ირაკლი მაქაცარიასა და ლიზა ჩიჩუას გოგონა, ნინა მაქაცარია გაქრისტიანდა - ვინ არიან ნათლიები - Marao

ირაკლი მაქაცარიასა და ლიზა ჩიჩუას გოგონა, ნინა მაქაცარია გაქრისტიანდა - ვინ არიან ნათლიები

2025-09-10 17:15:56+04:00

ლიზა ჩიჩუასა და ირაკლი მაქაცარიას წყვილს საზოგადოება კარგად იცნობს. წყვილს 2 შვილი გიო და ნინა ჰყავს. ლიზა გიოს სახე დიდი ხანი მალავდა და დაახლოებით ერთი წლის წინ გააცნო საზოგადოებას, თუმცა ნინას ფოტო ჯერ არ გამოუქვეყნებია.

დღეს პატარა ნინა მაქაცარია გაქრისტიანდა. ნინას ერთ-ერთი ნათია, მსახიობი რუსკა ქარქაშაძის მეუღლე ლაშა მოწონელიძეა.

makacaria

makacaria

makacaria

  • "ლამაზი ოჯახი" - ირაკლი მაქაცარიასა და ლიზა ჩიჩუას უსაყვარლესი ოჯახური კადრები 

ლიზა ჩიჩუასა და ირაკლი მაქაცარიას ოჯახი

ლიზა ჩიჩუას ვინაობას ირაკლი მაქაცარია დიდი ხნის მანძილზე მალავდა. ის საჯაროდ ამბობდა, რომ შეყვარებული იყო, თუმცა ვისზე, ამას საიდუმლოდ ტოვებდა. ეს ინტერესს კიდევ უფრო ამძაფრებდა, საბოლოოდ კი, წყვილმა საჯაროდ გამოჩენა გადაწყვიტა და საყოველთაო ინტერესის ობიექტადაც იქცა. 

მალევე გაირკვა, რომ ის ცნობილი ექიმების, გიორგი ჩიჩუასა და ქეთი ასათიანის შვილია. ლიზას ჰყავს ერთი და, მაშო და ერთი ძმა - სანდრო. 

ლიზა მშობლების გზას აგრძელებს და თავადაც სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტია. ლიზამ არაერთხელ აღნიშნა, რომ ახერხებს, დედობა და სწავლა ერთმანეთს შეუთავსოს, ამაში კი მშობლები და დამხმარეც უწყობენ ხელს. 

ლიზას ირაკლიმ ხელი მეგობრებისა და ოჯახის წევრების თანხლებით, სპეციალურად მოწყობილ გარემოში 2022 წლის აპრილში სთხოვა. უმშვენიერესი ლიზა, რასაკვირველია, თხოვნას დათანხმდა და წყვილის ქორწილი იმავე წლის ივლისში გაიმართა. მათ ჯვარი სამების საკათედრო ტაძარში დაიწერეს. წყვილს 2-2 მეჯვარე ჰყავდა, საკურთხევლამდე კი ლიზა მამამ მიაცილა. ქორწილს ლიზას და ირაკლის ოჯახის წევრები და მეგობრები ესწრებოდნენ. მათ შორის უამრავი ცნობილი სახე იყო, რომლებმაც ცნობილი დიზაინერების სამოსი მოირგეს.

 წყვილს 2 შვილი გიორგი და ნინა ჰყავთ.

  • ვარსკვლავების "ბეიბი ბუმი" - 10 ცნობილი ქართველი ქალი, რომელიც 2025 წელს დედა გახდა ან გახდება 

makatsaria