ბოლო დროს საზოგადოებამ არაერთი ცნობილი წყვილის, ლამაზი და დასამახსოვრებელი საქორწინო ცერემონია იხილა. შემოდგომა კი ამ მნიშვნელოვანი დღის აღსანიშნავად განსაკუთრებული სეზონია.
გამორჩეული იყო ბიზნესმენ გივიკო ჩხარტიშვილის ქორწილი საბერძნეთში, რომელიც ტბა ვულიაგმენიზე გაიმართა. დახვეწილი დეკორაციებითა და განსაკუთრებული ესთეტიკით გამორჩეულ ქორწილს არაერთი ცნობილი სახე დაესწრო, მათ შორის იყვნენ მოდელი თაკო ნაცვლიშვილი მეუღლესთან, ოთო ხუროძესთან ერთად და ბიზნესმენი თოშა ქებურია ასევე მეუღლესთან, ქეთი ჟღენტთან ერთად.
ცოტა ხნის წინ დაქორწინდა მსახიობ დუტა სხირტლაძის ქალიშვილი, ნინი სხირტლაძე, რომელმაც ტრადიციულ, გრანდიოზულ ცერემონიაზე უარი თქვა და უფრო ფერადი, არაორდინალური სტილი აირჩია.
მედია რამდენიმე დღის მანძილზე წერდა საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის, გიორგი მიქაუტაძის დის, ანა მიქაუტაძის ქორწილის შესახებ. მიქაუტაძის ოჯახი უკვე დიდი ხანია, რაც საფრანგეთში ცხოვრობს და ქორწილიც ნიცაში გაიმართა. ანა, ქორწინების ოფიციალურად გასაფორმებლად, ტრადიციულად, მამამ მიაცილა. მისმა მეგობრებმა კი ხელის მოწერის ულამაზესი კადრები გააზიარეს.
მედიამ ასევე აქტიურად გააშუქა ქართველი ფეხბურთელის, ბაჩო არაბულისა და გვანცა მაჭარაძის ულამაზესი ქორწილი სანტორინიზე. სტუმრებს შორის საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი, ბუდუ ზივზივაძე და მისი მეუღლე, ნინი კვერნაძეც იყვნენ. გვანცამ ქორწილში სამი სხვადასხვა კაბა მოირგო, რომლებშიც არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა და უამრავი კომპლიმენტი დაიმსახურა.
განსაკუთრებული იყო ქართველი ფეხბურთელის, გური გიორბელიძისა და მისი მშვენიერი რჩეულის, თეკლა დვალიშვილის ქორწილი. წყვილმა არჩევანი ტრადიციულ ცერემონიაზე გააკეთა, მათ ჯვარი დაიწერეს, მოგვიანებით კი დიდი წვეულება გამართეს, რომელსაც არაერთი ცნობილი სახე ესწრებოდა.
ამჯერად ჩვენი ყურადღება კიდევ ერთმა განსხვავებულმა, არაორდინალური ელემენტებით გაფორმებულა ქორწილმა დაიმსახურა - მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ, ბიზნესმენ ილია შამუგიამ, რომელიც ყოფილი ფეხბურთელია, მართა ხოშტარიაზე იქორწინა.
ქორწილი გამორჩეული იყო იმით, რომ მას გულის ფორმის სამოსით არაერთი მოდელი აფორმებდა. მსგავსი სანახაობა აქამდე, ალბათ, არ გვინახავს.
წვეულების ნაწილი მსახიობ კახა მიქიაშვილმა წარმართა, საღამოზე მოწვეული იყვნენ როგორც უცხოელი მუსიკოსები, ისე ქართველი მომღერალი თამარ გვერდწითელი. ამასთან, კადრებში ჩანან „სუხიშვილების“ მოცეკვავეებიც.
ქორწილში ილია შამუგიამ თავადაც იმღერა და მეუღლესთან ერთად ტრადიციული ქართული ცეკვაც შეასრულა.
ქორწილში არაერთი ცნობილი სახე იმყოფებოდა, მათ შორის იყვნენ ნოე სულაბერიძე და ჯანეტ ქერდიყოშვილი შვილებთან ერთად.