15 სექტემბერი ყველა ბავშვისთვის ახლი ეტაპის დასაწყისია, ზოგი პირველად მიდის ბაღში, ზოგი სკოლაში, ზოგიც კი ბოლო წელს ატარებს. წელს ძალიან ბევრი ბავშვისთვის დაირეკა პირველი ზარი და დაიწყო ცხოვრების ახალი და მნიშვნელოვანი ეტაპი. მათ შორის არიან ქართველი ვარსკვლავების პატარებიც.
მარიამ სანოგო
მარიამ სანოგოს ვაჟი ზუკა წელს პირველ კლასში შევიდა. მარიამმა პატარა ზუკას ფოტოები გამოაქვეყნა, როგორც ვხედავთ, ზუკა სკოლაში წასვლით ძალიან ბედნიერია.
მარიამ სანოგო 2018 წელს დაინიშნა. მან რჩეულთან ერთად გადაღებული ფოტო, წარწერით I said yes გამოაქვეყნა. მარიამის მეუღლე გიორგი ლაშქარაძეა და წყვილს ერთი შვილი ჰყავს.



თაკო გაჩეჩილაძე
წელს თაკო გაჩეჩილაძეს უფროსი ქალიშვილი გაბრიელა პირველკლასელებს შეუერთდა და მისთვისაც გაიღო სკოლის კარი. გაბრიელა ქართულ-ამერიკული სკოლის მოსწავლე გახდა.
2017 წელს საქართველოში „ევროვიზიისთვის“ შესარჩევ კონკურსში თაკო გაჩეჩილაძემ დიდი უპირატესობით გაიმარჯვა და საქართველოს სახელით კიევში კონკურსზე გაემგზავრა. მიუხედავად იმისა, რომ "ევროვიზიამ" მას გამარჯვება ვერ მოუტანა, სწორედ იქ გაიცნო მომღერალმა მომავალი მეუღლე, წარმოშობით ბულგარელი პროდიუსერი ბორისლავ მილანოვი. წყვილის ურთიერთობა მალევე აეწყო და მათ 2018 წელს იქორწინეს. წყვილს ორი შვილი ჰყავს.


ქეთი ჟღენტი
ქეთი ჟღენტს საზოგადოება კარგად იცნობს. ის ბიზნესმენი თოშა ქებურია მეუღლეა. წყვილს 3 შვილი ჰყავს. უფროსი გოგონა კატერინა წელს მეორე კლასში გადავიდა, ხოლო ბუბუ კი პირველკლასელი გახდა. ბავშვები ევროპულ სკოლაში დადიან.
ქეთი ცნობილი მოდელის, ლიკა შენგელიას შვილია. ლიკა შენგელია ძველი თაობის მოდელებს მიეკუთვნება. ბევრისთვის დაუჯერებელია, თუმცა ულამაზეს ქართველ ქალს ხუთი შვილი ჰყავს. ქეთი და-ძმებს შორის ყველაზე უფროსია.


გიორგი დანელია
ინფლუენსერების, თეონა ჩაჩუასა და გიორგი დანელიას წყვილს საზოგადოება კარგად იცნობს. თეონა ჩაჩუა სოციალურ ქსელში სიახლეებს ყოველდღიურად ავრცელებს. ინფლუენსერი თავისი ცხოვრების საინტერესო დეტალებს ხშირად აზიარებს.
წყვილს ორი შვილი ჰყავს. წელს მათი უფროსი ქალიშვილი, კირა პირველად შევიდა სკოლაში და ამის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელშიც გააზიარეს.


ანასტასია თოფურიძე
წელს პირველი ზარი ეკა კახიანის შვილიშვილისთვის, ანასტასია თოფურიძეს უმცროსი ვაჟისთვის, იკოსთვისაც დაირეკა.
ქეთოო თოფურიძემ ამის ამსახველი კადრები გამოაქვეყნა.
ეკა კახიანის შვილი, მოდელი ანასტასია თოფურიძე, ქართველი საზოგადოებისთვის ბავშვობიდან ცნობილია. გოგონა სამოდელო სფეროში წლები აქტიურად ჩანდა, თუმცა შვილების გაჩენის შემდეგ ამ საქმიანობას ჩამოშორდა.
ანასტასია თოფურიძე დაოჯახებულია. მისი ქმარი ირაკლი გაბაშვილია, რომელზეც მან 2012 წელს იქორწინა და მათ ბედნიერი ოჯახი აქვთ. წყვილს ორი ვაჟი ჰყავს - ლადო და იკო.

ანუკი ქორქია
პირველ კლასში გააცილა წელს უმცროსი შვილი, ლიკუნა, ანუკი ქორქიამაც. ყოფილმა ტელეწამყვანმა სოციალურ ქსელში ფოტოები გააზიარა და უსაყვარლეს ქალიშვილის წარმატება უსურვა.
