რა გახდა აშშ-ში 23 წლის უკრაინელი გოგოს მკვლელობის მოტივი: ბრალდებულმა დეკარლოს ბრაუნმა დუმილი დაარღვია - Marao

რა გახდა აშშ-ში 23 წლის უკრაინელი გოგოს მკვლელობის მოტივი: ბრალდებულმა დეკარლოს ბრაუნმა დუმილი დაარღვია

2025-09-12 12:02:12+04:00

როცა 23 წლის ირინა ზარუცკა 2022 წელს კიევიდან წავიდა, მისი ოცნება იყო უსაფრთხოება, თავისუფლება და ახალი ცხოვრების დაწყება შეერთებულ შტატებში. თუმცა, მისი ისტორია იქცა მტკივნეულ შეხსენებად იმისა, თუ რამდენად მყიფეა ეს იმედი.

ზარუცკამ ოჯახთან ერთად უკრაინა დატოვა რუსული სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ. შარლოტაში, ჩრდილოეთ კაროლინაში, ის მუშაობდა ადგილობრივ პიცერიაში, ასევე მოხუცთა სარეაბილიტაციო ცენტრში და ინგლისურ ენას სწავლობდა. მეგობრები მას ახასიათებენ, როგორც კეთილ, შრომისმოყვარე და მადლიერ ადამიანს, რომელსაც სურდა წარმატების მიღწევა. მისი ოჯახი ამბობდა, რომ ირინას „ამერიკა უყვარდა“ და იქ მუდმივად ცხოვრება სურდა.

mkvleloba

მკვლელობა ამერიკაში 

28 აგვისტოს ირინა Lynx Blue Line-ის შარლოტის სამხრეთ რაიონში ტრანსპორტით გადაადგილდებოდა. რამდენიმე წუთში მის უკან მჯდომმა უცნობმა მამაკაცმა ჯიბის დანა ამოიღო და რამდენჯერმე ჩაარტყა. თვითმხილველების თქმით, თავდასხმა უეცარი და უსაფუძვლო იყო. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მისი გადარჩენა ვერ შეძლო.

ის გარდაიცვალა იმ მატარებელში, რომელიც ბოლო წლებში მოსო ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი გახადა — მატარებელში, რომელიც მის დამოუკიდებლობას და ახალ შესაძლებლობებს ნიშნავდა.

პოლიციამ ადგილზევე დააკავა დეკარლოს ბრაუნ უმცროსი, 34 წლის მამაკაცი. მისი დანაშაულებრივი წარსული მრავალწლიანია — შეიარაღებული ძარცვისა და სხვა მძიმე დანაშაულების ბრალდებით.

სასამართლო დოკუმენტებში აღნიშნულია, რომ მას სერიოზული ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა. წარსულში ბრაუნი ამტკიცებდა, რომ სხეულში „ადამიანის მიერ დამზადებული მასალა“ ჩაუმონტაჟეს, რომელიც მის ქცევას აკონტროლებდა. მიუხედავად მრავალჯერადი სამართლებრივი დარღვევისა, ის ქუჩაში თავისუფლად გადაადგილდებოდა.

დეკარლოს ბრაუნი უმცროსის და, რომელმაც ის იზოლატორში მოინახულა, ამბობს, რომ მის ძმას პა­რა­ნო­ი­დუ­ლი შიზოფრენია აქვს. ამას­თან, ტრე­ი­სის თქმით, სა­კუ­თა­რი ძმა მას 2022 წელს და­ეს­ხა თავს. უთან­ხმო­ე­ბის დროს უკბი­ნა და სახ­ლის კარი ჩა­ამ­სხვრია.

ზარუცკას მკვლელობამ შარლოტაში და ქვეყნის მასშტაბით აღშფოთება გამოიწვია. ბევრმა იკითხა: როგორ შეიძლებოდა, ასეთი წარსულის მქონე, ცალსახად არასტაბილური ფსიქიკის ადამიანი თავისუფლად მოძრაობდეს მანამ, სანამ ტრაგედია მოხდებოდა?

საკითხი ეროვნულ დონეზეც განხილვის საგნად იქცა და უსაფრთხოებასა და სისხლის სამართლის სისტემის რეფორმებზე დებატების ნაწილი გახდა.

ბრაუნს პირველი ხარისხის მკვლელობის ბრალდება წაუყენეს ჩრდილოეთ კაროლინას შტატის სასამართლოში. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში მას სამუდამო პატიმრობა ელის. ამჟამად მიმდინარეობს შეფასება, შეუძლია თუ არა მას სასამართლო პროცესში მონაწილეობა ფსიქიკური მდგომარეობის გათვალისწინებით.

გარდაცვალების შემდეგ უკრაინის საელჩომ ირინა ზარუცკას ცხედრის სამშობლოში ჩატანაა შესთავაზა ოჯახს, თუმცა ნათესავებმა აშშ-ში დამარხვა არჩიეს. „მას ამერიკა უყვარდა,“ — ამბობენ ისინი, — „მას ცხოვრება აქ უნდოდა.“

ირინა ზარუცკას სიკვდილი მხოლოდ პირადი ტრაგედია არ არის — ის სიმბოლო გახდა. მის სახელს უკავშირებენ როგორც ახალი ცხოვრების იმედს, ასევე იმ მტკივნეულ შედეგებს, როცა სისტემა ვერ იცავს ადამიანს.

სასტიკი მკვლელობა აშშ-ში 28 აგვისტოს მოხდა. სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რით გა­და­ღე­ბულ ვი­დე­ო­ში ჩანს, რომ მან მო­უ­ლოდ­ნე­ლად ბას­რი სა­გა­ნი ამო­ი­ღო და 23 წლის ირი­ნას ყე­ლის, გულ­მკერ­დის არე­ში სამ­ჯერ ჩა­არ­ტყა. აუდიოჩანაწერში, რომელიც ციხეშია ჩაწერილი, ბრა­უ­ნი ეუბ­ნე­ბა დას, რომ „მის სხე­ულ­ში არ­სე­ბულ­მა რა­ღა­ცამ“ აი­ძუ­ლა ირი­ნას მოკ­ვლა. 

დო­ნალდ ტრამპმა დამ­ნა­შა­ვის სიკ­ვდი­ლით დას­ჯის ბრძა­ნე­ბა გას­ცა.