვ­რონ ჩემი ცხოვ­რე­ბით. ვიმ­ღე­რებ, რა­ტომ მღე­რი, არ ვმღე­რი, რა­ტომ არ მღე­რი, გავ­სუქ­დი, რა­ტომ გა­სუქ­დი, გავ­ხდი, რა­ტომ გახ­დი. ზუს­ტად იმი­ტომ, რომ ძა­ლი­ან და­დე­ბი­თი და პო­ზი­ტი­უ­რი აუ­რით ვცხოვ­რობ, ცხოვ­რე­ბა­ში კი­დევ ბევ­რი კარ­გი რამ და­მე­მარ­თე­ბა და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ზუს­ტად ისე ვცხოვ­რობ, რო­გორც და­ვიმ­სა­ხუ­რე", - ამბობდა მომღერალი. 

  • თიკა ჯამბურიას რთული დიაგნოზი: რას ჰყვება მომღერალი სიმსივნისა და განვლილი გზის შესახებ

მოგვიანებით თიკა ჯამბურიამ განცხადება კიდევ ერთხელ გააკეთა: 

"ძალიან მიყვარს ეს სიმღერა და მიხარია, რომ დავთანხმდი ამ კოლაბორაციას. ძალიან საწყენია, რომ გვიწევს იმ საზოგადოებაში ცხოვრება, რომელმაც საკუთარი ტრაგედია და მსოფლიო კატაკლიზმები დაუკავშირეს ამ სიმღერას. 

თუმცა, ეს სიმღერა ადამიანების გზაზე, მათ განვითარებასა და პიროვნების შექმნაზეა. ნამდვილად არ მიფიქრია, რომ ამის დაღეჭვა და ახსნა მოგვიწევდა" - წერდა მაშინ თიკა ჯამბურია.