"ვინ ხარ და რატომ ერევი ჩემს გარეგნობაში" - შორენა ბეგაშვილი კრიტიკის ობიექტად კიდევ ერთხელ იქცა - Marao

"ვინ ხარ და რატომ ერევი ჩემს გარეგნობაში" - შორენა ბეგაშვილი კრიტიკის ობიექტად კიდევ ერთხელ იქცა

2025-09-15 14:42:49+04:00

შორენა ბეგაშვილი მსახიობი, ტელეწამყვანი და ფოტომოდელია, რომელიც ქართველმა მაყურებელმა წლების წინ გაიცნო და შეიყვარა. თამამი ფოტოებით, სკანდალური განცხადებებითა და ხმაურიანი პირადი ცხოვრებით ის არაერთხელ გამხდარა განხილვის ობიექტი, თუმცა გავრცელებულ ჭორებს თავად ყოველთვის სიმშვიდით ხვდებოდა. 

  • "არ ვიცი, რატომ უნდა ვითმინო ეს შეურაცხყოფა, ან დააბით, ან ინტერნეტი გადაუჭერით ამ ქალებს“ - შორენა ბეგაშვილის მიმართვა

შორენა ბეგაშვილი სოციალურ ქსელში პერიოდულად აქვეყნებს კადრებს საკუთარი ცხოვრებიდან. მან ბოლო დროს საყვარელი მამაკაცისგან არაერთი ძვირადღირებული საჩუქარი მიიღო, რის შესახებაც თავად დაწერა, თუმცა საჩუქრების ავტორის ვინაობის გამხელისგან თავს იკავებდა. ცოტა ხნის წინ მან დაწერა კიდეც, რომ "ინსტაგრამზე" ყველაზე მეტი კითხვა სწორედ ამ თემაზე მისდიოდა, გასულ წელს კი მან რჩეულთან ერთად გადაღებული კადრების გასაჯაროება გადაწყვიტა. 

როგორც ცნობილი ხდება, შორენა ბეგაშვილის შეყვარებული 65 წლის ქართველი ბიზნესმენი მამუკა ურუშაძეა. წყვილს შორის 23-წლიანი ასაკობრივი სხვაობაა. 

ამჯერად შორენა ბეგაშილმა სწორედ რჩეულთან ერთად გადაღებული კადრები გამოაქვეყნა. წყვილი თურქეთში ისვენებს და კადრებს სოციალურ ქსელშიც აზიარებს. უამრავი დადებითი კომენტარის მიუხედავად, შორენა ნეგატიურ შეფასებებსაც იღებს. ერთ-ერთ ასეთ კომენტარს თავადაც უპასუხა: 

  • "კარგად გასუქებულა, სულ გაგიჟდა..." - რა ვიდეოს აქვეყნებს შორენა ბეგაშვილი და რას პასუხობს ნეგატიურ კომენტარებს

"ვა­ი­მე, ამ ტუ­ჩებს რას უშ­ვრე­ბა, სად მიჰ­ყავს ეს სი­ლა­მა­ზე. ზედ­მე­ტი არა­ფე­რი ვარ­გა, ახლა არ და­მა­ყა­როთ კო­მენ­ტა­რე­ბი, ყვე­ლას გვაქვს აზ­რის და­წე­რის უფ­ლე­ბა და არა აგ­რესია” - წერდა მისი ერთ-ერთი გამომწერი. 

„ნატულიკ, მე სახელითაც ვერ გცნობ, ვინ ხარ და რატომ ერევი ჩემს გარეგნობაში. სორი, მაგრამ შენ ყვითელ კბილებს შეხედე და მერე მიეცი სხვას შენიშვნა. ჩემი თავი მე ასეთი მომწონს“, - უპასუხა ბეგაშვილმა. 

begashvili

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა შორენა ბეგაშვილის მიმართ ნეგატიურ კომენტარებს დაუფარავად წერენ. 

"არ მიყვარს პოსტების წერა, მაგრამ შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ვიქნები მხოლოდ „ინსტაგრამზე“. აქ ამდენი გაავებული ქალის ატანა ცოტა რთულია. ყველამ უკეთესად იცის, როგორ უნდა ვიცხოვრო, ვისთან, რატომ, როგორ გამოვიყურებოდე. ამას კულტურულად ვწერ. რეალურად, რასაც მწერენ, ნახავთ კომენტარებში. არ ვიცი, რატომ უნდა ვითმინო ეს შეურაცხყოფა, ან დააბით, ან ინტერნეტი გადაუჭერით ამ ქალებს“, – წერდა შორენა ბეგაშვილი ერთი წლის წინ. 

შორენა ბეგაშვილის ბიოგრაფია

შორენა ბეგაშვილმა დაამთავრა შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი. მუშაობდა ვაკის თეატრალურ სარდაფში, რუსთაველის თეატრალურ სარდაფში, თეატრ „გლობუსში“.

 შორენას კარიერა პრაქტიკულად დაიწყო 2008 წლიდან, როდესაც ის „ფლეიბოისთვის“ გადაიღეს. 2009–2010 წლებში ჰქონდა საავტორო ხასიათის გადაცემა „ღამე შორენასთან“ (იმედი TV). გადაცემას ბევრი კრიტიკა მოჰყვა და მალევე დაიხურა კიდეც. „რუსთავი 2“-ის ეთერში ვანიკო თარხნიშვილთან ერთად მიჰყავდა გადაცემა „იღბლიანი ბორბალი“. 2020 წლის სექტემბრიდან "რუსთავი 2"-ზე მიჰყავს გადაცემა „შორენას ეფექტი“.

შორენა გახვეული იყო უამრავ სკანდალში, როგორც მისი საქმიანობის, ასევე მისი პირადი ცხოვრების გარშემო. ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული სკანდალი ეხება მისი და საქართველოს სამეფო ტახტის მემკვიდრის, დავით მუხრანელის რომანს.

begashvili

  • 23-წლიანი სხვაობა, გასაიდუმლოებული რომანი და ძვირფასი საჩუქრები - ვინ არის და რას საქმიანობს შორენა ბეგაშვილის რჩეული

შორენა ბეგაშვილისა და "კანონიერი ქურდის", ლაშა ბარათელის ურთიერთობის შესახებ საზოგადოება ასევე ბევრს საუბრობდა,  შორენამ კარანტინის პერიოდი სწორედ საყვარელ მამაკაცთან ერთად ესპანეთში გაატარა და ერთად გადაღებული ფოტოებიც გამოაქვეყნა. წყვილი დაშორდა და მას შემდეგ შორენა პირადი ცხოვრების გასაჯაროებას ერიდება. 

შორენა ბეგაშვილს ჰყავს ერთი ქალიშვილი, ევა ბარბაქაძე, რომელიც ზურაბ ბარბაქაძესთან ქორწინებაში 2001 წელს შეეძინა. რამდენიმე წლის წინ, უბედური შემთხვევის დროს, როცა ევა მაღალი სართულიდან გადავარდა და სიკვდილს სასაწაულებრივად გადაურჩა, შორენა ბეგაშვილს რთული პერიოდის გავლა მოუწია, თუმცა დღეს დედა-შვილი ერთად და ბედნიერად ცხოვრობს. ევა უკვე სტუდენტია და აგრძელებს სრულფასოვან ცხოვრებას. შორენა ბევრს მოგზაურობს, კადრებს კი ერთგულ გამომწერებსაც უზიარებს.