ყველასთვის საყვარელი წიგნის მაღაზიის პარალელურად, „ბიბლუსი“ უკვე წლებია, წინასასკოლო სამზადისისთვის საუკეთესო სივრცედ იქცა. ჩანთები და პენლები, რვეულები და სხვა საკანცელარიო ნივთები, ფერადი ფანქრები და პლასტილინები - ყველაფერი ერთ სივრცეშია წარმოდგენილი. რაც მთავარია, მრავალფეროვანი ასორტიმენტიდან თქვენი პატარების გემოვნებისა და თქვენი ბიუჯეტის შესაბამისი პროდუქტების შერჩევას შეძლებთ.
გაგიზიარებთ იმ ნივთების ჩამონათვალს, რომელთა შეძენასაც „ბიბლუსში“ სასკოლოდ შეძლებთ:
- Ponto-ს ბრენდის ზურგჩანთა;
- Ponto-ს ბრენდის პენალი;
- 40 ფურცლიანი მათემატიკის რვეული - 6 ცალი;
- 40 ფურცლიანი ქართულის რვეული - 6 ცალი;
- საწერი კალამი - 10 ცალი;
- ფერადი ფანქრები - 12 ცალი;
- სახატავი რვეული - 1 ცალი;
- უბრალო ფანქარი - 4 ცალი;
- პლასტელინი - 12 ფერი;
- წიგნის წებოვანი გადასაკრავი - 2 ცალი;
- ფერადი ფურცლების შეკვრა;
- მშრალი წებო - 2 ცალი;
- საბავშვო მაკრატელი - 1 ცალი;
- საშლელი - 3 ცალი;
- სათლელი - 3 ცალი;
- ბრჭყვიალა წებო - 2 ცალი.
ამ და თქვენთვის სასურველი პროდუქციის შეძენა შესაძლებელია „ბიბლუსის“ 80-ზე მეტ ფილიალსა და 8 ფრენშაიზ მაღაზიაში მთელი საქართველოს მასშტაბით. პარალელურად, შეგიძლიათ თქვენთვის სასურველი პროდუქცია ონლაინ, სახლიდან გასვლის გარეშე შეიძინოთ და მითითებულ მისამართზე მიიღოთ.
შეგახსენებთ, რომ "ბიბლუსში“ წარმოდგენილია 15-ზე მეტი მსოფლიო მასშტაბის ბრენდის 25 ათასამდე დასახელების პროდუქტი. პოპულარულ ბრენდებს შორისაა: MILAN, PONTO, CENTRUM, ROYAL TALENTS, ZIELER, Royal Christmas, Wurm, Kaemingk, Koopman, Baseus, Usams და სხვა.
წინასასკოლოდ „ბიბლუსში“ შენაძენის გაკეთებისას კი სხვადასხვა საბანკო აქციითა და შეთავაზებით შეგიძლიათ ისარგებლოთ.
R