ახალი სტილი და ახალი ფოტოები: ნანუკა ჟორჟოლიანი არაჩვეულებრივ ფორმაშია - Marao

ახალი სტილი და ახალი ფოტოები: ნანუკა ჟორჟოლიანი არაჩვეულებრივ ფორმაშია

2025-09-11 12:58:49+04:00

ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი შესანიშნავ ფორმაშია. მან ახალი ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც გულშემატკივრები აღნიშნავენ, რომ ნანუკა არაჩვეულებრივად გამოიყურება. 

nanuka

nanuka

nanuka

nanuka

  • "შესანიშნავი ტრანსფორმაცია" - ნანუკა ჟორჟოლიანის ახალი ფოტოები და გამოცდილება, როგორ შევინარჩუნოთ ფორმა 40 წლის შემდეგ 

ნანუკა ჟორჟოლიანის ბიოგრაფია

ნანუკა ჟორჟოლიანი 1979 წლის 26 ივნის დაიბადა. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. 

1999 წელს დაიწყო მუშაობა გადაცემა „ალიონში“, „პირველ არხზე“. 2001 წელს გადავიდა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ზე. მუშაობდა პოლიტიკური სიახლეების მიმართულებით. 2008 წელს იყო რეპორტიორი რუსეთ-საქართველოს ომში. 2009 წლიდან 2019 წლამდე ჰქონდა საავტორო გადაცემა „ნანუკას შოუ“, რომელიც 2009-2012 წლებში "იმედზე", ხოლო 2013-2019 წლებში "რუსთავი 2"-ზე გადიოდა. 2019 წლიდან გადავიდა „მთავარ არხზე“, სადაც მიჰყავს გადაცემა „სხვა ნანუკა“. დღეს კი ნანუკა ტვ პირველზე საქმიანობს. 

2020 წლის 23 სექტემბერს „ძალა ერთობაშიამ“ ნანუკა წარადგინა წყალტუბოს, სამტრედიის, ვანისა და ხონის მაჟორიტარობის კანდიდატად. ნანუკა აქტიურად არის ჩაბმული დღევანდელ პოლიტიკურ სიტუაციებში. 

ნანუკა 16 წლის ასაკში დაოჯახდა ნიკოლოზ გეგუჩაძეზე. ნანუკას და ნიკოლოზის ქორწინებამ 2 წელს გასტანა. ნანუკას ნიკოლოზისგან ერთი საერთო შვილი, მარიამი ჰყავს.

წარუმატებელი ქორწინების შემდეგ ნანუკა ხელმეორედ, ირაკლი კოდუაზე დაოჯახდა. მათ ერთი შვილი საბა კოდუა ჰავთ. წყვილი ერთმანეთს მალევე დაშორდა. 

nanuka

  • ზაფხული მეუღლესთან ერთად: მარიამ გეგუჩაძის ოჯახური იდილია და ახალი ფოტოები 

ნანუკა ჟორჟოლიანის თავის მოვლის ჩვევები და გამოცდილება

 "ბარიატრიული ოპერაცია არ გამიკეთებია. გასახდომი წამლებიც არასდროს დამილევია. მაგრამ ისე ცოტას ვჭამ, ჩათვალეთ, ვისაც ბარიატრია აქვს გაკეთებული, მეტ საკვებს არ იღებს.

სწორი კვება ერთ-ერთია, მაგრამ სხეულის ფორმების მიღება - სხვა. მიუხედავად იმისა, რომ წლებია ვვარჯიშობ, ჩემი თავის საუკეთესო ვერსიის შექმნაში გადამწყვეტი როლი შეასრულა @drkote. ზუსტად ის ფორმები მომცა, რომელზეც ვოცნებობდი. ძალიან ზომიერად და ზუსტად გამომიძერწა სხეული და ამან მეტი მოტივაცია მომცა.

და ყველაზე მთავარი. წონა და ფორმები არ ხდის ქალს უფრო მიმზიდველს. თუ შიგნით გაქვს მზის სხივები, ისინი აუცილებლად გვანათებენ და ესეც შენი სილამაზე. ყველაზე ლამაზია ქალი მაშინ, როცა ჰარმონიაშია საკუთარ თავთან და როცა ბედნიერია. და ყველაზე სექსუალურია მაშინ, როცა თავდაჯერებულია“ - წერდა ნანუკა ჟორჟოლიანი. 

"როდესაც ახალგაზრდა ხარ, შენს სხეულს არ იცნობ და იჯერებ ყველაფერს, რასაც გირჩევენ, მაგალითად, იმას, რომ 10 დღეში შეგიძლია დაიკლო 15 კილოგრამი. ეს, რა თქმა უნდა, უტრირებულად, მაგრამ რეალურად მართლა ბევრ ძალიან არასწორ ინფორმაციას ვიღებთ, ვიჯერებთ და ეს გვაზიანებს. იმ მომენტში ვერ ვიაზრებთ, რა ცუდი შედეგის მომტანია ეს ჩვენი ორგანიზმისთვის, თუმცა, არა მხოლოდ – საშინლად მოქმედებს მენტალურ მდგომარეობაზეც, ძალიან გსტრესავს და თავს ცუდად გრძნობ.

საბაზე ორსულობისას ძალიან მოვიმატე. ამის შემდეგ გადავწყვიტე წონის დაკლება. თავიდან 16-საათიანი დიეტით დავიწყე. კვებას ვიწყებდი დილის 10 საათზე და ვახშამი მქონდა 18:00-ზე.

ზოგჯერ დილის 4 საათზე შიმშილი მაღვიძებდა. ამ დროს ვაშლს ვჭამდი და ამით ვატყუებდი კუჭს.

4 თვის შემდეგ გადავედი 18-საათიანზე, ვჭამდი 11:00-17:00 შუალედში.

  • ვჭამ ყველაფერს, ხაჭაპურს, ხინკალს, ლობიანს, მაგრამ განსაზღვრული რაოდენობით. 
  • აუცილებლად მიიღეთ ცილა.
  • დალიეთ წყალი. არ არის აუცილებელი, რომ ოთახის ტემპერატურის იყოს, ამ შემთხვევაში მაშუპებს, ამიტომ ცივ წყალს ვიღებ.აუცილებელია ძილი. თუ ამას არ მოიწესრიგებთ, ვერ მიიღებთ შედეგს.
  • არ აკრძალოთ არაფერი, დაითვალეთ კალორიები და ისე მიირთვით.

არასწორია ინფორმაცია, რომ შავი შოკოლადი, წიწიბურა და ბრინჯი დიეტურია. პირიქით, ეს პროდუქტები ძალიან კალორიულია.

თუ ამ ყველაფერს გაიხდით თქვენი ცხოვრების რეჟიმად, თქვენივე თავთან ჰარმონიაში მოხვალთ. აუცილებლად ნახავთ შედეგს 3-4 თვეში“, - ამბობდა ნანუკა ერთ-ერთ ინტერვიუში.