ყველაფერი, რაც „ჯინოს“ სპა და ექსელენთ სივრცის შესახებ უნდა იცოდეთ - Marao

ყველაფერი, რაც „ჯინოს“ სპა და ექსელენთ სივრცის შესახებ უნდა იცოდეთ

2025-09-12 14:19:06+04:00

თუ ფიქრობთ, რომ საკუთარ თავზე ზრუნვის ერთ-ერთი საუკეთესო გზა სპა და ველნეს პროცედურებია, თქვენ ნამდვილად არ ცდებით. და, აი, რატომ:

  • თბილი აბაზანები, მასაჟი და არომათერაპია ამცირებს კორტიზოლის, სტრესის ჰორმონის დონეს. ხელს უწყობს ემოციური დაძაბულობის მოხსნას და განწყობის გაუმჯობესებას;
  • მასაჟი აძლიერებს სისხლის მიმოქცევას და აუმჯობესებს კუნთების ტონუსს;
  • ცხელი ორთქლი და საუნა ხელს უწყობს ტოქსინების გამოყოფას ორგანიზმიდან;
  • წყლი თერაპია პოზიტიურად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე;
  • სპა პროცედურები ხელს უწყობს კანიდან მკვდარი უჯრედების მოცილებას, აჩქარებს რეგენერაციის პროცესს და ატენიანებს მას;
  • საკუთარ თავზე ზრუნვის შედეგად ხდებით უფრო პროდუქტიულები და მიზანდასახულები.

თბილისში სპა პროცედურების ჩატარება სხვადასხვა სივრცეშია შესაძლებელი. თუმცა მათ შორის ყველაზე სრულყოფილი „ჯინო ველნესია“, რომელიც სპა და ექსელენთ სივრცეებს აერთიანებს. გაგაცნობთ ყველაფერს, რაც მათ შესახებ უნდა იცოდეთ.

სპა სივრცეში დახვდებათ: 6 ტიპის საუნა, ცივი აუზი, ცხელი ვირპული, სხვადასხვა ტიპის საშხაპე, ოქროს თერაპია. ფეხის აბაზანები, ყინულის ბორცვი, მტკნარი და მარილიანი წყლის ვირპულები.

სპა სივრცეს ამშვენებს ბაღი და გარე სივრცეში განთავსებულია მტკნარი და მარილიანი წყლის ვირპულები, ჰაერისა და წყლის ჭავლის მასაჟორებით.

gino                    

მარილ ბარის კედლებში განთავსებულია ჰიმალაური მარილის ქვები.

ასევე სპა სივრცეშია: სენსორული ვირპული ჟანგბადით გამდიდრებული ჰაერისა და წყლის ჭავლის მასაჟორებით, ტეპიდარიუმი ანუ სარელაქსაციო ოთახი გამთბარი ქვის სავარძლებით, კონტრასული ფეხის აბაზანები ოკეანის ქვებით, თბილი ოქროს თერაპია და სხვადასხვა საუნაში არომა და ფიტო თერაპიის შესაძლებლობა.

ტეპიდარიუმი ქვის ცხელი სავარძლებითაა აღჭურვილი და სტრესისგან გათავისუფლებაში დაგეხმარებათ.

ფეხის კონტრასტული მორევები ცივი და ცხელი წყლის კომბინაციაა, რომელიც კანისა და კუნთების გამკვრივებას ემსახურება.

ცივი წყლის გამოქვაბული Ice Hill სხეულს ასტიმულირებს და სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს. ჭექა-ქუხილისა და სხვადასხვა ეფექტის ატრაქციის საშხაპეები კი განუმეორებელ შთაბეჭდილებას შეგიქმნით.

ყველა საუნას აერთიანებს დეტოქსის ფუნქცია. თითოეულ საუნაში პროცედურა ხელს უწყობს ორგანიზმიდან შლაკებისა და ტოქსინების გამოყოფას. თითოეული მათგანი გამოირჩევა საკუთარი უნიკალური შესაძლებლობებით: “მელიის სორო” – არომათერაპიისა და ჰიდროპროცედურის ნაზავი კომპლექსური თერაპიისთვის; მარილის ორთქლის საუნა – იოდიზებული მარილით გამდიდრებული ორთქლის თერაპია უზრუნველყოფს სასუნთქი გზების მეშვეობით ორგანიზმში იოდის ბალანსის აღდგენას; მცენარეული საუნა – მათთვის, ვისაც განსაკუთრებული არომატები უყვარს; ინფრაწითელი საუნა – იაპონელი ქალების სილამაზის ერთ-ერთი საიდუმლო. იაპონური ხისგან დამზადებულ სივრცეში ინტენსიურად გამოიყოფა ბუნებრივად აქტიური ნივთიერება – ფიტოციდები, რომელიც სასარგებლოა სასუნთქი სისტემისთვის; ორთქლის რომაული საუნა – 100%-იანი ორთქლის საუნა, ინჰალაციის ეფექტით, აძლიერებს იმუნიტეტს, ორგანიზმს ხდის ბრძოლისუნარიანს ვირუსების წინააღმდეგ, ხსნის სასუნთქ გზებს და ასუფთავებს ფილტვებს; ფინური საუნა – ფინურ საუნაში წარმოქმნილი ცხელი ჰაერი არა მხოლოდ წმენდს და აახალგაზრდავებს კანს, არამედ ორგანიზმს სხვადასხვა დაავადებებისგანაც კურნავს.

ეს ყველაფერი საკმაოდ შთამბეჭდავად ჟღერს, თუმცა ყველაფერი არ არის. „ჯინოში“ თქვენ გელოდებათ ექსკლუზიური ექსელენთ სივრცე, რომლის დაჯავშნაც შესაძლებელია ნებისმიერი ტიპის დახურული წვეულებისთვის: ნიშნობა, ქორწილი, პრეზენტაცია, გამოსაშვები საღამო, მეგობრების შეკრება...

gino  

ექსელენთი - ეს არის პრივატული სივრცე უნიკალური პროდუქტებითა და სერვისით. სივრცეში განთავსებულია: 

  • ლუდის აბაზანა, რომელიც ივსება თბილი ლუდის ექსტრაქტით და იქვე მოედინება სტუმრებისთვის ცივი ლუდი; 
  • კლეოპატრას ოქროს აბაზანები: 24 კარატიანი ოქროთი მოპირკეთებული აბაზანები თბება და  ივსება რძის, ყვავილებისა და ღვინის ექსტრაქტით; 
  • ამავე სივრცეშია მოსასვენებელი ოთახი გამთბარი ქვის სავარძლებით, სენსორული ვირპული ჟანგბადით გამდიდრებული ჰაერისა და წყლის ჭავლის მასაჟორებით.  ფინური, ორთქლისა და მცენარეული საუნები, საშხაპეები სხვადასხვა ეფექტის ატრაქციით;
  • ექსელენთშია განთავსებული ყინულის ოთახი თოვლცვენის ეფექტით. ეს არის ამიერკავკასიაში უნიკალური კრიო საუნა. სიცივის ზემოქმედების შედეგად ორგანიზმი განიცდის სტრესს, რის გამოც სისხლძარღვები ვიწროვდება. სტრესის შედეგად ხდება დიდი რაოდენობით სისხლის შინაგანი ორგანოებისთვის მიწოდება და უკვე განახლებული სისხლის ნაკადი გამოდის პერიფერიაზე. შედეგად, უმჯობესდება კანის სტრუქტურა, განახლდება უჯრედები და რა თქმა უნდა, გაუმჯობესდება ნივთიერებათა ცვლა. კრიო საუნაში გატარებული დრო ეხმარება ორგანიზმს გამოყოს დიდი რაოდენობით ენდორფინები, ბედნიერების ჰორმონი. 

ექსელენთ სივრცის სტუმრებს ასევე სრულად აქვთ წვდომა „ჯინოს“  აკვაპარკსა და სპა სივრცეზე.

აჩუქე დასვენება - ეს საუკეთესო საჩუქარია, რაც კომპანიებმა საკუთარ თანამშრომლებს შეუძლიათ გაუკეთონ. სპა და ვენლეს სივრცეში ნებისმიერი რაოდენობის სასაჩუქრე ბარათების შეძენაა შესაძლებელი

R