ლევან ვასაძის ქალიშვილს, თათა ვასაძე სოციალურ ქსელებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ის "სუხიშვილების" პროფესიონალი მოცეკვავეა.
თათა ცოტა ხნის წინ დაოჯახდა ბათა ზედგენიძეზე, წყვილს ერთი ქალიშვილი, ნინა ჰყავს.
თათა ხშირად აქვეყნებს ოჯახურ კადრებს, ამჯერად კი გამომწერების მიერ დასმულ კითხვებს პასუხობს.
კითხვაზე, თუ როგორ გაიცნეს თათამ და ბათამ ერთმანეთი, პასუხობს, რომ მათ საერთო მეგობრები ჰყავთ. წყვილს შორის ერთწლიანი სხვაობაა.

ამასთან, თათამ უამრავი კითხვა მიიღო, თუ როდის დაიწყო ცეკვა და როგორ გახდა "სუხიშვილების" მოცეკვავე.
"ბავშვობიდან ვცეკვავ. ჯერ ბალეტზე დავდიოდი, ცოტა რომ წამოვიზარდე, ქართულ ცეკვაზე დავიწყე სიარული. 16 წლიდან კი "სუხიშვილებში" გადავედი".

თათა ცოტა ხნის წინ გახდა დედა. ერთ-ერთი კითხვა იყო იმის შესახებ, თუ როგორ მოახერხა მან ასე უცებ ფორმაში ჩადგომა.
თათას თქმით მან თეთრ შაქარზე თქვა უარი და ვარჯიში დაიწყო.
"ეს ზაფხული გამოვიყენე და ვივარჯიშე. მინდოდა, სექტემბრამდე ფორმაში ჩავმდგარიყავი. თეთრი შაქრის მთლიანად ამოღებაც მომეწონა, უკეთესად ვიკვებები," - ამბობს თათა.

თათამ ორსულობაში 12 კგ მოიმატა.

ამასთან, თათამ განათლებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, მან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი დაამთავრა, არქიტექტურის მიმართულებით.

თათა ვასაძე
თათა ვასაძეს ბიოგრაფია თათა ვასაძე, ლევან ვასაძის რიგით მეორე შვილი და პირველი ქალიშვილია. როგორც სხვა დედმამიშვილები, მანაც მამის კერძო სკოლა დაამთავრა. გოგონა "სუხიშვილების" მოქმედი მოცეკვავეა. ის აქტიურია სოციალურ ქსელში და "ტიკ-ტოკსაც" აქტიურად იყენებს, სადაც ყოველდღიურ ვლოგებსა და ცხოვრების საინტერესო მომენტებს უზიარებს გამომწერებს. სწორედ ამ პლატფორმაზე აზიარებდა თათა რჩეულთან, ბათა ზედგენიძესთან ერთად გადაღებულ კადრებსაც. ამასთან ხშირად პასუხობს გამომწერების კითხვებს. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, არქიტექტურის ფაკულტეტზე სწავლობს. უყვარს კითხვა და მისი საყვარელი ნაწარმოებია ოთარ ჭილაძის "ყოველმან ჩემმან მპოველმან“, წიგნის საყვარელი გმირი კი "პატარა უფლისწულია". თათას პასუხებიდან გავიგეთ, რომ სუხიშვილების სტუდიაში პირველად 2009 წელს მივიდა. ამჟამად კი ანსამბლის ერთ-ერთი ძირითადი მოცეკვავეა და სოლო პარტიებსაც ასრულებს. მისი მომავალი ცეკვას უკავშირდება, დიახ, ის არქიტექტორი მოცეკვავე იქნება, - ამბობს თათა.
თათა ვასაძისა მისი რჩეულის, და ბათა ზედგინიძის ქორწილი გასული წლის 28 ივლისს გაიმართა. ქორწილის ულამაზესი კადრები მალევე გავრცელდა სოციალურ ქსელში. განსაკუთრებული მოწონება კი მამა-შვილის, თათა და ლევან ვასაძეების ცეკვამ დაიმსახურა. ქორწილს წინ უსწრებდა ულამაზესი ხელის თხოვნა და წინასაქორწინო წვეულება. ცოტა ხნის წინ თათა და ბათა პირველი შვილის შვილის მშობლები გახდნენ.